ბერო Posted August 5, 2011 Posted August 5, 2011 კომპანია Euclideon 2004 წლიდან მუშაობს პერსპექტიულ გრაფიკულ ტექნოლოგიაზე სახელად Unlimited Detail. Unlimited Detail-ის შესახებ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გახდა ცნობილი, შემდეგ ჩაჩუმდა ყველაფერი, თუმცაღა პროექტი არ დახურულა. ტექნოლოგიის მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ სამგანზომილებიანი ობიექტები და მთლიანი სცენა იქმნება არა ყველასთვის კარგად ნაცნობი პოლიგონების დახმარებით, არამედ, ცნობილი როგორც, "ღრუბლოვანი წერტილე- ბის" (point clouds) მეშვეობით. მაშინ, როდესაც მსხვილი კომპანიები ხარჯავენ მილიონობით დოლარებს, რათა გააუმჯობესონ პოლიგონების სიმჭი- დროვე წელიწადში 25 %-ით, Euclideon ირწმუნება, რომ Unlimited Detail-ის დახმარებით შესაძლებელია გეომეტრი- ის გაუმჯობესება ათეულ ათასობით - და ეს არ არის ზღვარი. სინამდვილეში, დეველოპერები საუბრობენ დეტალი- ზაციის უსაზღვრო ხარისხზე. ამასთან, Euclideon-ს აქვს ტექნოლოგია, რომლის დახმარებით შესაძლებელია 3D-ობიექტების კონვერტირება, ასე- ვე რეალური მოდელების სკანირება და მათი Unlimited Detail-ის ფორმატში გადაყვანა. შემდეგ ვიდეოს კომენტარს უკეთებს, Euclidieon-ის აღმასრულებელი დირექტორი, ბრიუს რობერტ დელი (Bruce Robert Dell). <iframe width="700" height="390" src="http://www.youtube.com/embed/00gAbgBu8R4" frameborder="0" allowfullscreen></iframe> GAMETECH
evolution Posted August 5, 2011 Posted August 5, 2011 vow! როგორი დეტალიზაციაც გააკეთეს თუ მასეთი კარგი ოპტიმიზაცია გამოვიდა საერთოდ ავშენებულვართ (გემინგში, თორე ისე კაი ხანი ვერ ავშენდებით ) :bliss:
ბერო Posted August 5, 2011 Author Posted August 5, 2011 სიახლეების აპინულ თემაში გიოს მიერ დადებული Youtube-ის ოფიციალური ვიდეო ჩავსვი, მაღალი გარჩევადობით არის თან და ოფიციალურია. : P ტექნოლოგია კი არის ფრიად დამაინტრიგებელი, მაგრამ GPU-ს რესურსების მოხმარების ამბები როგორ არის, საინტერესოა.
evolution Posted August 5, 2011 Posted August 5, 2011 ხო თქვა ვიდეოში განათებაზე და ოპტიმიზაციაზე რომელიც ახლა 20 კადრია ვმუშაობთო მტვერიც კი სათითაოდ გააკეთეს :dabolili:
ბერო Posted August 5, 2011 Author Posted August 5, 2011 რამდენიმე დღის წინ ვუყურე მაგ ვიდეოს და ზუსტად მახსოვს არ იყო დაკონკრეტებული რომელ ვიდეო დაფაზე რენდერდებოდა ეგ ყველაფერი ლოლ, ისე ქრაიზისის პოლიგონებმა მარიოს დონის გრაფიკის შთაბეჭდილება დატოვა ამ ტექნოლოგიასთან შედარებით :D
