Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Pioneer-მა წარმოადგინა ორი აკუსტიკური PC სისტემა. მოდელი S-MM301 ორარხიანია, ხოლო S-MM751RU კი, შესრულებულია 2.1 სქემის მიხედვით. პირველ მათგანი გამოირჩევა კომპაქტური გაბარიტებით და იკვებება USB პორტიდან, რითაც მისი პოზიციონირება შეიძლება მობილურ კომპიუტერთან ერთად. მწარმოებლის სიტყვებით, ამ პროდუქტის სპიკერები საშუალო სმარტფონის ზომისაა და ის ადვილად თავსდება სამგზავრო ან ნოუთბუქის ჩანთაში. როგორც იუწყებიან, სამმაგი სპირალური რგოლის მქონე გამომსხივებლების გამოყენებით, მიიღწევა 'განსაკუთრებულად სუფთა, დინამიური ჟღერადობა ხმის ისეთი დონით, რომელსაც ამგვარი კვების ტიპის სხვა ნაწარმები ვერ უზრუნველყოფენ'. S-MM301 დინამიკები დაცულნი არიან მეტალის ბადეებით, ხოლო მართვის ინტეგრირებული საშუალებებით, ხდება ხმის რეგულირება და დროებით მისი სრულიად დახშობა.

b8e7b8184619c31e6d38d65cbd42eb29.jpg

S-MM751RU მოდელი გამოდგება საოფისე ან სახლის კომპიუტერისათვის. მის შემადგენლობაში შედის 10 + 10 ვ სიმძლავრის სტერეოწყვილი და 20 ვ-იანი გამომსხივებელი. მის თავისებურებად, მწარმოებელი ასახელებს MAXX Bass Dynamic Sound ტექნოლოგიას, რომლის მეშვეობით უმჯობესდება დაბალ სიხშირეთა გადაცემის ხარისხი - ციფრული დამუშავების ხარჯზე (DSP Bass Enhancement).

711f1fa6d876bbfc1b05fc4ca0739e5e.jpg

საინტერესოა აგრეთვე შაიბის მოყვანილობის მქონე, დისტანციური მართვის კაბელის პულტი. ის იძლევა როგორც ხმის რეგულირების, ასევე ამ პროცესის კონტროლის შესაძლებობასაც (ბრძანებები, პაუზა და წინ/უკან გადახვევა). გარდა ამისა, მის კორპუსში მოთავსებულია SD ფორმატის მეხსიერების ბარათების სლოტი, USB და ხაზის შესასვლელის პორტი. ხსნად ან USB-ინტერფეისის მქონე მყარ დისკზე არსებული ჩანაწერების დასაკვრელად და გარე წყაროდან მომდინარე სიგნალის გასაძლიერებლად, სულაც არ არის აუცილებელი კომპიუტერის ჩართვა (მხარდაჭერილია WMA და MP3 ფორმატები).

Pioneer S-MM301-ის ღირებულება გახლავთ 49, ხოლო S-MM751RU-ისა კი — 129$. აშშ-ში გაყიდვები უკვე დაწყებულია.

  • Upvote 3
Posted

ჩემი საყვარელი ბრენდია :miyvarxar:

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.