Jump to content

Recommended Posts

Posted

როდესაც ნიჭიერი დიზაინერი მუშაობს მინიმალიზმის ჟანრში, შედეგი ზოგჯერ მართლაც რომ შთამბეჭდავი გამოდის. ამის ნათელი მაგალითი გახლავთ ჰირონაო ცუბოის (Hironao Tsuboi) ქმნილება, რომელიც მან შეასრულა კომპანია British American Tobacco-ს ბრენდ Kent-ისათვის. უნდა ვივარაუდოთ, რომ ახლო მომავალში ეს სათამაშო სერიულ წარმოებაშიც ჩაეშვება და დარიგებულ იქნება სხვადასხვა პრომო-აქციებზე.

06377b86e7c824f157d382afe37b2c65.jpg

82ae011149455a96539104a5319a9191.jpg

გაჯეტ Vol-ის იდეა, მისივე მსგავსად, საკმაოდ მარტივია: ეს გახლავთ მობილური დინამიკი, რომელიც შესრულებულია ხმის რეგულატორის სახით, რომელიც თავის მხრივ, სულაც არ ასრულებს დეკორატიულ ფუნქციას, ის სრულადფუნქციონალური მართვის ელემენტია. აგრეთვე უნდა აღინიშნოს მისი კომპაქტური ზომები, მოწყობილობა ადვილად თავსდება ჯიბეში, რითაც ის მუდამ მფლობელთან ერთად იქნება. დიამეტრი შეადგენს 56, სიმაღლე კი 35 მმ-ს, ხოლო კორპუსი კი მზადდება ალუმინისაგან. გარდა ამისა, მის აღჭურვილობაში შედის ინტეგრირებული აკუმულატორი, რომლის დამუხტვაც ხდება USB-ის მეშვეობით. ჯერჯერობით, ეს მხოლოდ კონცეპტია, რომელსაც გააჩნია რეალურ პროდუქტად გარდასახვის ყველა შანსი.

7505ad97b6d2a45a7c93f2038ef9bd79.jpg

1c279a61600217ea9cbab1354dd7516a.jpg

  • Upvote 3
Posted

როგორც წესი, დიზაინს არ ვაქცევ ხოლმე ყურადღებას, მაგრამ ეს ძალიან მომეწონა. განსაკუთრებით ლურჯი. მადლობა ავტორს!

Posted

კარგი ინფოა.მომეწონა.მადლობა ავტორს ინფოსთვის

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.