Jump to content

Recommended Posts

Posted

GIGABYTE-მა გამოუშვა Sumo Power Silver სერიის ახალი კვების ბლოკები, რომლებსაც, როგორც სახელწოდებიდან ჩანს, გააჩნიათ იაპონურ ჭიდაობის სახეობის მებრძოლთა მსგავსიმ გრანდიოზული ძალა. მართლაც, ამ ორი პროდუქტის სიმძლავრე შეადგენს 900 და 1200 ვ-ს და გათვლილნი არიან მაღალწარმადოვან გეიმერულ კომპიუტერებზე, რომლებისთვისაც, ეს ტაივანური კომპანია იძლევა გვთავაზობს შესაფერის კორპუს GIGABYTE Sumo-ებს.

e95eb8e7ba2f9396f5e86ec77f3eaa3b.jpg

სიმძლავრის გარდა, რომელიც უზრუნველყოფილია ექვსი 12 ვ-იანი სალტით, ამ ნაწარმების გაფორმება და ტექნიკური მახასიათებლები ერთგვაროვანია. მოწყობილობის წონა 2,5 კგ-ია და მათ შეუძლიათ შემავალი ძაბვის ფართო დიაპაზონის პირობებში მუშაობა: 100-დან 240 ვ-მდე - ცვალებადი დენით, 60/50 გჰ-ზე და გააჩნიათ სიმძლავრის კოეფიციენტის აქტიური კორექცია. პროდუქტებმა მიიღეს სერთიფიკატი 80 Plus Silver, რაც გულისხმობს ენერგიის გარდაქმნის მაღალ ეფექტურობას (მარგი ქმედების კოეფიციენტი - 88%-მდე). სიცოცხლისუნარიანობის გარანტირებული პერიოდი შეადგენს შეუფერხებელი მუშაობის 100 ათას სთ-ს, რაც მიღწეულია განსაკუთრებული ტექნოლოგიებისა და იაპონური წარმოების საიმედო მყარი კონდენსატორების მეშვეობით.

21c3f0e8e47a135d34259bc01cf7c124.jpg

c9f27f7e4ad9de178416ec8442f38102.jpg

Sumo Power Silver-ის დიზაინი შექმნილია ელექტრომაგნიტური ხარვეზების იზოლაციის აუცილებელი გათვალისწინებით. სითბოს ეფექტურად მოცილების მიზნით, გამოყენებულია დიდი ზომის რადიატორი და უხმაურო, 12 სმ-იანი ფენი - გამორთვადი ცისფერი LED-განათებით, კაბელთა მოდულარული გაშლა.

Sumo Power Silver 900W/1200W-ს გააჩნიათ დამცავი ფუნქციების მთელი ნაკრები და უსაფრთხოების სერთიფიკატის დიდი ჩამონათვალი.

  • Upvote 6
Posted

მალე სტანდარტული 80+ კვების ბლოკები სანთლით იქნება საძებნი :D

ბრონზაზე ნაკლებს აღარავინ კადრულობს

Posted

და ფასი????????

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.