Jump to content

მონიტორებზე გამოკითხვა  

7 members have voted

You do not have permission to vote in this poll, or see the poll results. Please sign in or register to vote in this poll.

Recommended Posts

Posted

გამარჯობათ მეგობრებო,

ჩავატაროთ გამოკითხვა მონიტორთან დაკავშირებით, მაინტერესებს რა შედეგები იქნება. ჩემთვის ესეა:

  1. მონიტორის რეზოლუცია (ყველაზე მნიშვნელოვანი)
  2. მონიტორის ზომა (მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი)
  3. მონიტორის ფერები
  4. მონიტორის სიხშირე (ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი)
Posted

1. დიაგონალი + სიხშირე

2. ფერები

3. რეზოლუცია

დიაგონალს და განახლების სიხშირეს ცალ-ცალკე ვერ განვიხილავ, პატარა მონიტორს ვერ ვიყენებ მნიშვნელობა აღარ აქვს რა სიხშირეზეა რა რეზოლუცი აქვს და როგორი ფერები, ვერც 60-75 გერციან მონიტორზე ვითამაშებ

ჩემთვის  მინიმუმი არის 27ინჩი და 144 ჰერცი, ამის მერე მოდის უკვე დანარჩენი სპეციფიკაციები

Posted

ძნელია ასე ხმის მიცემა. ყველაფერი მნიშვნელოვანია. ერთმანეთს უნდა აბალანსებდეს

  • Upvote 1
Posted

ხო რთულია ცოტა ეგრე დაყოფა, ნუ ჩემთვის ალბათ ზომა (27 ინჩია იდეალური ვარიანტი), გაფართოვება (2k ამ ეტაპზე მაინც ყველაფრიდან გამომდინარე), ფერები-მათ შორის ჰდრ პერფორმანსი ალბათ უფრო, რახან სდრ-ში ბევრი უბერავს კარგათ ეხლა უკვე და რახან აღარ ვთამაშობ ბოლო ადგილზეა ჩემთვის სიხშირე, თუმცა 165 გერცზე ნაკლების ყიდვა ალბათ აღარც ღირს, ბევრი ნორმა მოდელი აღარცაა 60-120 გერცზე მაგრამ მაინც, რომ მოინდომო ეხლაც აიღებ და არის დაჟე ძვირიანი მოდელებიც მაქსიმუმ 120 გერცზე ეხლა და 60 გერციანი 5-6K მოდელებიც გამოდიან ძალიან ძვირი რაც ჯდება, ზომა-გაფართოვება-ცვეტოპერედაჩა(hdr პერფორმანსის ჩათვლით)-სიხშირე ყველას თავისი დანიშნულება აქვს და ბევრ მოდელზე არის ყველაფერი კარგ დონეზე უკვე ამ ეტაპზე, ფასია მაინც მანდ მნიშნველოვანი, ერთი კარგი 2კ 27 ინჩიანი მინი ლედი კვანტუმ დოტ იპს-ზე და მინიმუმ 1154 ზონიანი ლოკალ დიმინგით არ იქნებოდა ურიგო აპგრეიდი, თან გაიაფდა ეხლა ეგეთები, განსაკუთრეიბთ ჩინური ბრენდის მოდელს თუ აიღებ 

Posted
19 hours ago, vechny said:

ძნელია ასე ხმის მიცემა. ყველაფერი მნიშვნელოვანია. ერთმანეთს უნდა აბალანსებდეს

ნამდვილად ეგრეა, 21 ინჩიანი თუა მონიტორი რაღა აზრი აქვს სხვა სპეკებს, ჩემთვის რეზოლუცია კრიტიკული არაა, 27-ზე 1080პ მაკმაყოფილებდა და ახლაც 32-ზე 2კ თავზე გადამდის ჩემთვის იდეალური გამოსახულებაა, მთავარია გერცოვკა, 240 იქნებოდა ალბათ იდეალური, მარა 180-ც არაა ცუდი კმაყოფილი ვარ

