Jump to content

Recommended Posts

Posted

Sony-მ წარმოადგინა S-Frame სერიის სამი ახალი ციფრული ფოტოჩარჩო DPF-HD1000, DPF-HD800 და DPF-HD700, რომლებიც იძლევიან Full HD გაფართოების მქონე ვიდეორგოლის (1920 × 1080 პიქსელი) ჩვენების საშუალებას და აღჭურვილნი არიან 10, 8 და 7-დუიმიანი დისპლეებით შესაბამისად. 2 გბ ტევადობის ინტეგრირებულ მეხსიერებაში ფოტოსურათის ჩაწერის დროს, ისინი ავტომატურად მასშტაბირდება ეკრანის ზომამდე. მოწყობილობას გააჩნია AVCHD, MPEG-4, MPEG-1, Motion JPEG ფორმატების მხარდაჭერა, ხოლო სლაიდშოუს გაშვებისას, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მომხმარებლის ხმის ფაილები MP3, AAC, LPCM.

cXazAW2p.jpg

iX5JWMVN.jpg

qusnjWrh.jpg

მონაცემთა შიდა წყაროების სახით, არსებობს MS Duo/SD/SDHC/SDXC ფლეშ-ბარათებისა და აგრეთვე USB კავშირის მქონე დისკები. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად პრეს-რელიზსა და პრომო-მასალებში HD აბრევიატურის გამოყენებისა, ჩარჩოების დისპლეის გაფართოება ასეთი არ არის - 10-დუიმიან მოდელისთვის ის შეადგენს 1024 × 600, ხოლო დანარჩენ ორისთვის კი - 800 × 480 პიქსელს.

პროდუქტები გაყიდვაში სექტემბრიდან გამოჩნდება და მათი ფასები იქნება DPF-HD1000 — 170, DPF-HD800 — 140, DPF-HD700 — 120$.

  • Upvote 2
Posted

მაგარია პროსტა ძვირებია

ჩარჩოა ტო ამდენი როგორ უნდა გადაიხადო

Posted

კაი ძვირი სიამოვნება ყოფილა ესენი. გუშინ მაღაზიაში ვნახე, FHD არ იყო რათქმაუნდა, მაგრამ მაინც საკმაოდ სოლიდური ფასი ედო

Posted

ეგეთ ჩარჩოებს წინიდან არ უნდა ეწეროს მწარმოებლის ბრენდნეიმი, გინდა სონი იყოს და გინდა კვარცი.

პრაქტიკულია, მაგრამ ფუფუნების საგანი უფროა.

Posted

ეგეთ ჩარჩოებს წინიდან არ უნდა ეწეროს მწარმოებლის ბრენდნეიმი, გინდა სონი იყოს და გინდა კვარცი.

პრაქტიკულია, მაგრამ ფუფუნების საგანი უფროა.

მეც ეგ მინდოდა მეთქვა :)

Posted

ეგეთ ჩარჩოებს წინიდან არ უნდა ეწეროს მწარმოებლის ბრენდნეიმი, გინდა სონი იყოს და გინდა კვარცი.

+1 :yes:

P.s

ჩემი აზრითაც არ ღირს ამ ნივთში მაგ ფასის გადახდა,

მეც უბრალოდ ფუფუნების საგნად მიმაჩნია.

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.