X-treme user Posted July 20, 2011 Posted July 20, 2011 12,5 მმ სისქის მქონე, Scorpio Blue მყარი დისკის გამოშვებიდან ორი წლის შემდეგ, კომპანია Western Digital-მა განაცხადა იმავე სერიის და ანალოგიური ტევადობის HDD-ის გაყიდვების დაწყების შესახებ, მხოლოდ ამჯერად აღნიშნული მახასიათებელი 9,5 მმ იქნება. საფირმო ნომენკლატურის მიხედვით, ნაწარმი აღინიშნება როგორც WD10JPVT, ხოლო მისი გამოყენების სფეროს კი წარმოადგენს თხელი და ულტრა-თხელი ნოუთ-ნეტბუქები. ახალი პროდუქტის მახასიათებლები, საკმაოდ სტანდარტულია მობილურ კომპიუტერებში გამოყენებულ მყარი დისკებისთვის: კეშ-მეხსიერების ოდენობა 8 მბ-ია, შპინდელის სისწრაფე - 5400 ბრ/წთ-ში, ინტერფეისი კი - SATA 3 გბიტ/წმ. მას გააჩნია საფირმო ტექნოლოგია SecurePark და ShockGuard-ის მხარდაჭერა, რომლებიც შესაბამისად, ასრულებენ ენერგომოხმარების დაზოგვისა და ფირფიტების დაცვას დარტყმებისაგან. WD10JPVT-ს თან მოჰყვება მწარმოებლის სამწლიანი გარანტია. აშშ-ში მისი ღირებულება შეადგენს 140$-ს. IXBT 3
xosito Posted July 20, 2011 Posted July 20, 2011 ისადა 140$ ძვირი არ არი? და რამდენი ექნება მეხსიერება ამ სიფრიფანა 140$-იან HDD-ს?
ბექა Posted July 20, 2011 Posted July 20, 2011 ისადა 140$ ძვირი არ არი? და რამდენი ექნება მეხსიერება ამ სიფრიფანა 140$-იან HDD-ს? მაქსიმუმ 320 1TB ყოფილა..
George Posted November 15, 2011 Posted November 15, 2011 Western Digital Scorpio Blue WD10JPVT მობილური ტერაბაიტის აბზორი http://www.3dnews.ru/storage/619514/ ისე ზუსტათ 140 ლარი მივეცი ჩემ 1 ტერაბაიტიან სამსუნგის F3-ში და ახლოსაც ვერ იდგება ალბათ ეს მაგასთან პერფორმანსით და უფრო ადრეც გაუბერავს ალბათ
lomsa Posted November 15, 2011 Posted November 15, 2011 ძვირი იმიტომაა რო დაიტბორა ქარხნები. გაიაფდება ალბათ
ჯამბო Posted November 15, 2011 Posted November 15, 2011 ნოუთბუქის/ნეთბუქისაა ხალხნო ეს და ფასიც და წარმადობაც რო განსხვავდება 3.5"-იანისგან რა გიკვირთ :D
George Posted November 15, 2011 Posted November 15, 2011 არაფერიც არ მიკვირს უბრალოთ რამხელა სხვაობაა ფასი-წარმადობაში მაგის მაგალითი მოვიყვანე
ბექა Posted November 15, 2011 Posted November 15, 2011 ნოუთბუქის/ნეთბუქისაა ხალხნო ეს და ფასიც და წარმადობაც რო განსხვავდება 3.5"-იანისგან რა გიკვირთ +1 და ტერაბაიტიანია
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now