+ ვინ რისთვის ყიდულობს, ვინც კინოების საყურებლად იყიდა იმას იასნია რო გრეცოვკა უფრო ნაკლებად ადარდებს

ვინც გრაფიკაზე მუშაობს იმისთვის რეზოლუცია და ფერებია მთავარი, პრინციპში დიაგონალიც

ვინც ონლაინში უბერავს შუთერებს იმისთვის დიაგონალი და ჰერცები

Posted

HDR ფორმატში სხვა ნუანსებიცაა მნიშვნელოვანი, მათ შორის ცვეტოპერედაჩა, უნდა იყოს თან ან ოლედი ან მინი ლედი, სხვები ისეთ კარგ ფორმაში არაა ჰდრ თუ გინდა კარგი დონის, გრაფიკოსებისთვის ვაიდ გამუტ ახვატიც მნიშვნელოვანია და კიდე ძალიან მოქმედებს მონიტორის ზომა-გაფართოვება, მაგალითათ 27 ინჩიანი 2კ მოდელი კარგი ჰდრ რომ ქონდეს არაა მაგათვის იდეალური ვარიანტი, მაღალი გერცოვკაც ისეთი კრიტიკული არაა მაინც,მაგრამ უკვე 27 ინჩიანი 4-5K მოდელი იდეალური ვარიანტი გამოდის მაგათვის მაღალი ვაიდ გამუტ ახვატით, მაგაზე მაღალი PPI აქვს და მაგიტომ, რაც იდეალურია მაგ საქმისთვის, უმრავლესობა გეიმერს დააკმაყოფილებს ალბათ 110PPI მონიტორზე, მასეთი ზომა გააჩნია ეხლა როგორც 27 ინჩიან 2კ მოდელებს, ასევე 34 ინჩიან ულტავაიდებს 3440×1440, ასევე დაახლოებით 40 ინჩიან 4კ მოდელს ან ძალზე ვებერთელა 49 ინჩიან 5120×1440 რომელიც მაღალი ფასის გამო ამ ეტაპზე არაა პოპულარული ზომა-გაფართოვების მხრივ, ამ ეტაპზე ასე 165-180 გერცი გამოდის უფრო მეინსტრიმ ვარიანტი, რომელიც არ დაგისტუკებს გეიმინგშიც, დანარჩენი უკვე რას და როგორ თამაშობ და რა ფპს-ზე უფრო მაგაზეა დამოკიდებული 300+გერცები ყველას არა მგონია გამოადგეს დიდათ დღესდღეობით იგრებში. 240 გერციანი მოდელები ბევრისთვის მისაღები უნდა იყოს, მაგრამ საკმარისზე ბლომათ რაღაცეებია გამოსული 360-500+ გერცის ფარგლებში ეხლა, თან ნაწილს ისეთი ფასი აქვს მინიმუმ ამერიკულ ამაზონზე მაინც რომ სახლის გაყიდვა არ დაგჭირდება უკვე, ერთადერთი ოლედი სამუშაოთ ნაკლებათ გამოდგება, იგრები-ვიდეოების საყურებლათაა მარტო იდეალური ეგეთი, მანდ ყველაზე უნივერსალური ალბათ ძალზე მაღალი გერცოვკა თუ არ გინდა მაინდამაინც კვანდტუმ დოტ იპს-ი გამოდის 27 ინჩიანი 2კ გაფართოვებით, ფასი-წარმადობით ყველაზე დაბალანსებული ეგეთი ჩანს უფრო, ჰდრ ხოშიანია მასეთზე და სიკაშკაშეც, კონტრასტიც მისაღები აქვს მინიმუმ ჰდრ უკვე, თუმცა ეხლა სდრ-შიც დაიწყეს დატვიკვა უკვე 1152 ზონიან მოდელებზე, შეგიძლია ჩაურთო ლოკალ დიმინგი ჰაიზე და 6000:1 კონტრასტზე გაზავს ეგრე უკვე 1000-1500:1 მაგივრათ, ან 2000:1 რაც აქვს იპს ბლეკზე, ნუ მანდ 2500:1 გამოუშვეს უკვე პრინციპში, ნუ კიბერსპორცმენებისთვის და გრაფიკოსებისთვის ცოტა სხვა კრიტერიუმებია უკვე გასათვალისწინებელი, რაც დაიპოსტა კიცე ზემოთ, აგერაა კარგი