Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია GeIL (Golden Emperor Industries Ltd.)-მა გამოუშვა დესქტოპ DDR3 მეხსიერების მოდულის ორი სერია - Enhance Corsa და Evo Corsa, რომლებიც ორიენტირებულნი არიან სათამაშო კომპიუტერებისათვის და შედგებიან 4-არხიანი ნაკრებებისაგან. სხვა სიტყვებით, მწარმოებელი ემზადება Sandy Bridge-E პროცესორებზე დაფუძნებულ სისტემების გამოსვლაზე. რა თქმა უნდა, აღნიშნული ტიპის კომპლექტის გამოყენება შესაძლებელია Dual-channel კონფიგურაციაშიც. გარდა ამისა, ახალ ხაზში შესულია 2-2 მოდულიანი 2-არხიანი ნაკრებები.

mmJozdyP.jpg

Evo Corsa სერია მოიცავს GOC34GB1866C9DC, GOC34GB2133C9DC, GOC38GB1866C9QC და GOC38GB2133C9QC კომპლექტებს. მათგან პირველი ორის ტევადობა 4 გბ-ია (2 გბ х 2), დანარჩენისა კი - 8 გბ (2 გბ х 4). პირველი და მესამე მუშაობენ 1866 მჰზ სიხშირეზე, მეორე და მეოთხე კი - 2133 მჰზ-ზე. კვების ძაბვა, ყველა შემთხვევაში 1.5 ვ-ია, ხოლო დაყოვნებები კი - CL9-10-9-28.

JAW6lsxp.jpg

Enhance Corsa-ში შევიდნენ GEC34GB1333C9DC, GEC34GB1600C9DC, GEC38GB1333C9QC და GEC38GB1600C9QC ნაკრებები. პირველი ორი 4, ხოლო დანარჩენი კი - 8 გბ ტევადობით. პირველი და მესამე ფუნქციონირებენ 1333 მჰზ-ზე და CL9-9-9-24 ტაიმინგებზე, II და IV კი - 1600 მჰზ-სა და CL9-9-9-28-ზე. ძაბვა აქაც 1,5 ვ გახლავთ. მწარმოებელმა შეამოწმა მოდულები მაღალ სიხშირეებზე მუშაობის შესაძლებლობაზე და მოახდინა შესაბამისი პარამეტრების ჩაწერა XMP პროფილებში. DDR3-1333 მოდულების გამოყენება დასაშვებია 1500, ხოლო DDR3-1600 კი - 1700 მჰზ-ზე.

ინფორმაცია პროდუქტების ღირებულებასა და გაყიდვების დაწყების თარიღის შესახებ, ჯერჯერობით არ ვრცელდება.

  • Upvote 4
Posted

მეორე და მეოთხე კი - 2133 მჰზ-ზე. კვების ძაბვა, ყველა შემთხვევაში 1.5 ვ-ია, ხოლო დაყოვნებები კი - CL9-10-9-28.

ჩემი G.skill-ებია ზუსტად ეგეთი

ნეტა რა ღირს?

Posted

ვერ გავიგე GOC38GB2133C9QC ეს კიტი 4 გიგაბაიტიანია CL9-10-9-28 დაიმინგებით?

Posted

ეგ კიტი 8 გბ-იანია, მაგ ტაიმინგებით

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.