Jump to content

Recommended Posts

Posted (edited)

9fb724a080c4.jpg

fc5cc5cd1307.jpg

და ერთი პრობლემა მაქვს: დაუტვირთავზე კომპიუტერი უხმაუროდ მუშაობს, მაგრამ როგორც კი Need For Speed most wanted-ს ჩავრთავ, ვიდეოკარტის ქულერი მაშინვე იწყებს ზუზუნს, თამაშის გამორთვის შემდეგ კი კვლავ წყნარდება.

Edited by tokkoo
Posted (edited)

HDD -სთვის 44 გრადუსი ცოტა არ იყოს ბევრია პროცესორის ტემპერატურაც ბევრია დაუტვირთავზე შეიძლება თერმოპასტა აქვს გამოსაცვლელი დამატებითი ქულერები დააყენე კეისსში ვიდეოს ტემპერატურას არაუშავს ცხელი ვიდეოებია ეგენი

Edited by Andgula
Posted

კი, თერმოსპასტა ნამდვილად გამოსაცვლელია, მაგრამ არ ვიცი სად ვიყიდო და თან რომელია ხარისხიანი

Posted

კომპიუტერულ მაღაზიებში იქნება თერმოპასტა Spire -ის აიღე ორი ლარი ღირს არც ისეთი ხარისხიანია მაგრამ თავის საქმეს აკეთებს თუ ხარისხიანი გინდა Arctic Cooling იყიდე 20 ლარი ღირს

Posted

დაახლოებით რამდენი ხანს გაძლებს ერთი წასმა?

Posted

არ ვიცი მე Spire -ის თერმოპასტას ვხმარობ სადღაც თვეში ერთხელ ვცვლი ხოლმე

Posted

კარგი, დიდი მადლობა

Posted

compi რომაა მაღაზია, საბურთალოს ალტას პირდაპირ, მანდ ჰქონდათ თუ არ ვცდები, 3 ლარი ღირდა. ერთი წასმა დაახლოებით ერთ წელიწადს მყოფნის პირადად მე. ვინჩესტერს ათლარიანი სპეციალური ქულერი დაუყენე და არ გექნება პრობლემა (ყურადღება მიაქციე, 25 გრადუსზე დაბლა არ შეიძლება ჩამოვიდეს მაგის ტემპერატურა!!!). ვიდეოდაფის ქულერი დაიწყებს სწრაფად ბრუნვას, ეგ არაფერი, თამაშისას მასე შვრება ჩემიც.

Posted

მე ვიდეოს ტემპერატურაც მეგონა მომატებული, ანუ ვიდეოკარტას არაფერი სჭირდება და არ აქვს მაღალი ტემპერატურა ხომ?

Posted

არა მაგი ვიცი, აი ეს სურათები დაუტვირთავზეა გადაღებული და დაუტვირთავზე 61 გრადუსი ბევრი ხომ არ არის?

Posted

მე რომ 8600 მქონდა ისიც ადიოდა 59-მდე დაუტვირთავზე. საილენტი ხომარაა? ანუ უქულერო ვერსია?

დატვირთულზე ნახე, რამე თამაში ჩართე და ჩაკეცე და ისე შეხედე ტემპერატურას. HWMonitor იმახსოვრებს მაქსიმალურ ტემპერატურებს.

Posted

კარგი შევამოწმებ დატვირთულზე

66-ზე ავიდა დატვირთულზე.

Posted

დაუტვირთავზე 61 და დატვირთულზე 66?.. ჰმმ... მანდ რაღაც ვერ არის ისე.

სხვები რას ფიქრობთ?

Posted

თამაშს კეცავ და მერე ნახულობ ტემპერატურას? ეგრე თუ აკეთებ მაგ დროს ყოველთვის იკლებს იმწამსვე ტემპერატურა.... აი თვითონ თამაშის დროს აკონტროლე ტემპერატურა... აი ეს პროგრამა დააყენე და კუთხეში გიჩვენებს შენი კარტის ტემპერატურას + ამას მაგ პროგრამით ფანსაც აუწევ და შედარებით ძალიან არ გაცხელდება თუ რამე ვერ გაიგო... დაწერე და დაგეხმარები.. ;)

HWMonitor-ს რომ ჩართავ და თამაშს დაიწყებ, მაქსიმალურ ტემპერატურას მაინც ინახავს.

Posted

ხო მაშინ ეგ დააყენოს უფრო გაუადვილდება :rolleyes:

Posted

კარგი დავაყენებ მაგ პროგრამას და ვნახავ

Posted

HWmonitor-ით ვნახე კიდევ ერთხელ. თამაშის ჩართვის წინ ჩავრთე პროგრამა და დავტოვე, თამაშის გამორთვის მერე კი ვნახე, რომ მაქსიმალურზე 68 გრადუსი ეწერა.

Posted

დაუტვირთავზე ბევრია! თითქმის იგივე ტემპერატურა მე მაქვს ლეპტოპზე (დაუტვირთავზე)

აი სქრინი G73JH ჩემ თემაზე, მეც მქონდა ეგ პრობლემა.

მიშა გადახედე რა შენც. პატარა კითხვა მაქვს იქით ;)

Posted

ეგრეც ვიცოდი.... მიდი პასტა გამოუცვალე და ფანს აუწიე თამაშს სანამ დაიწყებ..... მაგ კარტაზე ახლობელს ქაუნთერის თამაშის დროს 80 გრადუსი ქონდა ტემპერატურა და ეხლაც ცოცხალია :xelitavi:

Posted

ანუ კარტას თავი დავანებო, მარტო თამაშის წინ აუწიო ფანს; შემდეგ პროცესორს Spire-ს თერმოპასტა წავუსვა და ვინჩესტერს ათლარიანი სპეციალური ქულერი მივუყენო

Posted

დაუტვირთავზე ბევრია! თითქმის იგივე ტემპერატურა მე მაქვს ლეპტოპზე (დაუტვირთავზე)

აი სქრინი G73JH ჩემ თემაზე, მეც მქონდა ეგ პრობლემა.

მიშა გადახედე რა შენც. პატარა კითხვა მაქვს იქით ;)

გადავხედე, მაგრამ კითხვა რაში მდგომარეობდა ვერ გავიგე :(

ანუ კარტას თავი დავანებო, მარტო თამაშის წინ აუწიო ფანს; შემდეგ პროცესორს Spire-ს თერმოპასტა წავუსვა და ვინჩესტერს ათლარიანი სპეციალური ქულერი მივუყენო

მე თუ მკითხავ, კეისში "ცხელა" შენთან და რატომ ცხელა ის უნდა გაარკვიო პირველ რიგში. რანაირი კეისია?

Posted

რანაირი კეისია?

სურათი გადავუღო?

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.