ბერო Posted July 25, 2011 Posted July 25, 2011 კომპანია Vigil Games-მა მრავალი გეიმერი გააოცა Darksider-ის ორიგინალური პროექტით. სინამდვილეში, დეველოპერი ახლა მუშაობს თამაშის შემდეგ ნაწილზე, რომელიც მომავალ წელს გამოვა თანამედროვე კონსოლებზე: PlayStation 3-ზე და X360-ზე, ასევე Nintendo-ს მომავალ პლათფორმაზე - Wii U-ზე. ახლახანს, თამაშის რეჟისორმა მარვინ დონალდმა (Marvin Donald) ისაუბრა თამაშის ვერსიებზე სხვადასხვა კონსოლებისთვის და აღნიშნა, რომ Wii U მოიტანს გარკვეულ სიძნელეებს, რადგან Nintendo-ს ჯერ კიდევ არ დაუდგენია მოწყობილობის საბოლოო მონაცემებები - ისინი შესაძლოა შეიცვალოს ბოლო თვეების განმავლობაში. "[Wii U] იქნება, როგორც მინიმუმ, შესაძლებლობებით [PS3] დონის, თუ მასზე მეტი არა. თუმცაღა, ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რადგან მოწყობილობის აპარატული მახასიათებლები ძალიან იცვლება, - აღნიშნა მან CVG-სთან ინტერვიუს მიცემისას. - ჩვენ ახლახანს მივიღეთ დეველოპერის იარაღის მეორე ვერსია და რადგან ჯერ კიდევ არ ვიცით Wii U-ს გამოსვლის თარიღი, შესაბამისად ჩვენთვის ასევე უცნობია, თუ რამდენ ხან გაგრძელებდება შექმნის პროცესი, როდის შეჩერდებიან და საბოლოოდ, რით დარჩებიან კმაყოფილები. ასე რომ, ეს ყველაფერი გარკვეულწილად ქმნის არასტაბილურობას ამ კონსოლთან მუშაობისას". ბატონმა დონალდმა აღნიშნა, რომ Darksiders II მიიზიდავს Nintendo-ს გულშემატკივრებს, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ იგი, თამაშის პროცესით, ძალიან ჰგავს ძალინ პოპულარული სერიას, Legend of Zelda-ს, შექმნილი იაპონური დეველოპერის მიერ. "მე ვიმედოვნებ, ის ფაქტი, რომ ჩვენ ვიყავით შთაგონებული Zelda-თი და გვიყვარს იგი, ძალიან დაგვეხმარება, - თქვა მან. - როდესაც ჩვენ რეკლამირებას ვუკეთებდით Darksiders-ს, ჩვენ ვაჩვენეთ მრავალი საბრძოლო სცენა, რომელმაც ხალხს თამაშზე არასწორი წარმოდგენა მისცა, თუ რაზე იქნება ეს თამაში. ახლა, როდესაც მას იცნობენ უკეთ, შესაძლოა ჩვენ გვეყოლება აუდიტორია Wii U-ზეც". თუმცაღა, Nintendo-ს ახალი კონსოლი არ არის ერთადერთი პლათფორმა, რომელმაც პრობლემები მოუტანა Vigil Games-ს. ბატონმა დონალდმა რესურს Eurogamer-ს განუცხადა, რომ PlayStation 3-თან მუშაობა ბევრად უფრო ძნელია, რადგან იგი აიძულებს დეველოპერებს მიმართონ გარკვეულ გზებს, რათა თამაშს შეუნარჩუნონ სტაბილურობა. "მე არ ვარ ინჟინერი, მაგრამ ამის შესახებ მესმის მუდამ. ჩვენ იძულებულები ვართ ჩავიდინოთ სულელური საქციელები, მეხსიერების მართვის სფეროში. დავუშვათ, მე მხატვარი ვარ, მე მაქვს ძალიან დიდი ტექსტურები - ეს წარმოადგენს პრობლემას, რადგან მე შეზღუდული ვარ X360-ის ჩარჩოებში; ტექსტურებს აქვთ 2048 გაფართოება და უნდა ჰქონდეთ 1024, და კიდევ უფრო ნაკლები. მაგრამ PlayStation 3-ზე შეზღუდვა ეხება სხვადასხვა კატეგორიებსაც და თუ მათგან ერთერთი არის ზედმეტი, ეს იწვევს სისტემასთან ბრძოლას. PS3 ასეთ ურთიერთობაში ბევრად უფრო მგრძნობიარეა. არის გარკვეული რამ, რომელთა რეალიზებაც უბრალოდ შეუძლებეალია, ან უნდა გააკეთო ისინი სხვაგვარად. კი, ეს შემაშფოთებელია", - აღნიშნა მან. მიუხედავად ამ ყველაფრისა, Vigil Games-ში დარწმუნებულები არიან, რომ Darksiders II გააოცებს მოთამაშეებს განურჩევლად პლათფორმებისა, რომლებზეც ეს თამაში მომავალ წელს გამოვა. 3DNews 3
George Posted July 26, 2011 Posted July 26, 2011 ისე მეც ვნახე ეგ ნიუსი, ნუ სონი3-ის პტატფორმაზე არაერთხელ უთქვამთ რომ რთულია თამაშების პორტირებაო და Wii U-ეც არ გამკვირვებია, ჯერ მითუმეტეს ხარდიც თუ არაა ცნობილი ბოლომდე
ზუბა Posted July 26, 2011 Posted July 26, 2011 ვიწვები დეველოპერების საცოდაობით მადლობა ბერო თანადგომისათვის :miyvarxar:
westsider Posted August 28, 2011 Posted August 28, 2011 ვიწვები დეველოპერების საცოდაობით განსაკუთრებიტ მაშინ ვიწვები ცოდვიტ როცა ახალ კაი თამაშში 70 ევროს ვიხდი და ვიცი რომ სულ ცოტა 1 000 000 გერმანიაშივე იყიდის ამ თამაშს კიდე და სხვა ქვეყნებზე არაფერს ვამბობ
George Posted September 1, 2011 Posted September 1, 2011 რავი პს-ზეც გამოდის ვითომ http://www.gamespot.com/pc/action/darksiders-ii/index.html?tag=result%3Btitle%3B2 ამაზონზე არ უწერიათ მაგრამ მაინც, ეხლა თუ გადაიფიქრეს არ ვიცი
საჯო Posted September 1, 2011 Posted September 1, 2011 რავი პს-ზეც გამოდის ვითომ http://www.gamespot.com/pc/action/darksiders-ii/index.html?tag=result%3Btitle%3B2 ამაზონზე არ უწერიათ მაგრამ მაინც, ეხლა თუ გადაიფიქრეს არ ვიცი წინა ნაწილი პც ზე დავხურე და იმედია გამოუშვებენ ამასაც
L3onidas Posted September 2, 2011 Posted September 2, 2011 ამ თამაშმა PC-ზე მოიპოვა აღიარება და მაყუთი და თუ PC-ზე არ გამოუშვეს მაგარი უნამუსოები ყოფილან :D
Davide Posted September 12, 2011 Posted September 12, 2011 აუ ანუ პს ზე არ იქნება ეს იგრა? აუუუ თუ ეგრეა მაგრად გამიტყდება (( არა და პირველი მევასა მაგრად იმენნა სლაშერია რა :D
George Posted September 13, 2011 Posted September 13, 2011 რავიცი ყველა საიტებზე უწერია პს პლატფორმა და პს-ზეც გამოდის მემგონი თორე აქამდე მოხსნიდნენ საიტებიდან
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now