Jump to content

Recommended Posts

Posted

მოგესალმებით ყველას, 2 თვეა კომპიუტერი ჩართვისას ერთხელ დაიწრიპინებს და რაღაც შეტყობინებას მიგდებს, თვითონ კომპიუტერის მუშაობას ხელს არ უშლიდა და ყურადღებასაც არ ვაქცევდი, იქნებ თავისით გაუაროს მეთქი :xelitavi:. დღეს გადავწყვიტე გამერკვია რა უჭირს, მაგრამ უშედეგოდ :( .

ესეიგი, ჯერ სქრინები

ამ შეტყონინებას მიგდებს ჩართვისას (მხოლოდ ჩართვისას, რესტარტის დროს ყველაფერი წესრიგშია)

ryrdp.jpg

ეს რესტარტის დროს (პრინციპში ჩართვის რდოსაც ესე უნდა იყოს წესით)

a7frv.jpg

ესეიგი მე რა გავაკეთე:

  • ოპერები სათითაოდ სლოტებში ვატასავე - არ უშველა
  • ბიოსი გავანულე - არ უშველა.
  • ბიოსი გადავფლეშე - არ უშველა.
  • კეისი მთლიანად დავშალე, გავწმინდე, ავაწყე - არ უშველა

დავგუგლე, მაგრამ ამაზე იმფო ვერ ვნახე. ხო კიდე, კომპიუტერში არაფერი ჩამიმატებია და არც ამომიღია.

მოკლეთ თქვენი იმედი მაქ, თქვენ უფრო გარკვეულები ხართ ესეთ საკითხებში, იქნებ გავარკვიოთ რა უჭირს :bow:

Posted

ის, რაც შენ შემოხაზე, არის ელემენტარული - პროცესორის მოდელი, პარამეტრები და ოპერატიული მეხსიერების სიდიდე. რესტარტზე არც ჩემთან აგდებს მაგას და ჩემი აზრით საგანგაშოც არაფერი გაქვს.

Posted

ის, რაც შენ შემოხაზე, არის ელემენტარული - პროცესორის მოდელი, პარამეტრები და ოპერატიული მეხსიერების სიდიდე. რესტარტზე არც ჩემთან აგდებს მაგას და ჩემი აზრით საგანგაშოც არაფერი გაქვს.

კი მეც ვხვდები რომ საგანგაშო არაფერია, ცუდი რამე რომ სჭირდეს კომპიუტერს მუშაობაში დაეტყობოდა, მაგრამ ადრე ამ შეტყობინებას არ მიგდებდა და რაღაც მიზეზი ხომ უნდა იყოს რის გამოც გამოაქ ეგ შეტყობინება?

Posted

რაც კი კომპები მქონდა, ყველგან მიგდებდა მაგას და მე ის უფრო მეჩვენება არაბუნებრივად, რომ ეგეთი შეტყობინება არ გამოიტანოს... მოვა უფრო ჩახედული ხალხი და იტყვის რამეს.

Posted

მეტი პრობლემა არ შექმონდეს შენ კომპ'ს :xelitavi:

Posted

არაფერი არ უჭირს ეგ არის ე.წ. POST Screen, მაგ დროს ეკრანზე გამოდის კომპიუტერის ძირითადი მახასიათებლები, პროცესორის ტიპი, რომელ აიდი/სატა არხზე რა მოწყობილობა ზის ბიოსის რომელი ვერსია აყენია და ა.შ. თუ რაიმე პრობლემა აქვს მაშინ უნდა დაგიწეროს ჩართვისას და F1 ღილაკს უნდა დააჭირო რომ გააგრძელოს ჩატვირთვა, მაგრამ შენს შემთხვევაში არაფერი ასეთი არ ხდება, ამიტომ სანერვიულო არაფერი გაქვს. რესტარტის შემდეგ ხანდახან პროცესორის ტიპს აღარ აჩვენებს, და შენს შემთხვევაშიც ასეა. ყველაფერი ნორმის ფაგლებშია რაა არაფერზე არ ინერვიულო მოკლედ. :)

Posted

ვა რა საინტერესოა, ისე შეიძლება ბიოსიდან მაგის გათიშვა? ადრე ხშირად დავბოდიალობდი ბოისში, ინებ მე გავთიშე ეგ და მაგიტომ არ გამოქონდა შეტყობინება, მერე დავადეფაულტე და ისევ დაიწყო :xeli:

Posted (edited)

ჩემი კომპიც და დარწმუნებული ვარ ყველას კომპი თავიდან ჩართვისას წრიპინებს და მაგას წერს :D

ეხლა დავტესტე, და რესტარტზე არ დაუწრიპინებია. ასე რომ ეგრე უნდა ქნას :D იმისი უნდა შეგეშინდეს რო არ დაიწრიპინოს ;)

Edited by Razer
Posted

ვა რა საინტერესოა, ისე შეიძლება ბიოსიდან მაგის გათიშვა? ადრე ხშირად დავბოდიალობდი ბოისში, ინებ მე გავთიშე ეგ და მაგიტომ არ გამოქონდა შეტყობინება, მერე დავადეფაულტე და ისევ დაიწყო :xeli:

მაგის გათიშვა არ შეიძლება და ვერც გათიშავ, მაგ დროს უხეშად რომ ვთქვათ მაზერის ბიოსი ამოწმებს კომპიუტერს რამე ხომ არ ჭირს და მზად არის თუ არა ოპერაციული სისტემის გასაშვებად. ადრე ალბათ უბრალოდ კომპანიის ლოგო გამოჰქონდა და მაგიტომ ვერ ხედავდი მაგას, თორე მაშინაც შვებოდა ეგრე. შეგიძლია ბიოსიდან მიუთითო რომ უბრალოდ შავ ფონზე არ გამოიტანოს თეთრი ლოგოები ეს პუნქტია ზოგ ბიოსში Full Screen Logo Display ან რამე ეგრე და უბრალოდ ნახატს გამოიტანს კომპანიის ლოგოს, თორე მაგ პროცესს ისევ ჩვეულებრივ გაივლის რაა ოღონდ შენ მხოლოდ კომპანიის ლოგოს დაინახავ, მოკლედ მაგ ფუნქციას ვერ დაუშლი კომპს. :)

ვახ ეხლა დაუფიქრდი და მართალი ხარ :xelitavi: , ადრე მთლიან ეკდანზე გამოქონდა ლოგო რაღაც საშინელი ხარისხით, მერე მე ბიოსიდან გავთიშე ლოგოს ჩვენება, მაგის შემდეგ დაიწყო მაგ წარწერის გამოტანა და ვიფიქრე რაღაცამ აურია თქო.

დიდი მადლობა ვინც თემას გამოეხმაურა, ყველაფერი გაირკვა

მოდერ შეგიძლია დახურო თემა :bow:

Posted

ვხურავ, მე გათიშული მაქვს ეგ, ანუ არ წერს არაფერს, თორე მასე 5-6 წამით მეტი დრო ჭირდებოდა დაბუტვას სანამ მაგ პოსტს გაივლიდა, კვიკ რეჟიმზე თუ რაღაცაზე უნდა დააყენო ბიოსიდან და აღარ წერს არაფერს პირდაპირ იბუტება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.