Jump to content

Recommended Posts

Posted

თითქმის ერთი წლის წინ, კომპანია Thermalright-მა წარადგინა რადიატორი HR-02, რომელიც განკუთვნილი იყო პროცესორების პასიურ გაგრილებაზე 130 ვ-მდე. ამჯერად, ოფიციალურ საიტზე შესაძლებელია ამ პროდუქტის უფრო ახალი ვერსიის ნახვაც, რომელიც აღინიშნება HR-02 Macho სახელწოდებით. გაბარიტები და მასა უცვლელი დარჩა (140 х 102 х 162 მმ, 860 გ), ხოლო ნიკელირებულ ზედაპირიდან კვლავაც ექვსი U-მოყვანილობის სითბური მილაკი გამოდის, თუმცა საფარველის გარეშე. გარდა ამისა, კომპლექტში უკვე შედის 140 მმ ზომის საფირმო ფენი Thermalright TY-140, რომელიც ასრულებს 900-დან 1300 ბრ/წთ-ში და მაქსიმალურ ჰაერის ნაკად 73 ფუტ3-ის დროს, გამოსცემს არაუმეტეს 21 დბ ხმაურს.

8c34287350a4791dd117010b4eb442bb.jpg

ქულერის სამაგრის სისტემა თავსებადია LGA 775/1155/1156/1366 და Socket AM3/AM2/AM2+ პლატფორმებთან. ყველაზე მთავარი ცვლილება, ალბათ მაინც შემცირებული ფასია, რომელიც ევროპაში იწყება 37,9 ევროდან და სწორედ მაღალი ღირებულება განაპირობებდა იმ ფაქტს, რომ მისი წინამორბედი ბევრი ენთუზიაზისტისთვის ხელმიუწვდომელი იყო.

  • Upvote 4
Posted

ფენი მიამატეს და ეგ არის ინოვაცია?

ა ფასი დაგუდიათ კიდე :)

Posted

ხო

ეგაა

და თან ვიდზე სკაიტე ნინძას დაამსგავსეს მგონი :D

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.