Jump to content

Recommended Posts

Posted

სანამ ჯერ კიდევ არის დრო 28 ნმ ვიდეობარათების გამოჩენამდე, კომპანია Sapphire Technology განაგრძობს მიმდინარე თაობის GPU-ს მაქსიმალურ 'გაწურვას' და უშვებს ახალ მოდელ Radeon HD 6850 Vapor-X-ს. გაგრილების სისტემის კონსტრუქცია მოიცავს საორთქლე კამერასა და ერთ ფენს. ყოველივე ამის შედეგად კი, შესაძლებელი გახდა კომპონენტების სიხშირეების გაზრდაც. პროდუქტის სტაბილურ მუშაობას უზრუნველყოფს 10-ფაზიანი ძაბვის რეგულატორი და II თაობის Black Diamond დროსელები.

MDDwvw2K.jpg

GPU-ბირთვი, რომელიც აღჭურვილია 960 ნაკადური პროცესორით, მუშაობს 800 მჰზ-ზე (რეფერენსული მაჩვენებელი შეადგენს 775 მჰზ-ს), ხოლო 1 გბ GDDR5 მეხსიერების აღნიშნული მახასიათებელი 4400 მჰზ-ის ტოლია. რასაკვირველია, ბარათს გააჩნია AMD-ს საფირმო ტექნოლოგია CrossFireX და Eyefinity-ის მხარდაჭერაც. ორმაგი სიგანის მქონე ბეჭდურ დაფაზე განთავსებულია ხუთი ვიდეოგასასვლელი: DVI (ორი), mini DisplayPort 1.2 (ორი) და HDMI 1.4a.

Sapphire Radeon HD 6850 Vapor-X-ის ფასი ჯერჯერობით უცნობია.

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.