Popular Post Nikki Posted July 15, 2011 Popular Post Posted July 15, 2011 მას შემდეგ, რაც 2006 წელს ვაშლი გადავიდა intel-ის პროცესორებზე,ჩვენ უმტკივნეულოდ შეგვიძლია დავაყენოთ windows ნებისმიერ მაკის კომპიუტერზე. აპლიკაციები მშვენივრად მუშაობს მასზე, თუმცა გასაშვებად გჭირდებათ დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფა და მაკი intel-ის პროცესორითა და Mac OS X v10.4.6 ან უფრო მაღალი ვერსიის ოპერაციული სისტემით, რისი ნახვაც შესძლებელია განყოფილებაში “about this mac” . windows-ის mac-ზე დასაყენებლად გამოიყენება 2 ხერხი, ესენია: 1. Boot Camp-ის მეშვეობით, რა დროსაც პროცესორი 100%ით ეძღვნება windows-ს და მის აპლიკაციებს, ხოლო მაკის ოპერაციულ სისტემაზე გადასასვლელად გჭირდებათ რესტარტი; განვიხილოთ ნაბიჯ-ნაბიჯ: Step 1. Boot Camp Assistant-ის გაშვება, თავდაპირველად შევდივართ განყოფილებაში Applications, შემდეგ Utilities და შემდგომ Boot Camp Assistant! მისი გაშვების შემდგომ გაიხსნება ფანჯარა, რომელზეც განსაზღვრავთ მეხსიერების რა ნაწილი მიაკუთვნოთ windows-ს და რა ნაწილი მაკს, გამოიყურება ასე : გაყოფთ სასურველ ორ ნაწილად და შემდგომ აწვებით Partition-ს : როდესაც მორჩება Partition-ის გამოყოფას გაიხსნება ასეთი ფანჯარა: აქ უკვე ვდებთ windows-ის საინსტალაციო დისკს, ვაწვებით - Start Instalation, მაკი დარესტარტდება და გაუშვებთ windows-ს ინსტალაციაზე; Step 2: Windows-ის ინსტალაცია: ვუშვებთ საინსტალაციოს დისკიდან, ვუთითებთ ენას, ვეთანხმებით ლიცენზიას და შემდგომ Setup Customization: როდესაც გამოვა ფანჯარა Where to instal Windows, ვუთითებთ Partition BOOTCAMP; შემდგომ ვაკლიკებთ Drive Options (Advanced) , ვაჭერთ Format -ს და ახლა partition გვაქვს უკვე NTFS ფორმატში; შემდგომ აჭერთ Next-ს და იწყება ინსტალაცია; Step 3: Boot Camp დრაივერების ინსტალაცია: ყველა მაკს მოყვება თავისი საინსტალაციო დისკი, სადაც ჩაწერილია Windows-ის დრაივერები, ვდებთ ამ დისკს, ვხსნით საქაღალდე BootCamp-ს და Setup.exe ფაილს ვუშვებთ ინსტალაციაზე. იმ შემთხვევაში თუ არ გვაქვს დრაივერების დისკი, ვიწერთ შემდეგი ლინკიდან: Windows XP Drivers Windows 7 32bit Windows 7 64 bitვარესტარტებთ და ვუშვებთ Update Wizard Boot Camp 3.1. ; Step 3: რომელი ოპერაციული სისტემა ვაქციოთ ძირითადად: windows-ის ინსტალაციის შემდგომ იგი იქცევა ძირითად ოპერაციულ სისტემად და მაკზე გადასართავად ჩატვირთვის დროს უნდა დავაჭიროთ ღილაკს: Alt, შემდეგ გავაკეთოთ არჩევანი ამ ორს შორის. თუ გნებავთ, რომ მაკი დააბრუნოთ ძირითად ოპერაციულ სისტემად და ჩართვისას მითითების გარეშე ავტომატურად ეს უკანასკნელი ჩაიტვირთოს Windows 7-ის Taskbar-ის მარჯვენა მხარეს დაინახავთ პატარა კუბისებრ icons, BootCamps-ს, მარჯვენა კლიკით ვირჩევთ “Control Panel Boot Camp.”-ს (რომელიც მონიშნავს Mac OS X-ს როგორც ძირითად ოპერაციულ სისტემას) ვარესტარტებთ და ყოველი ჩართვისას მაკი გაეშვება ავტომატურად, ხოლო თუ გვინდა windows-ის გაშვება ვაჭერთ Alt-ს და შემდგომ Windows7-ს ვირჩევთ. ესეც ვიდეო: 2.რაც შეეხება მეორე ხერხს, ეს არის Virtual machine, რაც გაძლევთ საშუალებას ერთდროულად გაუშვათ თქვენი Max OS X ოპერაციული სისტემა და Windows. შეგიძლიათ გადართოთ მათ შორის ისევე მარტივად, როგორც მაკის პროგრამებს შორის გადართვას ახდენთ. არსებობს რამოდენიმე პროგრამა რომელიც გვაძლევს ამის საშუალებას. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია VMare Fusion (http://www.vmware.com/products/fusion) და Parallels Desktop (http://www.parallels...roducts/desktop). ამ პროგრამებიდან ნებისმიერის ინსტალაციის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ ნებისმიერი რაოდენობის ოპერაციული სისტემა, იქნება ეს ლინუქსი, ვინდოუსი თუ სხვ. ვირტუალური მანქანა მუშაობს პირდაპირ Mac OS–დან პარალელურად, ანუ შესაძლებელია ორივე სისტემაში ერთდროულად იყოთ ჩატვირთული რაც უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა. ასევე შესაძლებელია ორივე სისტემა ინტეგრირებული იყოს ერთმანეთში Unity Mode–ის ჩართვის შემდეგ. შედეგად ვიღებთ პრაქტიკულად ერთ სისტემას რომელსაც შეუძლია როგორც Mac–ის ასევე Windows–ის ფაილებთან მუშაობა. VMare-ს უარყოფით მხარე არის ის, რომ იგი კომპიუტერის რესურსებს იყოფს მაკის ოპერაციულ სისტემასთან, შესაბამისად მეტს საჭიროებს (RAM, პროცესორის ნაკადი, სისწრაფე და ა.