ჩარტი რომელ გაფართოვება-ზომაზე რა PPI აქვს დაახლოებით მონიტორს https://www.displayninja.com/what-is-pixel-density/ თითქმის ყველა კომბინაციებია ჩამოთვლილი, ნუ მინიმუმ უმრავლესობა, გრაფიკისთვის 140PPI და ზევით უკვე იდეალური ვარიანტი გამოდის, გეიმერებს მაინდიამაინც ეგეთი PPI არ ჭირდებათ მაინც, ბევრისთვის 110 საკმარისი იქნება ალბათ, ნაწილს მაგაზე დაბალი PPI დააკმაყოფილებს გრაფიკოსისგან განსხვავებით, მე პირადათ მისწორდება და მაკმაყოფილებს 110 ფარგლებში PPI, უფრო დიდი ზომის გამო არ შევამცირებდი მაგ მაჩვენებლეს, თუმცა ყველას სხვადასხვანაირი აზრი აქვს მაგასთან დაკავშირებით, დაჟე რედიტზე რომ დაიწყო დაგუგლვა სულ სხვადასხვა აზრის პოსტებს იპოვი მაგასთან დაკავშირებით, მაგრამ მისაღები სტანდარტია მაინც 109-111PPI ამ ეტაპზე ყველაფრის გათვალისწინებით ეგ, ლუბოი ნორმა მონიტორების გიდში არის ეგ ნუანსი ნახსენები სხვათაშორის, მე არაფერი მანდ არ მიმიფიქრებია დამატებით, ნამდვილათ ეგრეა, 110 PPI ითვლება ბევრისთვის მისაღებ სტანდარტათ ბრაუზინგ-გეიმინგში, გრაფიკისთვის ეგ უკვე მაინც ცოტაა, მანდ გინდა 125+ მინიმუმ ან სასურველია 140+, 27 ინჩიან 5კ მოდელზე უკვე 218PPI ქონია ისე ეხლა რისი გამოშვებაც დაიწყეს, არის დაჟე 165 გერციანი მინი ლედ კვანტუმ დოტ იპს 2,304 ზონაზე ხოშიანი ჰდრ, 1200$ ჯდება ეგეთი 27 ინჩიანი ეხლა ამაზონზე, მასეთი ჯერ ადრეა სულ მცირე ბოლო იგრებში სათამაშოთ ჰაი-ენდ კარტებზეც კი, 5კ ეგ DLSS სულის გაძრომაა ბევრ იგრებში და მაგიტომ, მაგრამ კარგ ფორმაში კი ყოფილა ჰდრ ეგეთი და გრაფიკოსებისთვისაც კარგი ვარიანტი გამოდის თან, არაფერი ეწვება როგორც ოლედზე თან მაგაზე,  DP 2.1 თან ეგ მოდელი უკვე, ეგაა თან hyper mini led, ანუ ჰდრ ბლუმინგი და ჰალო ეფექტი ფაქტიურათ აღარ ქონია საერთოდ მასეთზე მაგდენ ზონაზე, მარტო ზონა არაა, სხვა ტეხნოლოგიას იყენებს ეგ მინი ლედი და მაგიტომაა ეგეთი სხვაობაც, მაგ 27 ინჩიანი მოდელის ფიშკაა კიდე 2k 330 გერციანი რეჟიმი, რომელიც ცუდ ვიდში არ ყოფილა 1080P ეგეთივე რეჟიმისგან განსხვავებით სხვა მოდელებზე რაც გვხდება გეიმინგისთვის, ნუ ეხლა უშვებენ კიდე ისეთ მონიტორებს რომლებსაც მაქსიმალურათ მაღალი გერცოვკა აქვთ, მაგრამ სხვა ყველაფერი საშვალო დონეზე მაქსიმუმ, ანუ არაფერი განსაკუთრებული, ნუ ეგეთი მე პირადათ არაფერში გამომადგება, ეგენი მართლა კიბერსპორცმენებისთვისაა გამოსული შედარებით მისაღებ ფასებში უკვე, რახან გერცოვკის გარდა ხშირათ სხვა ისეთი არაფერი არა აქვს განსაკუთრებული ეგეთზე, ოლედები გეიმინგ-ვიდეოებისთვის კარგი რამეა, მაგრამ ახლებსაც კი საკმაოთ ბევრი მინუსები მოყვება მაინც