George Posted August 5, 2011 Posted August 5, 2011 ხო დავაგდე ეს ნიუსი რამდენიმე დღის უკან, მართლა საინტერესო რაღაცაა და ვნახოთ რამდენათ შეიძლება მაგ ყველაფრის რეალიზირება რეალურათ იგრებში და საერთოდ ეგეთი რაღაცეები მომრავლდება აწი ასეთი ტემპებით რახან ვნითარდება ვიდეოკარტები და სხვა ხარდი
Temptation Posted August 6, 2011 Posted August 6, 2011 რას ელოდებიან არ მესმის, ჩადონ რა თამაშებში სადახვეწია ჯერ ოპტიმიზაცია და განათებები. მაგრამ ეხლანდელ თამაშეს დასამუშავებელიც ჯობია :D
ოთო Posted August 6, 2011 Posted August 6, 2011 სადახვეწია ჯერ ოპტიმიზაცია და განათებები. მაგრამ ეხლანდელ თამაშეს დასამუშავებელიც ჯობია განათების დედაც ვატირე დანრაჩენი როგორც ამ ვიდეოშია ისე იყოს იგერებში ოპტიმიზაციას რაც შეეხება აქ რამდენი ობიექტიც იყო მაგის მეოთხედით არ დაგჭირდება თამაშში და რაღა ოპტიმიზაციაზეა სუბარი, მეტორზე 100ჯერ მაგარი ოპტიმიზაცია იქნება
გათი Posted August 6, 2011 Posted August 6, 2011 განათების დედაც ვატირე დანრაჩენი როგორც ამ ვიდეოშია ისე იყოს იგერებში ოპტიმიზაციას რაც შეეხება აქ რამდენი ობიექტიც იყო მაგის მეოთხედით არ დაგჭირდება თამაშში და რაღა ოპტიმიზაციაზეა სუბარი, მეტორზე 100ჯერ მაგარი ოპტიმიზაცია იქნება ტექნოლოგია არის ძნელი ალბბათ რომ ინტეგრაცია გაუკეთონ. ჯერ აი 3D პროგრამებთან არის და მალე გააუმჯობესებენ ალბათ.
Vako™ Posted August 6, 2011 Posted August 6, 2011 მაგარია ძალიან. პროსტა ოპტიმიზაცია თუ ცუდი იქნება მაგარი აღარ იქნება :D
kane19906 Posted August 20, 2011 Posted August 20, 2011 :wow: ძან მაგარია იმედია მალე დაიწყებენ გამოყენებას
OKELA Posted March 1, 2012 Posted March 1, 2012 ხო ვისაც ერთხელ მაინც შეუხია თითი 3D-ზე ეცოდინება როგორ ეკიდება კომპი პოლიგონების არასწორედ გამოყენების დროს. მართლა მაგარი პერსპექტივა ექნება ამას, თუ დიდ რესურს არ მოითხოვს.
მათე Posted March 1, 2012 Posted March 1, 2012 ეხლა რა კონფიგზე ექნებათ ამათ ეს და 20 fps-ს ვიღებთო და მოთხოვნა ნაღდად დიდი აქ hd 7970-ებიც არ ეყოფა ალბათ
გიო Posted March 1, 2012 Posted March 1, 2012 დარწმუნებული ვარ,3D ტექნოლოგიაში სერიოზული leap of faith-ს გაკეთება შეიძლება,მაგრამ კომერციალიზმი აფერხებს ამას.
