X-treme user Posted August 20, 2011 Posted August 20, 2011 პირველად CeBIT გამოფენაზე ნაჩვენები პროცესორის ქულერი Gelid GX-7 უკვე ოფიციალურად წარადგინეს. დეკორატიული პლასტიკური ელემენტები და ფენის ლურჯი შუქდიოდური განათება პროდუქტის გეიმერულ სტატუსს განსაზღვრავს. კონსტრუქციის ზომები 130 x 65 x 159 მმ-ია, ხოლო მასა კი 720 გ. ის შედგება სპილენძის საფუძვლისგან, შვიდ ამავე მეტალის, ნიკელირებულ სითბური მილაკისგან, ერთსექციანი ალუმინის რადიატორისგან და 120 x 120 x 25 მმ, PWM-მართვის მქონე, Wing 12 PL Blue Fan ვენტილატორისგან, რომლის სისწრაფეს რეგულირდება 600-1800 ბრ/წთ დიაპაზონში, შესაბამისად, იცვლება ხმის დონეც - 10-26,8 დბ-ს ფარგლებში. ორი სითბური მილაკი გადის ძირის ზედა ნაწილის გავლით - ტემპერატურული დატვირთვისადმი უფრო ეფექტური გამძლეობის მიზნით. ნაწარმი თავსებადია Intel LGA775/1155/1156/1366, AMD AM2(+)/AM3(+)/FM1 პლატფორმებისთვის, ხოლო უწყვეტი მუშაობის დაახლოებითი ხანგრძლივობა შეადგენს 100 ათას სთ-ს. მისი ღირებულება 65$-ია. Gelid, Overclockers.ua 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now