Posted

ოთხივე მნიშვნელობანია მარა პრიორიტეტი ჰერცებს

Posted

პრინციპში ახლა რომ ვუფიქრდები 144-ზე ნაკლები მონიტორით დესკტპოპზე მაუსის განძრევაც კი არ მსიამოვნებს

მინიმუმია ეს და 60-75 კაი ხანია სანაგვეზე უნდა ეყაროს, ახლა მაღაზიებში ყველაზე ძეშოვი საოფისე ტავარიც კი უკვე 100 ჰერციანებია

Posted

მაღალ გაფართოვებაზე გამოდიან 60 გერციანები, რამდენიმე შემხვდა აბზორებში და ორი კაპიკი არ ჯდება 5კ მოდელებია 60 გერცზე გრაფიკისთვის, თუმცა უფრო 120 გერცი და ზევითაა უმრავლესობა უკვე არა გეიმერულებიც კი

Posted
48 minutes ago, david_888 said:

პრინციპში ახლა რომ ვუფიქრდები 144-ზე ნაკლები მონიტორით დესკტპოპზე მაუსის განძრევაც კი არ მსიამოვნებს

მინიმუმია ეს და 60-75 კაი ხანია სანაგვეზე უნდა ეყაროს, ახლა მაღაზიებში ყველაზე ძეშოვი საოფისე ტავარიც კი უკვე 100 ჰერციანებია

მე სპეციალურად 60 ჰერცზე ვთამაშობ. სქრინ თირინგი რომ ავიცილო. 75ჰც-იანი მაქვს მაგრამ 60-ზე მაქვს დაყენებული. მიჩვევის ამბავია. სამსახურში კი მაქვს 240 ჰერციანი მონიტორი მარა, მკიდია ჰერცები, ჩემთვის ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია ეგ მონიტორებში. იგივეა როგორც Camry და Ferrari რომ გქონდეს. რათქმაუნდა Ferrari უფრო სწრაფია და შეჯიმბრში გაუსწრებს Camry-ის, მარა ქალაქში სასიარულოდ საერთოდ არ გჭირდება Ferrari, Camry-იც არ დაგწყვეტს გულს. ონლაინებიდან BF-ს ვთამაშობ ხოლმე, ისიც ხანდახან და უბრალოდ ვერთობი, დიდად არ მანაღვლებს ეხლა ვიღაცას თუ რამე advantage ექნება ცოტათი მონიტორის გამო, ისე კი ძირითადად single თამაშებს ვთამაშობ ხოლმე. 60 ჰერცი ნორმალურია საკმაოდ, როგორც კი გადმოხვალ უკან, რამონიდემე საათში შეეჩვევა თვალი. ეგეთი ლოგიკით, კიდევ და კიდევ შეიძლება გამოვიდეს უფრო და უფრო სწრაფი მონიტორები და მერე ეგ 160 და 240-იანი ჰერცებზეც შეიძლება ითქვას საშინელებაა რა გათამაშებთო. მოკლედ, შეჩვევის ამბავია და ფპს-ის მხრივ უკეთესიცაა, არ გჭირდება დაიჭირო 240 ჰერცი თამაშში რომ სქრინ თირინიგი არ გქონდეს, მე vsync-ის ვხმარობ ხოლმე. ჰო, ეგეც დღეს დღეისობით არაპოპულარულია, მარა ჩემთვის იდეალურია და არანაირ ინპუტ ლეგს მე ვერ ვგრძნობ. აი რასაც ვერ დავუბრუნდები უკან არის დაბალი 1080პ რეზოლუცია. მანდ უკვე მართლა დიდი სხვაობაა და 2კ ბევრად დიდ სივრცეს გაძლევს და გამოსახულებაც უფრო მკვეთრია. ჩემთვის იდეალური სეტაპი ეგეთია: 2კ გაფართოება, 27 მონიტორი, 60 ფპს.

