Jump to content

Recommended Posts

Posted

USB 3.0 და Thunderbolt-ს შორის რომელი სტანდარტი გახდება გამარჯვებული საბოლოო ჯამში, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ერთი რამ კი ცხადია: მწარმოებლები უშვებენ საკმაო რაოდენობის პერიფირიებს პირველი მათგანის მხარდაჭერით. მათ რიცხვს მიეკუთვნება უახლესი USB-ბრელოკი DataTraveler Ultimate 3.0 Generation 2, რომლებსაც Kingston-ი უწოდებს ყველაზე სწრაფ ფლეშ-ბარათებს.

მართალია, ახალი ნაწარმი ვერ დაიკვეხნის SSD-ს მსგავს მახასიათებლებზე, მაგრამ ანალოგიურ პროდუქტებთან შედარებით, მისი სიჩქარე მეტისმეტად მაღალია. ეს მაჩვენებლები შეადგემს 100 და 70 მბ/წმ-ს - ჩაწერა/წაკითხვის დროს შესაბამისად. ამ ნიშნულების მისაღწევად კი, მოწყობილობა უნდა დავუკავშიროთ SuperSpeed პორტს. ჩვეულებრივი, USB 2.0-თან მუშაობის შემთხვევაში, მივიღებთ მაქსიმუმ 30 მბ/წმ-ს - ორივე მხრიდან.

18a12ea7dbc846012c80a3b4e4711b27.jpg

სამწუხარო ის არის, რომ წარმადობის მაღალი დონე არ გახლავთ იაფი სიამოვნება. 16 გბ-იანი Kingston DataTraveler Ultimate 3.0 G2-ის ღირებულება 77$-ია, ხოლო 32 და 64 გბ-იანი მოდელებისა კი - 116 და 213$. ეს ცოტა არ არის, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ 64-გბ-იანი SSD-ს შეძენა 124$-ად არის შესაძლებელი.

  • Upvote 2
Posted

მე მგონი მაინც მისაღები ფასებია

მადლობთ ინფოსთვის :)

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.