ბერო Posted July 24, 2011 Posted July 24, 2011 მოკლედ, პრობლემა ასეთია: Lib.ge-დან დაკოპირებულ ტექსტს, ვორდში ფონტს ვერ ვუცვლი. ტექსტი გადმოდის Sylfaen-ით, ხოლო როდესაც ვცდილობ ფონტის შეცვლას არ იცვლება არაფერი, გარდა ტექსტის სიტყვების განლაგებისა (პატარავდებიან და დიდდებიან). Office 2010 მიყენია და იმ ეჭვის გათვალისწინებით, რომ ტექსტი ძველ ვორდებში იყო რედაქტირებული, გადმოვწერე 2000/2003/2007 წლის პორტაბლური ვერსიები და მათი დახმარებით ვცადე ფონტის შეცვლა, მაგრამ პრობლემა პრობლემად დარჩა :/ ამ ფონტის შეცვლა კი იმიტომ მსურს, რომ ამობეჭდვისას, სიტყვები გადაბმულად ამოიბეჭდება ხოლმე.
გათი Posted July 24, 2011 Posted July 24, 2011 მოკლედ, პრობლემა ასეთია: Lib.ge-დან დაკოპირებულ ტექსტს, ვორდში ფონტს ვერ ვუცვლი. ტექსტი გადმოდის Sylfaen-ით, ხოლო როდესაც ვცდილობ ფონტის შეცვლას არ იცვლება არაფერი, გარდა ტექსტის სიტყვების განლაგებისა (პატარავდებიან და დიდდებიან). Office 2010 მიყენია და იმ ეჭვის გათვალისწინებით, რომ ტექსტი ძველ ვორდებში იყო რედაქტირებული, გადმოვწერე 2000/2003/2007 წლის პორტაბლური ვერსიები და მათი დახმარებით ვცადე ფონტის შეცვლა, მაგრამ პრობლემა პრობლემად დარჩა :/ ამ ფონტის შეცვლა კი იმიტომ მსურს, რომ ამობეჭდვისას, სიტყვები გადაბმულად ამოიბეჭდება ხოლმე. ადრე ვიღაცამ მითხრა რომ Sylfaen არ იცვლება. იმედია ვცდები. და გადაბმულად ამობეჭვდის პრობლემა Sylfaen-ზე არ მსმენია. თითქმის სულ მაგას ვსარგებლობ.
MaKaSaRa Posted July 24, 2011 Posted July 24, 2011 www.convert.ge თუ რაღაც მსგავსი იყო სადაც გადაყვანა შეგეძლო. ახლა გათიშულია მგონი...
gio_kiborg Posted July 24, 2011 Posted July 24, 2011 ხო, Sylfaen-ს ვერ შეცვლი, convert.ge-დან გადაიყვანე აბა acad nusx-ში, ან სხვა რომელიმე არაუნიკოდში
ბერო Posted July 24, 2011 Author Posted July 24, 2011 ოქეი, დავუცდი მაშინ როდის ჩაირთვება და შევამოწმებ. გმადლობ ყველას : )
NEIRON Posted July 24, 2011 Posted July 24, 2011 ლევან,მაიკროსოფტს რომ შლი,თუ არ ვცდები,მაგი იმ ფუნქციებს ისევე ტოვებს,როგორც დააყენებ თუ პრობლემა მს-შია,ძირფესვიანმა წაშლამ არ შეიძლება უშველოს?| დამიკოპირე ის ტექსტი თუ გინდა,იქნებ ჩემმა მს-მა უშველოს ლევან
ბერო Posted July 24, 2011 Author Posted July 24, 2011 არა, ნიკა პრობლემა თვითონ ფონტშია, არ რედაქტირდება. კონვერტირებას საჭიროებს და თვითონ ვორდიდან არ მოხდება ეს. გმადლობ დაინტერესებისთვის :miyvarxar:
ბერო Posted July 24, 2011 Author Posted July 24, 2011 ჩაირთო convert.ge და ვცადე კიდეც გადაყვანა, მაგრამ გადაყვანილ ტექსტს, რომ ვაკოპირებ ისევ Sylfaen არის : / აი ასე ვაკეთებ: 1. საიდან: Sylfaen 2. სად: Acad Nusx 3. ავირჩიოთ ყველაფერი 4. გადაიყვანე. არ გამოდის მაინც : (
NEIRON Posted July 24, 2011 Posted July 24, 2011 ჩაირთო convert.ge და ვცადე კიდეც გადაყვანა, მაგრამ გადაყვანილ ტექსტს, რომ ვაკოპირებ ისევ Sylfaen არის : / აი ასე ვაკეთებ: 1. საიდან: Sylfaen 2. სად: Acad Nusx 3. ავირჩიოთ გადაყვანა 4. გადაიყვანე. არ გამოდის მაინც : ( იქნებ დაგეხმარო რატომ არ კეთდება,იქნებ შენს კომპის პროგთან აქვს გაუგებრობა
ბერო Posted July 24, 2011 Author Posted July 24, 2011 არ ნიკა, არ არის პროგრამის ბრალი. ჩემმა მეგობარმაც სცადა და მასთანაც მასე იყო, ანუ გადმოტანილი ტექსტი ისევ Sylfaen იყო.
