Jump to content

Recommended Posts

Posted

12,5 მმ სისქის მქონე, Scorpio Blue მყარი დისკის გამოშვებიდან ორი წლის შემდეგ, კომპანია Western Digital-მა განაცხადა იმავე სერიის და ანალოგიური ტევადობის HDD-ის გაყიდვების დაწყების შესახებ, მხოლოდ ამჯერად აღნიშნული მახასიათებელი 9,5 მმ იქნება. საფირმო ნომენკლატურის მიხედვით, ნაწარმი აღინიშნება როგორც WD10JPVT, ხოლო მისი გამოყენების სფეროს კი წარმოადგენს თხელი და ულტრა-თხელი ნოუთ-ნეტბუქები.

5019d8795cd0e07c6738d8a63a35533f.jpg

ახალი პროდუქტის მახასიათებლები, საკმაოდ სტანდარტულია მობილურ კომპიუტერებში გამოყენებულ მყარი დისკებისთვის: კეშ-მეხსიერების ოდენობა 8 მბ-ია, შპინდელის სისწრაფე - 5400 ბრ/წთ-ში, ინტერფეისი კი - SATA 3 გბიტ/წმ. მას გააჩნია საფირმო ტექნოლოგია SecurePark და ShockGuard-ის მხარდაჭერა, რომლებიც შესაბამისად, ასრულებენ ენერგომოხმარების დაზოგვისა და ფირფიტების დაცვას დარტყმებისაგან.

WD10JPVT-ს თან მოჰყვება მწარმოებლის სამწლიანი გარანტია. აშშ-ში მისი ღირებულება შეადგენს 140$-ს.

  • Upvote 3
Posted

ისადა 140$ ძვირი არ არი? და რამდენი ექნება მეხსიერება ამ სიფრიფანა 140$-იან HDD-ს?

Posted

ისადა 140$ ძვირი არ არი? და რამდენი ექნება მეხსიერება ამ სიფრიფანა 140$-იან HDD-ს?

მაქსიმუმ 320 :ugly_confused2:

1TB ყოფილა..

Posted

მაქსიმუმ 320 :ugly_confused2:

1TB ყოფილა..

ნამდვილად ძვირია !...

  • 3 months later...
Posted

Western Digital Scorpio Blue WD10JPVT მობილური ტერაბაიტის აბზორი http://www.3dnews.ru/storage/619514/ ისე ზუსტათ 140 ლარი მივეცი ჩემ 1 ტერაბაიტიან სამსუნგის F3-ში და ახლოსაც ვერ იდგება ალბათ ეს მაგასთან პერფორმანსით და უფრო ადრეც გაუბერავს ალბათ

Posted

ძვირი იმიტომაა რო დაიტბორა ქარხნები. გაიაფდება ალბათ

Posted

ნოუთბუქის/ნეთბუქისაა ხალხნო ეს და ფასიც და წარმადობაც რო განსხვავდება 3.5"-იანისგან რა გიკვირთ :D

Posted

არაფერიც არ მიკვირს უბრალოთ რამხელა სხვაობაა ფასი-წარმადობაში მაგის მაგალითი მოვიყვანე

Posted

ნოუთბუქის/ნეთბუქისაა ხალხნო ეს და ფასიც და წარმადობაც რო განსხვავდება 3.5"-იანისგან რა გიკვირთ :D

+1

და ტერაბაიტიანია

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.