X-treme user Posted August 25, 2011 Posted August 25, 2011 სანამ ჯერ კიდევ არის დრო 28 ნმ ვიდეობარათების გამოჩენამდე, კომპანია Sapphire Technology განაგრძობს მიმდინარე თაობის GPU-ს მაქსიმალურ 'გაწურვას' და უშვებს ახალ მოდელ Radeon HD 6850 Vapor-X-ს. გაგრილების სისტემის კონსტრუქცია მოიცავს საორთქლე კამერასა და ერთ ფენს. ყოველივე ამის შედეგად კი, შესაძლებელი გახდა კომპონენტების სიხშირეების გაზრდაც. პროდუქტის სტაბილურ მუშაობას უზრუნველყოფს 10-ფაზიანი ძაბვის რეგულატორი და II თაობის Black Diamond დროსელები. GPU-ბირთვი, რომელიც აღჭურვილია 960 ნაკადური პროცესორით, მუშაობს 800 მჰზ-ზე (რეფერენსული მაჩვენებელი შეადგენს 775 მჰზ-ს), ხოლო 1 გბ GDDR5 მეხსიერების აღნიშნული მახასიათებელი 4400 მჰზ-ის ტოლია. რასაკვირველია, ბარათს გააჩნია AMD-ს საფირმო ტექნოლოგია CrossFireX და Eyefinity-ის მხარდაჭერაც. ორმაგი სიგანის მქონე ბეჭდურ დაფაზე განთავსებულია ხუთი ვიდეოგასასვლელი: DVI (ორი), mini DisplayPort 1.2 (ორი) და HDMI 1.4a. Sapphire Radeon HD 6850 Vapor-X-ის ფასი ჯერჯერობით უცნობია. IXBT Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.