iliko1990 Posted July 23, 2011 Posted July 23, 2011 ყველა თანამედროვე მობილურს ჩაშენებული კამერა აქვს, ეს საკმაოდ სასარგებლო ფუნქციაა, თუმცა რეალურად ტელეფონით გადაღებული ფოტოები საშუალო დონისაა, და მეგაპიქსელების გაზრდა ამ სიტუაციაზე არანაირად არ მოქმედებს. გასაკვირი არაა, რომ თანამედროვე პროფესიონალები და ფოტომოყვარულები ირჩევენ ფოტოაპარატებს, და არა ტელეფონებს, თუმცა ამ უკანასკნელთა ფუნქციონალი საკმაოდ წინ წავიდა. გამოსავალი თურქმა დიზაინერმა ზეკი ოზეკმა (Zeki Ozek) შემოგვთავაზა, რომელმაც შალითის iCam კონცეპტი შეიმუშავა. მოწყობილობის დიზაინი სარკისებრი ტიპის კლასიკურ ფოტოკამერას მოგვაგონებს, რომლის უკანა პანელზეც iPhone-ის დოკ-სადგურია. სმარტფონი შალითის ჭრილში თავსდება და მას სტანდარტული 30-კონტაქტიანი სარჭით უერთდება. ეს კამერა ნამდვილი სრული ზომების ლინზებით და ხარისხიანი ობიექტივის ოპტიკური ზუმით სარგებლობის შესაძლებლობას იძლევა, აი სურათის დამუშავება კი iPhone-ის პროცესორის დახმარებით ხდება. მხარდაჭერილია აგრეთვე HD-ხარისხით ვიდეოს ჩაწერა და გადაღებული მასალების სმარტფონზე რედაქტირება. მოწყობილობის კიდევ ერთი მნიშვნელოვაი ფუნქციაა ერთი შეხებით ფოტოსა და ვიდეოს ინტერნეტში ატვირთვაა ნებისმიერ სოციალურ ქსელში. იდეა საინტერესოა, თუმცა ავტორმა ერთ მარტივ შეკითხვას არ უპასუხა: რით განსხვავდება iCam კლასიკური ჯაჭვისგან ტელეფონი+კამერა? რადგანაც "სარკისებურით" საუბარი მოუხერხებელი იქნება. ასეთ შალითას კი შარვლის ჯიბეში ვერ ჩაიდებ cultofmac.cultofmaccom.netdna-cdn.com 3
gio_kiborg Posted July 23, 2011 Posted July 23, 2011 საინტერესო ნიუსია მალე ალბათ ახალ აქსესუარს გამოუშვებენ, რომლის დახმარებითაც i-phone ქალის (ან კაცის) მაგივრობას გასწევს მერე სარეცხის მანქანას i-phone-ს მართვით და i-kitchen-ს და გეტყვიან ცოლი რად გინდა i-phone იყიდეო აი გამრავლების პრობლემაც თუ მოაგვარეს და i-kid -ები გაჩითეს მაგარი იქნება :P
iliko1990 Posted July 23, 2011 Author Posted July 23, 2011 ხო გიო ისე ერთი შეხედვით საცინარია,ცოლის მაგივრობას iphone რომ გაუწევს ადამიანს რა ჭკუაზე უნდა დადგეს ის. კაი ტექნოლოგიების მხრივ კი მესმის, მაგრამ in bed? :D
გათი Posted July 24, 2011 Posted July 24, 2011 ზესისულელეა. აიფონს არანაირი კონტროლი არ აქვს, არც white balance, არც ISO Sensitivity არც არაფერ. მხოლოდ touch focus da HDR. (გაიკეთოს ერთ ადგილას ეგ "თაჩ ფოკუსი")
gio_kiborg Posted July 24, 2011 Posted July 24, 2011 ამხელა გაჯეტი თუ გააკეთეს ერთ აპლიკაციას ვეღარ გააკეთებდნენ კომტროლისთვის?
NEIRON Posted July 24, 2011 Posted July 24, 2011 საინტერეოა რა და რომელი აპარატის დონემდე მივა ასეთი ტიუნინგი მადლობთ ნიუსისთვის!
ANuB1S Posted July 24, 2011 Posted July 24, 2011 მარაზმია IMHO რაც iPhone, ეგ გაჯეტი და ლინზა დაგიჯდება კაი Nikon D90 მოგივა :D
faustika Posted July 24, 2011 Posted July 24, 2011 მარაზმია IMHO რაც iPhone, ეგ გაჯეტი და ლინზა დაგიჯდება კაი Nikon D90 მოგივა რა D90 მთავარი ხო ვაშლია მერე რა რო გაბერილი ფასი აქვს )
gio_kiborg Posted July 24, 2011 Posted July 24, 2011 იდეაში იგულისხმენა, რო i-phone-ს ბედნიერი მფლობელი ხარ უკვე, ამიტომ მის ფასს ნუღა მიამატებთ და ისე შეადარეთ
f-22raptor Posted July 27, 2011 Posted July 27, 2011 iliko +1 ამ აიფონმა ხო ტვინი წაიღო... ის ობიექტივი ძაან მაგრად გამოიყურება აიფონზე...
westsider Posted July 27, 2011 Posted July 27, 2011 სუფთა ციგნური ტელეფონია ეს აიფონი რა ანტენა ამოუწიეთ და გადაუღუნეთ მეორე ბოლომდე და ლენტის მობმა არ დაგავიწყდეთ კიდე ზედ
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now