Jump to content

Recommended Posts

Posted

სალამი მეგობრებო ვინდოუსი გადავაყენე და realtek audio console ში loudness equalization გაქრა.
control panel დანაც ვერ  ვრთავ.enhancement ტაბი საერთოდ გამქრალია. 
ვცადე დრაივერის წაშლა msi დან გადმოწერა ისედაც უნივერსალურის გადმოწერა მარა ვეღარაფრით გავაჩინე.რამე საშველი ხოარ იცით?

რეგედიტში რაღაცეების ჩამატება ვნახე რედიტზე მარა არც მაგან უშველა.
მაგის გარეშე ზოგ რაღაცას დაბალი ხმა აქ ზოგს მაღალი. ძაან კარგად ვიყენებდი

Posted

პს. პირველმა ვარიანტმა იმუშავა ნაწილობრივ. control panel ში გამოჩნდა loudness equalization მაგრამ audio console საერთოდ აღარ მუშაობსimage.png.f90b5f2f39dfc8131bc6f9664a2dd56e.png 

Posted

რეალტეკის საიტზე ესაა ბოლო ვერსია: https://www.realtek.com/Download/List?cate_id=593 შეიძლება ისევ მიკროსოფტის დრაივერები უბერავენ მაგის შემდეგ რაც გამოვიდა რაღაცას, აუდიო დრაივერების ძირფესვიანათ ამოშლა და ნოლიდან დაყენება ხდება driver fusion-ით https://treexy.com/products/driver-fusion/download/free/

Posted

ვაფშე ეს რეალტეკი მოაშორონ რა. რაღადროს ეგაა ტყუილა გვირთულებს ცხოვრებას. აქამდე ვინდოუსი აყენებდა ყველაფერს და ეხლა ბავშვობა გამახსენდა დრაივერებს რო დავსდევდით სათითაოდ.
რაღაც აბდაუბდა როჟაა. ადრე audio console ვერ დავაყენე ვერაფრით. თუ ვინდოუსმა არ გადაწყვიტა რო დაყენდეს ვერსაიდან ვერ იწერ.
მერე მეორედ გადავაყენე და დადგა თავისით. კაროჩე სირობაა მაგარი

Posted

მე რაც თავი მახსოვს კრეატივის კარტა მედგა, საკმაოთ უბრალო 5.1 სპიკერებზეც ნორმა ხმა ქონდა, მე მყოფნიდა, ეხლაც ეგ მიყენია, მგონი 20 წლის მანძილზე ფაქტიურათ მეორე კარტა მაქვს და პირველიც იმიტომ გამოვცვალე ახალ მაზერზე რომ არ ქონდა pci სლოტი, ეხლა pci-E კარტა მაქვს და ჯანზეა ჯერ 2009 წლის მოდელი ლოლ https://www.ebay.com/itm/175994705991?_skw=sound+blaster+fatal1ty&itmmeta=01M2XCDCYKDT4TT1Z6KEWTNYMX&hash=item28fa1a1847:g:Y3IAAOSwcwtlPXES&itmprp=enc%3AAQALAAAA8DKQclQvzFwZQpmMrsO4LurR8HRGFTjXuypI9DnNpkpwv2XGrWWQXb9MjAw9R7GdXAIHDp8GuDDgOCsKwHIFqgwQ63HbwxSKMW6LmO%2Bu8Ewe%2Fwf8cIstdlLzVlLHa9co7EFqoULEpl1g6OqiQmW3pgwVtz3Zw8N%2FGwhPgr9iLAOg670KBG%2FmxgwMU0%2FJT3xArp7%2B9343KiIb%2FQEIjRWFqRLvilXW6qzF5zJObh2ITsoT3eW0sx9Y39dcBO3E%2BqRpJEJr%2FmdhPYC3YLiuhy7QKXUKA4mv7IYm%2FaepyVa8TgOZvqjroQ18N9c5OqXI9gvp9g%3D%3D|tkp%3ABk9SR7rPtayXaA ისე Loudness equalization ანალოგი ჩემ კარტაზე SVM და საკმაოთ კარგათ უბერავს დატვიკულ დრაივერებზე ეგ ფიშკა, ვინდოუს 11-ზეც არა აქვს გაბერვები დიდათ

Posted

მაგ ხმის კარტის მუღამი რა არის? რამე სერიოზული დინამიკები უნდა შეართო ალბათ ხო? Edifier Studio R1000T4 ეს მაქვს და რავი რამე სხვაობას მომცემს? ასეც კარგად მუშაობს

Posted

არა მარტო სერიოზული, უფრო უბრალო სპიკერებსაც მაქსიმუმს აწურინებს, ისეთი ფიშკები აქვს რომ აძლიერებს ბასს შენ გემოზე, ნაუშნიკებზეც აქვს კარგი ეფექტი ცალკე კიდე, მე ბევრი არც მიმიცია, ჩვენ ფორუმელთან ვიყიდე 120 ლარათ ნახმარი, დღემდე ხოდზეა, არ ძვრება ადვილათ მაგ კარტებს სული, სინგაპურშია ჩემი კარტა აწყობილი და როგორც ჩანს ხარისხიანი მატერიალებით, რახან ამდენი ხანი არ გაუბერია არაფერს, ჩიპების ნაწილი მგონი მალაიზიაშიც გამოდის კრეატივის კარტებზე, ახალი ვერსია უკვე ესაა https://www.bhphotovideo.com/c/product/1604201-REG/creative_labs_70sb174000003_sabre32_class_hi_res_32_bit_384_khz.html მაგრამ ეგ უკვე კარგა ძვირი გამოდის, სეილზე თუ იშოვი ალბათ უფრო იაფათ, 120$ შემხვედრია, მაგაზე იაფათ დიდათ არა ახლები, ისე მაგას შეიძლება ჩემ კარტაზე სერიოზული მაჩვენებლები აქვს, მაგრამ მე უფრო ძველი კრეატივის ეფექტები მომწონს, მაგ ახლებს ყველა ვერ ამუღამებს ბოლომდე