gio_kiborg Posted April 11, 2012 Posted April 11, 2012 მასეთი იყო Project Offset რომელიც რევოლუციას გვპირდებოდა გრაფიკაში და რესურსების მოთხოვნაში (ოღონდ იქ პოლიგონებზე იყო, მეთოდს მიაგნეს, რომლითაც ბევრად მეტი პოლიგონის დამუშავება შეიძლებოდა ნაკლები რესურსით) მაგრამ ისევ პროექტის დონეზეა... იმედია ეს მაინც არ დარჩება ასე ახლა ვუყურე ვიდეოს ბოლომდე, მართლა შთამბეჭდავია! თან გამოყეყენებაც შედარებით მარტივია: 3dmax-იდან შეიძლება მაგალითად პოლიგონების კონვერტირება პირდაპირ, მართალია 1-2 წელიწადში მუშა თამაშს ამ ტექნოლოგიაზე არ უნდა ველოდოთ, თუმცა ამასობაში კომპიუტერის და ვიდეოკარტის გამოთვლითი სიმძლავრეებიც გაიზრდება მნიშვნელოვნად (იმედია)
George Posted April 11, 2012 Posted April 11, 2012 მართალია ბევრი ესეთი პროექტი სამწუხაროთ მარტო თეორიაში რჩება ფურცელზე დაწერილი, რეალურათ არ იყენებს არავინ ცნობილი თამაშების დეველოპერებიდან გარკვეული მიზეზების გამო, ჩვენ შეიძლება ვერ ვხდებით ბოლომდე თუმცა თვითონ დეველოპერებმა ძალიან კარგათაც იციან თუ რატომ არ იყენებენ ეგეთ გრაფიკას თამაშებში ჯერ, თეორიულათ შეიძლება უკვე ტოპ კარტებზე რაღაც ეგეთის გაშვება DX11-ზე მაგრამ ჯერ ერიდებიან მასეთი გრაფიკის ჩადებას იგრებში, თუმცა მაგ მხრივ კრაიტეკის ენჯინი მაინც ლიდერობს ამ ეტაპზე პს-ზე, კრიზისზე უკეთესი გრაფიკა მე ჯერ არ მინახია არცერთ იგრაში, თუმცა BF3-საც კარგი გრაფიკა აქვს ნამდვილათ, ანუ ფროსტბაიტ 2 ენჯინიც არაა ცუდი მაგ მხრივ, DX11 სრული შესაძლებლობები კი ამ ეტაპზე მარტო ფურცელზე რჩება, ალბათ პირველ რიგში ისევ და ისევ სუსტი კონსოლების გამო DX9-ზე
gio_kiborg Posted April 12, 2012 Posted April 12, 2012 დემოში ნაჩვენები იყო ფაქტიურად შეუზღუდავი დეტალიზაცია, ლამის ატომების ზომამდე, რეალურად მასეთი დეტალიზაცია სჭირდებათ მხოლოდ სამეცნიერო გამოთვლებში (ქვანტური მექანიკა, მოლეკული დინამიკა და ა.შ) თან იქაც სუპერკომპიუტერებზე თუ არა მძლავრ კლასტერებზე ითვლიან და ამ ბოლოს უკვე GPU-ს გამოყენებით თამაშებისთვის რეალურად დეტალიზაციის ხარისხი 0.5-1მმ ზომის პიქსიც რომ იყოს სრრულიად მისაღები იქნება, თან არც პოლიგონების "სიბრტყელე" შეგიშლის ხელს რეალისტიკური სურათის რენდერისთვის, ამას კი გაცილებით ნაკლები რესურსი დასჭირდება, ვიდრე ნაჩვენები დემოს რენდერს, ასე, რომ სრულიად შესაძლებელია, + ჯერ სადემონსტრაციო ვერსია აჩვენეს და ოპტიმიზაცია/დახვეწა წინაა კიდევ მთავარია გეიმ დეველოპერები რას იზამენ თუ დააპირებენ ამ სიახლის გამოყენებას როგორც ვხვდები, ამ შემთხვევაში AA ფაქტიურად აზრს კარგავს, რამდენადაც დაკუთხული ზედაპირები აღარ იქნება, იმიტომ რომ არც პოლიგონები იქნება....
ბერო Posted April 12, 2012 Author Posted April 12, 2012 მარკეტინგულად არამგონია მომგებიანი იყოს ეს პროექტი. გლობალურად ვერ დაიწყება მისი განვითარება. აქ ცოტა დასაფიქრებელია თან: დეველოპერები ამ ძრავს გამოიყენებენ, თუ თვითონ შექმნიან ბრენდირებულს, რომლებიც რენდერინგის ამ სისტემაზე იქნება დაფუძნებული და უარს იტყვიან პოლიგონებზე.. აი ჯონ კარმაკის სიტყვებია: Re Euclideon, no chance of a game on current gen systems, but maybe several years from now. Production issues will be challenging
გიო Posted April 12, 2012 Posted April 12, 2012 და როდემდე უნდა იბუქსავოს ტექნოლოგიამ? აუცილებლად უნდა გამოვიდეს ბაზარზე,როგორც კი დამუშავდება საბოლოოდ
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.