Jump to content

Recommended Posts

Posted

ერთი მეტად საინტერესო თემა ამოვიკითხე და მინდა თქვენც გაგანდოთ ძვირფასო ფორუმელებო

მაისის შუა რიცხვებში კომპანიამ D-Wave განაცხადა, რომ 128 კუბიტისგან ჩიპი შეიქმნა, რომელიც კვანტური მექანიკის კანონებით მუშაობს. ტექნოლოგიის ქმედუნარიანობასთან დაკავშირებული კრიტიკისა და ეჭვის მიუხედავად, დაინტერესებული მხარეც მოიძებნა, რომელიც მზადაა D-Wave-თან საკუთარი ძალები გააერთიანოს. ეს მხარე გახდა კორპორაცია Lockheed Martin, რომელმაც D-Wave-თან კონტრაქტზე მოაწერა ხელი უკანასკნელისგან კვანტური გამოთვლითი სისტემის შემუშავებასა და შემდგომში შესყიდვასთან დაკავშირებით.

quantumcomputer.jpg

D-Wave-ის პრეზიდენტმა ვერნ ბრაუნელმა (Vern Brownell) განაცხადა, რომ «D-Wave საკმაოდაა დაინტერესებული Lockheed Martin Corporation-თან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარებაში. ჩვენი გაერთიანებული ძალები საკმარის რესურსს უზრუნველყოფს ინოვაციების დასანერგად, რომლებიც დღევანდელი და ხვალინდელი დღის გამოთვლითი პრობლემების გადაწყვეტისთვისაა აუცილებელი. პარტნიორობა მნიშვნელოვნად გაზრდის კვანტური გამოთვლების პოტენციალს».

D-Wave-ში დარწმუნებულნი არიან, რომ კვანტური კომპიუტერები ფენომენალური მწარმოებლობის უზრუნველყოფას შესძლებენ მრავალ ამოცანაში, რომლებიც დღეისათვის უკვე წყდება ტრადიციული ტექნოლოგიების დახმარებით. მათ რიცხვს განეკუთვნება ფინანსური რისკების ანალიზი, გამოსახულებებზე ობიექტების ამოცნობა, ბიოინფორმატიკა, სამედიცინო ვიზუალიზაციის დამუშავება, «შეკუმშული განზომილებების» კონცეფციის გამოყენებით გამოთვლები და ა.შ.

წყარო: D-Wave

  • Upvote 2

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.