ბერო Posted July 24, 2011 Author Posted July 24, 2011 იქნებ ვორდის ამ Add-in_მა მაინც მაინც უშველოს-მეთქი, მაგრამ დაყენებასის შემდეგ შემექმნა პრობლემები. კერძოდ, Macro-ს დაცვის სისტემა დავაყენე ასე: მაგრამ Add-in-ის გაშვებისას ამას მიწერს: დამტანჯა რა, დღეს მთელი დღეა ამას ვეწველები. ამის გამო, Office 2007-ზე მომიწია downgrade
gio_kiborg Posted July 24, 2011 Posted July 24, 2011 უცნაურია, Convert.ge საკაიფოდ მუშაობს სხვა შემთხვევებში ტექსტის გადმოტანისას დააკვირდი, Word-ში ფონტად Sylfaen არ იყოს, მაკროს რაც შეეხება Trust Center Setting-ებიდან უნდა დაამატო Trusted Location-ები (სადაც ეგ პროგი ყრის ფაილებს)
ბერო Posted July 25, 2011 Author Posted July 25, 2011 ავამუშავე ეგ Add-in Word 2003-ზე და გადაიყვანა კიდეც Acad Nusx-ზე, მაგრამ ახლა ერთი პრობლემაა. ამის გამო ხომ არ მექნება მუდამ 2003-ის ოფისი, ამიტომ მსურს რომ ერთდროულად 2003-იც მქონდეს 2010-იც, რაიმე გზით. არ გამოვა? ვთქვათ, Windows-ის ერთ ექაუნთზე 2010 რომ იყოს და მეორეზე 2003-ის. ვცადე ორივე ერთად რომ ყოფილიყო, მაგრამ არ გამოვიდა. დავაყენე 2010-ის და თან დავაყენე 2003-ის პორტაბლური ვერსია, მუშაობდა ეს უკანასკნელი ნორმალურად, მაგრამ მერე 2010 დოკუმენტს რომ ჩავრთავდი 2003-ის უბრალოდ იშლებოდა თავის Add-in_იანად.
gio_kiborg Posted July 25, 2011 Posted July 25, 2011 ადინებზე როგორც გითხარი ისე სინჯე 2010-ზე და შესაძლოა აღარც დაგჭირდეს 2003 ერთად ვერ ამუშავებ ან კიდევ, დააყენე Word 2003-იდან, დანარჩენი 2010-იდან და არ შეუშლიან ერთმანეთს ხელს მთავარია ერთი და იგივე კომპონენტები არ იყოს 2003/2010-ის
ბერო Posted July 25, 2011 Author Posted July 25, 2011 გიო, ავამუშავე 2010-ზე, Macro Setting-ებიც დავაყენე ამაზე Enable all macros (not recommended, potentially dangerous code can run) მაგრამ არ შვება : ( მაინც არ ეშვება, რა ჯანდაბა უნდა ვერ ვხვდები.. და ისე არ შეიძლება, ვთქვად ყველა დოკუმნტზე რომ ეშვებოდეს ეს დამატება? ერთ დოკუმენტს რომ მიუთითებ აკეთებს, მასზე, მაგრამ სხვაზე აღარ. ახლიდან საჭიროებს მითითებას. ბოდიში ასე რომ შეგაწუხე : (
gio_kiborg Posted July 25, 2011 Posted July 25, 2011 რა შეწუხებაა თუ სწორად მუშაობს მაშინ ყველაზევე უნდა ჩაირთოს... ისე არ ვიცი...
Recommended Posts