OverDozeD Posted June 24, 2011 Posted June 24, 2011 იაპონურმა კომპანია Fujitsu-მ გადაწყვიტა შეუერთდეს ტაბლეტური ფორმ-ფაქტორის კომპიუტერების ბუმს და გამოუშვა 10.1 დიუმიანი 4 way multitouch და LED ტექნოლოგიის მქონე ეკრანიანი "აბი-გლუკოზა" სახელად STYLISTIC Q550. ეს მოწყობილობა აღჭურვილი იქნება SSD-ს ტიპის შემნახველით და სტანდარუტულად გამოვა Windows 7 professional ოპერაციული სისტემით, რაც დამეთანხმებით სერიოზული განაცხადია მსგავსი ტიპის კომპიუტერისათვის. მიუხედავად იმისა, რომ Fujitsu-მ ჯერ კიდევ აპრილში დააანონსა ამ ტაბლეტის გამოშვება საწყის ეტაპზე დეგეგმილია მხოლოდ WiFi მოდელების გამოშვება, თუმცა მათ ივლისში 3G მოდელებიც ამოუდგებიან მხარში. ბრიტანეთის ბაზარზე უკვე შესაძლებელია 3G+WiFi მოდელის შეძენა. STYLISTIC Q550-ის ძრავი იქნება Intel Atom 1.5 GHz, რომელიც იმედს ამყარებს 2gb DDR2 ტიპის ოპერატიულ მეხსიერებაზე. დამატებითი უსაფრთხოების მექანიზმები, როგორიცაა თითის ანაბეჭდის ამომცნობი, smart card reader და SSD encrypter იაპონურ მწარმოებელს ბაზარზე საკუთარი ადგილის დაკავების საშუალებას აძლევს, მითუმეტეს რომ ფასი კონკურენტუნარიანია სრული წარმადობის პლანშეტებისთვის: Wifi მოდელის საწყისი ფასი ბრიტანეთში £749.00 შეადგენს, ხოლო 3G+Wifi - 859.00. სრული ტექნიკური მონაცემები და სხვადასხვა მოდიფიკაციები შეგიძლიათ იხილოთ აქ: SPECS: OS: Windows 7 Professional CPU: Intel Atom 1.5ghz (Oak Trail) Memory: 2gb DDR2 Screen: 10.1" matte IPS Resolution: 1280x800 Digitzer: N-trig Hard Drive: SSD (32 or 62gb) Camera: Front and Rear Wireless: N/Bluetooth Ports: HDMI, USB, Docking, Smartcard Extras: Fingerprint sensor, SD/SDHC slot, TPM, disk encryption Dimensions: 10.83"x7.56"x0.63" Weight: 1.68 lbs (2 cell) / 1.92 lbs (4 cell) Battery Life: 4 hours (2 cell), 8 hours (4 cell); but swappable battery! Cost: $729 (2 cell, 32gb SSD) / $824 (4 cell, 62gb SSD) p.s. პირადად ჩემთვის ეს იგივეა რაც ლეპტოპს მოაძრო კლავიატურა და დაუყენო სენსორული ეკრანი. 3
Barca Posted June 25, 2011 Posted June 25, 2011 Win 7 ზე კარგია ეს ტაბლეტი ,ალბათ მომავალში Win 8 ის დაყენებაც შესაძლებელი იქნება :thumbsup:
Barca Posted June 25, 2011 Posted June 25, 2011 არ მევასებიან ეს ტაბლეტები. არც მე ,Ipad 2 ის გარდა ,იმას Smart Cover იც აქვს :D
სოსო Posted June 30, 2011 Posted June 30, 2011 ტაბლეტებს თავისი მუღამი აქვთ თან მაგარი მაგრამ გარშემო wifi თუ არ გაქვს ჩათვალე ნახევარ სიამოვნებასაც ვერ იღებ
Machete Posted June 30, 2011 Posted June 30, 2011 გარშემო wifi კარგი მეზობელი უნდა მაგას Ipad ლიდერია ამ რაღაცეებში :thumbsup:
Machete Posted June 30, 2011 Posted June 30, 2011 (edited) მარტივი მენიუ ,პრაქტიკული,დახვეწილი სენსორი,განსხვავებული. ეგ Win 7 ლეპტოპზეც იდეალურად მუშაობს და სულაც არ იყო საჭირო სენსორულ დაფაზე გადატანა. ნუ მე ასე ვფიქობ ფასიც გაცილებით ძვირი ყოფილა ამ Fujitsu სი. ბევრია ესეთი სხვადასხვა ფირმის :yes: Edited June 30, 2011 by Machete
Barca Posted July 2, 2011 Posted July 2, 2011 მარტივი მენიუ ,პრაქტიკული,დახვეწილი სენსორი,განსხვავებული. ეგ Win 7 ლეპტოპზეც იდეალურად მუშაობს და სულაც არ იყო საჭირო სენსორულ დაფაზე გადატანა. ნუ მე ასე ვფიქობ ფასიც გაცილებით ძვირი ყოფილა ამ Fujitsu სი. ბევრია ესეთი სხვადასხვა ფირმის ეგ რა შუაშია ? რამე OS ხომ უნდა ქონდეს ასეთ მოწყობილობებს ? ვინ 7 მშვენიერი ვარიანტია
lomsa Posted July 2, 2011 Posted July 2, 2011 ეგ რა შუაშია ? რამე OS ხომ უნდა ქონდეს ასეთ მოწყობილობებს ? ვინ 7 მშვენიერი ვარიანტია ტაბლეტზე ანდროიდი მირჩევნია :შ
Barca Posted July 2, 2011 Posted July 2, 2011 ტაბლეტზე ანდროიდი მირჩევნია :შ გააჩნია ტაბლეტს რისთვის იყენებ :chojinfc:
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now