შ), ამასთან არასრულფასოვნად მუშაობს ორივე ოპერაციული სისტემა, ზოგი პროგი ჭედავს Windows-ში განსაკუთრებით (პირადი გამოცდილება) ესეც ტუტორიალი: მარად თქვენი ნიკკი :bow: 19 Quote
OverDozeD Posted July 15, 2011 Posted July 15, 2011 Nice job Nikita! ერთი დამატება: VM-დან საკმაოდ დიდი რესურსები სჭირდება კომპს, პირველ რიგში RAM, მერე პროცესორის ნაკადი და სწრაფი მყარი დისკი, გარდა ამისა თვითონ მაკიც არასრუფასოვნად მუშაობს. p.s. მე არაფერში მჭირდება, მაგრამ მაინც სასარგებლო თემაა :D Quote
Nikki Posted July 15, 2011 Author Posted July 15, 2011 Nice job Nikita! ერთი დამატება: VM-დან საკმაოდ დიდი რესურსები სჭირდება კომპს, პირველ რიგში RAM, მერე პროცესორის ნაკადი და სწრაფი მყარი დისკი, გარდა ამისა თვითონ მაკიც არასრუფასოვნად მუშაობს. p.s. მე არაფერში მჭირდება, მაგრამ მაინც სასარგებლო თემაა ჩავამატე :rolleyes: 2 1 Quote
L1nux Posted July 15, 2011 Posted July 15, 2011 :thumbsup: სადაა მაკი თორე კი გამოვიყენებდი :)P :D Quote
Razer Posted July 15, 2011 Posted July 15, 2011 რა მარაზმია ნიკი შენ კაი ხარ , მაგრამ მაინც მარაზმია ამის გაკეთება Quote
OverDozeD Posted July 15, 2011 Posted July 15, 2011 ისე MAC on PC-ც საინტერესო იქნებოდა თუ პირიქით? :D Quote
სოსო Posted July 15, 2011 Posted July 15, 2011 თუ პირიქით? როგორ პირიქით თქვენ უბერავთ? პირიქით ეს არ არის?! ვინდოუსი მაკზე :) Quote
OverDozeD Posted July 15, 2011 Posted July 15, 2011 როგორ პირიქით თქვენ უბერავთ? პირიქით ეს არ არის?! ვინდოუსი მაკზე ხო გამოდის რომ მე ვუბერავ :D Quote
Nikki Posted July 15, 2011 Author Posted July 15, 2011 რა მარაზმია ნიკი შენ კაი ხარ , მაგრამ მაინც მარაზმია ამის გაკეთება მარაზმი რომ არის იმიტომ არ ვიმეტებ საკუთარ ლეპს დაჟე არც L2ის ხათრით... ისე MAC on PC-ც საინტერესო იქნებოდა მაგის გამოცდილება არმაქვს, განსხვავებით ამისგან, მაგრამ დავწერ, NO Prob, უბრალოდ ერთი დღე მინდა, რომ მოვსინჯო და დავაყენო სახლში, ვიცოდე მაინც რაზე ვწერ :lol: 2 Quote
Nikki Posted July 15, 2011 Author Posted July 15, 2011 ვოთერმარკები რომ გაგვეკეთებინდა სჯობდა. ეგ ჩემ ენაზე მითხარი ეხლა :rolleyes: 2 Quote
ბექა Posted July 15, 2011 Posted July 15, 2011 ეგ ჩემ ენაზე მითხარი ეხლა სურათებს დავაწეროთ OC.ge მომე სკუპეში და ... Quote
gio_kiborg Posted July 16, 2011 Posted July 16, 2011 კარგია, ესენი არ არის დრაივერები Win7-ისთვის?: Boot Camp Software Update 3.1 for Windows 32 bit Boot Camp Software Update 3.2 for Windows 64 bit Quote
Nikki Posted July 16, 2011 Author Posted July 16, 2011 კარგია, ესენი არ არის დრაივერები Win7-ისთვის?: Boot Camp Software Update 3.1 for Windows 32 bit Boot Camp Software Update 3.2 for Windows 64 bit მადლობა ჩავამატებ :P 2 Quote
სოსო Posted July 16, 2011 Posted July 16, 2011 ჩავასწორე პორტალზეც ეს watermark-ი ჩვენი საიტის ლოგოთი ძალიან მომწონს :) 1 Quote
ბექა Posted July 16, 2011 Posted July 16, 2011 ჩავასწორე პორტალზეც ეს watermark-ი ჩვენი საიტის ლოგოთი ძალიან მომწონს აი მანდ რამდენიმე ცუდად ჩანს სურათის ფორმატის გამო გამოვიდა მასე მგონი Quote
OverDozeD Posted July 16, 2011 Posted July 16, 2011 ჩავასწორე პორტალზეც ეს watermark-ი ჩვენი საიტის ლოგოთი ძალიან მომწონს ცოტა კიდევ დავხვეწავ და "იქ" ეგ მინდა რომ იყოს.. "იქ" :D Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.