Posted

ხო ნუ ალბათ კარგია მარა მინიმუმ 2-3 ჯერ ძვირიანი დინამიკები უნდა გქონდეს წესით. შენ კარგ ფასში გიყიდია. ეგრე მეც ავიღებდი :D

Posted

კი პერიოდულათ ეძრობა ხოლმე კარგ ფასებში ფორუმ.ჯი-ზეც და მაიმარკეტზე ეგ ძველი კრეატივის კარტები, მე თან გამიმართლა, რახან მაგის პატრონმა უფრო სერიოზული კრეატივის კარტა დაითრია და ეგ მე მომყიდა, ყოველთვის ეგრე ვერ ჩაიგდებ მასეთს ხელში მაგ ფასათ თან, ნუ 120 არ ვიცი მაგრამ ხანხადან შემხვედრია მაიმარკეტზე ასე 150 ლარის ფარგლებში ეგეთივე ტიპის კარტა დაახლოებით, დიდი ხანია მე უკვე ავიღე ეგ კარტა, იმასაც ქონდა მანამდე ვიღაცისაგან ნაყიდი და რამდენიმე წელი ხმარობდა, ანუ კარტას კარგი 15+ წელი კი ექნება ნამუშევარი საერთო ჯამში, ძალიან გამძლეებია, შენ თუ არ გააფუჭე შემთხვევით ან მოატეხე რამე თავისით არ იტრუპება დიდათ ადვილათ, საკმარისია PCI-E 1X სლოტიც ეგეთი კარტისთვის, X4 ან მითუმეტეს X8 არაა აუცილებელი, პირველიც სადღაც 10 წლამდე მქონდა თითქმის მგონი, ის უფრო უბრალო იყო ოღონდ https://www.bhphotovideo.com/c/product/479921-REG/Creative_Labs_70SB073A00000_Sound_Blaster_X_Fi_XtremeGamer.html/specs ეგ ალგორიტმში ვიყიდე მგონი 2007, ლამის 2015 ვიყიდე დაახლოებით ეს კარტა მგონი, ისე ძველი კი მივაყიდე სიმბოლურ ფასში, 80-100 ლარათ სადღაც აღარც მახსოვს უკვე, შეიძლება ცოტა იაფათაც შეიძლება, კარგ ხოდზე იყო ჯერ კიდევ, ისე ეგ ძველი კარტა არ ღირდა მთლათ ორი კაპიკი, მე რომ ავიღე სადღაც 200 ლარის ფარგლებში ჯდებოდა თუ არაფერი მეშლება, სხვა მოდელები კიდე უფრო ძვირი ღირდა, იგივე x-fi music ან მაგაზე სერიოზული პრო და ფატალიტი მოდელები, სპიკერებიც დიდი ხანია რაც ავიღე, თუმცა ამ კარტის დათრევის შემდეგ უკვე მაინც, 220 ლარი მივეცი ივერსში მგონი ამ ამ სპიკერებში: https://alta.ge/en/computer-accessories/genius-sw-hf-5-1-4500-ii-eu-230v-black-p34539 ნუ მანდ რებრანდინგია, მე ძველი ვერსია ავიღე, მაგრამ აბსოლიტურათ იგივე მაჩვენებლები აქვს მაგასაც და ვიდიც პრინციპში, ეგეც კარგ ხოდზეა, დატვიკული titanimum hd დრაივერებით ძლიერდება ბასი აშკარათ, მაგიტომ მაგ დრაივერებს ვხმარობ რადნოი დრაივერის მაგივრათ, მე ასეთ სეთინგებზე ვამუშავებ ისე:

YYREvCp.jpeg

fRvFlhY.jpeg

სხვა რაღაცეებიც მაქვს კიდე მონიშნული, მაგრამ ეგენია მაინც მთავარი მაგ კარტაზე, კრისტალაიზერი ეგ უბრალოთ ცუდი ხარისხის ხმას აუმჯობესებს, ძირითადათ სუსტ აუდიოზე ჭირდება ეგ, მაგრამ ხარისხიანს არ აფუჭებს მაგის ჩართვა, მე სულ ჩართული მაქვს, EAX ეფექტებს მე არ ვხმარობ დიდათ, ბრაუზერშიც აქვს ეფექტი მაგ სეტინგებს ხმაზე და ცალკე mpc-hc-შიც, სწორათ უნდა იქაც რაღაცეებს მონიშვნა ოღონდ სტერეო სარაუნდის მისაღებათ უბრალო 2.0 აუდიო დაროჟკაზეც კი

Posted

ხო ჩვეულებრივ აქტიურ დინამიკებზე სამუდამოა. პროსტა სიგნალს უშვებს გარეთ. პასიურ დინამიკებზე და კუსტარულ თემებზე იტვირთება როცა მაქსიმალურის ამოღება უნდათ.მანდ უკვე წინაღობის გამოთვლაა სწორად საჭირო

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.