Posted

ნორმალურ მონიტორზე არანაირი თიერინგი არ არის თუნდაც გადააჭარბოს კადრებმა გერცოვკას, 60 კადრით ვერაფერს ვთამაშობ 90-100 მინდა სინგლებში და bf-ში 130+ მინიმუმია, მთალად cs-ვით 500 არ სჭირდება, მარა 150+- არის იდეალური

პ.ს რაღათქმაუნდა ონლაინ შუთერი და vsync შეუთავსებელი მცნებებია

  • Upvote 1
Posted

ვერაფერს ვთამაშობ vsyncის გარეშე, ონლაინებშიც ჩართული მაქვს 😀

Posted
9 minutes ago, Dean0770 said:

ვერაფერს ვთამაშობ vsyncის გარეშე, ონლაინებშიც ჩართული მაქვს 😀

მე პირიქით, ნუ ოლაინში ხო მაზოხიზმია მარა სინგელებშიც ძაან ჟელე მოძრაობებია მაღიზიანებს, მოძრაობა უნდა იყო მკვეთრი და მყისიერი თამაშშიც და ცხოვრებაშიც

vsync ბოლოს მგონი ასე 15 წლის წინ ჩავრთე

60 კადრითაც დაახლოებით მად გროს ვითამაშე ბოლოს, იმენნა თვალები მეთხრება 60-ზე, აი სულ სულ მინიმუმ 75 მაინც მჭირდება

  • Upvote 1
Posted

ოდესღაც ნორმალური იყო, მარა დღეს 60 კადრით თამაშს ჯობია სულ არ ითამაშო, სეთინგებს დავუწევ აფსკეილერს ჩავრთავ და მაღალ fps დავაჭერინებ, თუ მაინც ვერ გამიქაჩავს სისტემა ვითამაშებ სხვა რამეს

  • Upvote 2
Posted

ჰერცებიც ძაან მნიშვნელოვანია და fps-ც, როცა 60 და 75 ჰერციანი მქონდა მეგონა რო ნორმალური იყო, მარა პირველად რო დავჯექი 165-ზე მაშინ მივხვდი რო სულ სხვაა, მაგი მერე უკვე გამოიცხული უკან დაბრუნება, საზიზღრობაა

იგივეა რაც ssd-სან hdd-ზე დაბრუნდე, საერთოდ შეგაძულებს კომპიუტერს

  • Upvote 2
Posted

ასე 10 წლის წინ მესამე ვიჩერს ვყავდი ჩათრეული, ზუსტად აღარ მახსოვს რა კარტა მქონდა 270X ან 280 მარა შუა თამაშში გავყიდე და ახალი დავითირე ამერიკიდან, ბექაფად მეგდო სახლში R7 HD260X მეთქი სანამ ჩამოვა ამით გავალ იოლსთქო მარა ჩემი ფეხები, 35-40 კადრზე მეტი ვერ დავაჭერინე, აი სასწაული მუღამი მქონდა თამაშის იქამდე ღამეებს ვათენებდი მარა ესეთი კადრებით თამაში სრულიად შეუძლებელი აღმოჩნდა ჩემთვის, ერთი დღე ვიტანჯე და შევეშვი ვინუჟდენი პერერივი გავაკეთე და ახლი კარტით გავაგრძელე ადამიანურად, მარა ოხრად ხალხია თუ რამის თამაში უნდათ ოცდაათიაც ითამაშებენ ლიჟბი ჩაირთოს, მყავს ეგეთი მეგობარი rx580 4gb-თი დახურა ახალი მაფია და ასასის შედოუს ))) მე იგივე თამაშებზე RX6800-ზე კადრების გენერაცია მქონდა ჩართული ისე ვერ ქაჩავდა

ამ თემნასთან რა კავშირშია არ ვიცი, მარა მაინც 😀 ალბათ პრიორიტეტების და კომპრომისების ამბავში

Posted

30 და 40 ით მეც ვერ ვითამაშებ, საშინლად იგრძნობა ლეგი. 60 უკვე კომფორტულია და აბსოლუტურად მაკმაყოფილებს ყველაფერში. იდეალურია ჩემთვის.

