Jump to content

Recommended Posts

Posted

მოგესალმებით,

პრობლემა მაქვს ფიფასთან დაკავშირებით, ვერაფრით გავარკვიე რა ჭირს. მოკლედ რომ ვთქვა, თამაშის დროს ჭედავს, მაგრამ საქმე ისაა, რომ 1 დღეს რომ ჭედავს მეორე დღეს რომ ჩავრთო შეიძლება აღარ გაჭედოს და ჩვეულებრივად ვითამაშო. მემგონი ტემპერატურის ბრალი არ უნდა იყოს, არც ვიდეო და არც cpu 80 გრადუსს არ ცდება (მემგონი არაა ბევრი). mse მიყენია და ვირუსზეც შევამოწმე. ის მონაცემები მაქ რაც პროფილში წერია, იქნებ დამეხმაროთ.

hixk8i476xqeh7lavnzj.jpg

ამ კონფიგურაციით ვთამაშობ

Posted

80 გრადუსი ბევრია, ისედაც მაგ სისტემით მაგ რეზოლუციაზე აწეული გრაფიკით კომფორული FPS არამგონია გქონდეს (თან ფეხბურთში იგრძნობა ხოლმე უფრო ჭედვები როცა 60-ზე დაბალი გაქვს FPS ვიდრე სხვა თამაშებში)

Posted

80 გრადუსი ? ბევრია აბა რა არის ?

არაა გასაკვირი რომ გაჭედოს მაგის გამო

აბა სცადე და MSAA დააყენე OFF ზე და მერე თუ კიდევ გაჭედავს

Posted

ჩემი ეხლა იდლეზე 60 გრადუსზეა მაგრამ ფიფას რო ვრთავ 70-მდეც არ ადის, და თითქმის მეც შენნაირი სისტემა მაქვს და ხანდახან ჩემთანაც აქვს ოდნავ ფპს ვარდნა მაგრამ ძირითადად 60-ზეა სულ და დიდად არ მაწუხებს რა :)

Posted

ქულერი მოხსენი CPU-ს და თერმოპასტა შეუცვალე, ან შეაცვლევინე ვინმეს შენ თU ვერ მოახერხებ

მინიმუმ 15-20 გრადუსს მოგცემს სხვაობას, თუ ქულერი სხვა მხრივ წესრიგშია რა თქმა უნდა და ნორმალურად ტრიალებს ფენი

მაგხელა ტემპერატურაზე არცაა გასაკვირი რომ დაბალი წარმადობა ექნება CPU-ს

Posted

კი, თერმოპასტა წასასმელია მაგრამ ვერ მოვიცალე საყიდლად. ყველაზე მეტად ის მაფიქრებს რომ ერთ დღეს ნორმალურად ვთამაშობ და მეორე დღეს შეიძლება გაჭედოს, დავიჯერო ამინდი აძლევს ამხელა სხვაობას რომ ჭედავს? იქნებ მოვიცალო და ვიყიდო თერმოპასტა, რომელს მირჩევდით? ვიდეოსაც წავუსმევ ისედაც ცხელი გამომადგა და დამატებითი ქულერით ვაგრილებ. იმედია ეშველება რამე

Posted

კი, თერმოპასტა წასასმელია მაგრამ ვერ მოვიცალე საყიდლად. ყველაზე მეტად ის მაფიქრებს რომ ერთ დღეს ნორმალურად ვთამაშობ და მეორე დღეს შეიძლება გაჭედოს, დავიჯერო ამინდი აძლევს ამხელა სხვაობას რომ ჭედავს? იქნებ მოვიცალო და ვიყიდო თერმოპასტა, რომელს მირჩევდით? ვიდეოსაც წავუსმევ ისედაც ცხელი გამომადგა და დამატებითი ქულერით ვაგრილებ. იმედია ეშველება რამე

კი როცა წვიმაა FPS იბრიდება ხოლმე ,თოვლზეც ეგრეა

Posted

გმადლობთ ყველას დახმარებისთვის, დრო არ მქონდა თერმო პასტის საყიდლად და მეგობრის რჩევით წავუსვი კბილის პასტა (შეგნებულად არ ვასახლებ რომელი, რეკლამაში რომ არ ჩამეთვალოს) და დაახლოებით 15 გრადუსით დააკლო დატვირთულზე პროცესორს ტემპერატურა, 65ს აღარ ცდება

Posted

ეგ მალევე უნდა შეცვალო ხო იცი

მალე შრება

Posted

ხო აბა კბილის პასტას ჩემი მტერიენდოს, პრობლემის უცებ მოგვარებისთვის წავა რა, თან ვიდეოსაც მინდა წავუსვა და ნორმალურს ვიყიდი

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.