X-treme user Posted July 19, 2011 Posted July 19, 2011 კომპანია GeIL (Golden Emperor Industries Ltd.)-მა გამოუშვა დესქტოპ DDR3 მეხსიერების მოდულის ორი სერია - Enhance Corsa და Evo Corsa, რომლებიც ორიენტირებულნი არიან სათამაშო კომპიუტერებისათვის და შედგებიან 4-არხიანი ნაკრებებისაგან. სხვა სიტყვებით, მწარმოებელი ემზადება Sandy Bridge-E პროცესორებზე დაფუძნებულ სისტემების გამოსვლაზე. რა თქმა უნდა, აღნიშნული ტიპის კომპლექტის გამოყენება შესაძლებელია Dual-channel კონფიგურაციაშიც. გარდა ამისა, ახალ ხაზში შესულია 2-2 მოდულიანი 2-არხიანი ნაკრებები. Evo Corsa სერია მოიცავს GOC34GB1866C9DC, GOC34GB2133C9DC, GOC38GB1866C9QC და GOC38GB2133C9QC კომპლექტებს. მათგან პირველი ორის ტევადობა 4 გბ-ია (2 გბ х 2), დანარჩენისა კი - 8 გბ (2 გბ х 4). პირველი და მესამე მუშაობენ 1866 მჰზ სიხშირეზე, მეორე და მეოთხე კი - 2133 მჰზ-ზე. კვების ძაბვა, ყველა შემთხვევაში 1.5 ვ-ია, ხოლო დაყოვნებები კი - CL9-10-9-28. Enhance Corsa-ში შევიდნენ GEC34GB1333C9DC, GEC34GB1600C9DC, GEC38GB1333C9QC და GEC38GB1600C9QC ნაკრებები. პირველი ორი 4, ხოლო დანარჩენი კი - 8 გბ ტევადობით. პირველი და მესამე ფუნქციონირებენ 1333 მჰზ-ზე და CL9-9-9-24 ტაიმინგებზე, II და IV კი - 1600 მჰზ-სა და CL9-9-9-28-ზე. ძაბვა აქაც 1,5 ვ გახლავთ. მწარმოებელმა შეამოწმა მოდულები მაღალ სიხშირეებზე მუშაობის შესაძლებლობაზე და მოახდინა შესაბამისი პარამეტრების ჩაწერა XMP პროფილებში. DDR3-1333 მოდულების გამოყენება დასაშვებია 1500, ხოლო DDR3-1600 კი - 1700 მჰზ-ზე. ინფორმაცია პროდუქტების ღირებულებასა და გაყიდვების დაწყების თარიღის შესახებ, ჯერჯერობით არ ვრცელდება. IXBT 4
სოსო Posted July 19, 2011 Posted July 19, 2011 მეორე და მეოთხე კი - 2133 მჰზ-ზე. კვების ძაბვა, ყველა შემთხვევაში 1.5 ვ-ია, ხოლო დაყოვნებები კი - CL9-10-9-28. ჩემი G.skill-ებია ზუსტად ეგეთი ნეტა რა ღირს?
fashisti Posted July 21, 2011 Posted July 21, 2011 ვერ გავიგე GOC38GB2133C9QC ეს კიტი 4 გიგაბაიტიანია CL9-10-9-28 დაიმინგებით?
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now