iliko1990 Posted June 13, 2011 Posted June 13, 2011 სულ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი,რომ GPS-ის გამოყენებას მიწისქვეშა ბირთვული აფეთქებების აღმოსაჩენად აპირებენ. ამ კვირაში უნდა გაიმართოს ბირთვული გამოცდების საყოველთაო აკრძალვის შეთანხმების ორგანიზაციის წევრების (CTBTO) სპეციალური შეხვედრა, რომელზეც ორგანიზაციასთან მჭიდრო თამაშრომლობაში მყოფი ამერიკელი მეცნიერები, ბირთვული გამოცდების მოთვალთვალე ახალ სისტემას წარმოადგენენ. მიუხედავად იმისა,რომ დეტექტივების უკვე არსებული მეთოდები,კერძოდ აკუსტიკური და სეისმური სენსორები,უმეტეს შემთხვევაში უპრობლემოდ არეგისტრირებენ ბირთვულ გამოცდებს, ისინი ყოველთვის ვერ უმკლავდებიან ამოცანას ნაღმის მიწისქვეშ ძალიან ღრმად ჩადების შემთხვევაში. პირველ რიგში, თვალთვალისთვის ახალი ზომები ჩრდილოეთ კორეის ბირთვული გამოცდეების წინააღმდეგ საბრძოლველადაა შემუშავებული, რომელიც დღეისათვის მსოფლიოს ერთადერთ ქვეყანად რჩება, რომელიც უგულებელჰყოფს დედამიწაზე, წყალში და ჰაერში ბირთვული გამოცდებზე მორატორიუმს. დეტექტირების მეთოდი იმაზეა დაფუძნებული, რომ მიწისქვეშ ძალიან ღრმად განხორციელებული ბირთვული აფეთქებაც კი მცირე ცვლილებებს იწვევს იონოსფეროში, რომლებსაც GPS სისტემა არეგისტრირებს. აღსანიშნავია, რომ სხვა არსებული საშუალებებით მსგავსი ცვლილებების აღმოჩენა შეუძლებელია. ფეთქების განსაზღვრისთვის სპეციალისტები სპეციალურ პროგრამულ ალგორითმებს ქმნიან, რომლებიც იონოსფეროში ელექტრონული სიმკვრივის მოულოდნელ ცვლილებებს არეგისტრირებენ და მათ სწორ ინტერპრეტაციას ახდენენ. წყარო: physorg.com 4
NEIRON Posted June 13, 2011 Posted June 13, 2011 მადლობთ ნიუსისთვის! კარგი რამ შეუქმნიათ,ნეჯეფს დაერხა!
iliko1990 Posted June 13, 2011 Author Posted June 13, 2011 მადლობთ ნიუსისთვის! არაფერს ნიკა კარგი რამ შეუქმნიათ,ნეჯეფს დაერხა! კი გეთანხმები :chojinfc:
MaKaRoV Posted June 17, 2011 Posted June 17, 2011 GPS-ს მიწოსქვეშა ბირთვული აფეთქებების აღმოსაჩენად გამოიყენებენ მოიცალეს რაა აუ სპოილერში რო ჩავსვა ნაწერი ეგ ფუნქცია არ აქ ჩემთან:)
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now