Posted
14 minutes ago, Dean0770 said:

30 და 40 ით მეც ვერ ვითამაშებ, საშინლად იგრძნობა ლეგი. 60 უკვე კომფორტულია და აბსოლუტურად მაკმაყოფილებს ყველაფერში. იდეალურია ჩემთვის.

შენ შემთხვევით ხო არ მკრეხელობ და გეიმპადით ხო არ თამაშობ? 😁

  • Haha 1
Posted
On 9/5/2026 at 9:23 AM, david_888 said:

პრინციპში ახლა რომ ვუფიქრდები 144-ზე ნაკლები მონიტორით დესკტპოპზე მაუსის განძრევაც კი არ მსიამოვნებს

მინიმუმია ეს და 60-75 კაი ხანია სანაგვეზე უნდა ეყაროს, ახლა მაღაზიებში ყველაზე ძეშოვი საოფისე ტავარიც კი უკვე 100 ჰერციანებია

რადგან მაღალ ჰერციანი მონიტორები უფრო სწრაფია 60 ჰერციან მონიტორებზე ეგ არ ნიშნავს რომ 60 ჰერციანი მონიტორები ცუდია. ეგეთი ლოგიკით მაშინ შეიძლება მომავალში 600 ჰერციანი მონიტორებიც გამოვიდეს რომელიც ბევრად უფრო სწრაფი იქნება და კაცმა თქვას "რაღადროს 240 ჰერციანი მონიტორებია, საშინელებაა 240 ჰერციან მონიტორზე დაჯდომაო", იმიტომ რომ 600-იანი კიდევ უფრო სწრაფი იქნება, მაგრამ ეგ ხომ არ ნიშნავს რომ 240 ჰერციანი მონიტორები საშინელებაა? ზუსტად იგივე პრინციპია აქაც. სანამ 160-240 ჰერციანიები გამოვიდოდა სტანდარდად 60 ითვლებოდა.

Posted

გაყიდვაშია თუ არა აღარ მიძებნია მაგრამ 600-1000 გერციანი მონიტორები სხვადასხვა მატრიცებზე უკვე დაანონსებულია მინიმუმ, 500+ გერციანები კი გამოსულია და თან უკვე რამდენიმე მაინც, რისი ყიდვაც შეგიძლია, უბრალოთ ნამეტარი ძვირი ღირს ეგეთები ივივე 240-360 გერციანებზე, ძალიან მაღალ ფპს თუ არ დებს თამაშო ლამის 400+ფპს ისე არა აქვს მაგის ყიდვას აზრი, პატარა სხვაობას იძლევა და რამე თუ მოაკლდა უფრო ინპუტ ლაგი ალბათ მასეთზე

Posted
17 minutes ago, George said:

გაყიდვაშია თუ არა აღარ მიძებნია მაგრამ 600-1000 გერციანი მონიტორები სხვადასხვა მატრიცებზე უკვე დაანონსებულია მინიმუმ, 500+ გერციანები კი გამოსულია და თან უკვე რამდენიმე მაინც, რისი ყიდვაც შეგიძლია, უბრალოთ ნამეტარი ძვირი ღირს ეგეთები ივივე 240-360 გერციანებზე, ძალიან მაღალ ფპს თუ არ დებს თამაშო ლამის 400+ფპს ისე არა აქვს მაგის ყიდვას აზრი, პატარა სხვაობას იძლევა და რამე თუ მოაკლდა უფრო ინპუტ ლაგი ალბათ მასეთზე

ჰოდა გავა დრო და მაგ 240 ჰერციანებზეც იტყვიან იგივეს, საშინელებაა და არ ითამაშებაო, მერე კიდევ 1000 ჰერციანები გამოვა და მაგ 600-იანებზე იტყვიან იგივეს და ა.შ...😃 და ზოგადად ეგრე თუ ვიმსჯელეთ, მაშინ საერთოდ რაღადროს დესკტოპებია? ვიღას აქვს დესკტოპები? უმეტესობა უბრალოდ ტელეფონს ხმარობს ან ლეპტოპს დღესდღეოსიბით და ოფისებში კიდევ საერთოდ კიდიათ ჰერცებიც და გეიმინიგიც თუ უმრაველობაზე წავიდა საუბარი.

Posted
25 minutes ago, Dean0770 said:

რადგან მაღალ ჰერციანი მონიტორები უფრო სწრაფია 60 ჰერციან მონიტორებზე ეგ არ ნიშნავს რომ 60 ჰერციანი მონიტორები ცუდია

ვაფშეტა კიი, ნიშნავს )))

25 minutes ago, Dean0770 said:

შეიძლება მომავალში 600 ჰერციანი მონიტორებიც გამოვიდეს რომელიც ბევრად უფრო სწრაფი იქნება

გამოსულია კაი ხანია, მარა ეგ ყველას არ სჭირდება, ზოგადად 120 ჰერციდან უკვე ნორმალურია და ვერც გაარჩევ 120-144-165, 120 არის ის ზღავარი სადაც იწყება რეალური კომფორტი

მასე ტელეფონებიც 60-ზე იყო კაი ხანი, მარა ეხლა საშინელბაა, გავუგეთ გემო და მივეჩვიეთ 120-144+ ეკრანებს

Posted

ჯერ-ჯერობით 240 გერციანზე მეტის დათრევა დიდათ არაა საჭირო უმრავლესობა გეიმერისთვის, დანარჩენი უკვე სხვა მაჩვენებლებზეა დამოკიდებული რა გჭირდება კიდე და აქცევ ყურადღებას გერცების გარდა

Posted
5 minutes ago, david_888 said:

ვაფშეტა კიი, ნიშნავს )))

გამოსულია კაი ხანია, მარა ეგ ყველას არ სჭირდება, ზოგადად 120 ჰერციდან უკვე ნორმალურია და ვერც გაარჩევ 120-144-165, 120 არის ის ზღავარი სადაც იწყება რეალური კომფორტი

მასე ტელეფონებიც 60-ზე იყო კაი ხანი, მარა ეხლა საშინელბაა, გავუგეთ გემო და მივეჩვიეთ 120-144+ ეკრანებს

არ ნიშნავს. მაგ ლოგიკით მაშინ შენი 240 ჰერციანი მონიტორიც ცუდია, იმიტომ რომ 400 ჰერციანი არსებობს :) რომ დაჯდები 400-იანზე ნახავ მერე რა საშინლად მოგეჩვენება ეგ 240 ჰერციანი მონიტორი

Posted
7 minutes ago, Dean0770 said:

არ ნიშნავს. მაგ ლოგიკით მაშინ შენი 240 ჰერციანი მონიტორიც ცუდია, იმიტომ რომ 400 ჰერციანი არსებობს :)

მე 180 მაქვს, მარა cs-ს რო ვთამაშობდე ვიყიდიდი 500 ჰერციანს იმიტო რო ეგ თამაში 400+ კადრით უნდა ითამაშო

მარა არ მჭირდება და მაქვს 180 რომელიც თავზე გადამდის მეც და 99%-საც მომხარებლების, აი 60-75 კი შენს გარდა არავის მოსწონს )))  500 და 600 არაა პანაცეა, 120-დან უკვე კომფორტულია, მარა 120 პრაქტიკულად აღარ გამოდის და 144 გახდა მინიმალური სტანდარტი

და საერთოდ მტკიცებას რა აზრი აქვს, თუ მოგწონს  30 ჰერცზე დააყენე ვისი რა საქმეა

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.