19gio71 Posted Tuesday at 07:36 PM Posted Tuesday at 07:36 PM საღამომშვიდობის მეგობრებო. Asus Prime Radeon RX 9070 16 GB Oc Evo თუ Asus Prime RTX 5070 12 GB Oc ამ ვიდეობარათებიდან რომელს მირჩევთ? მე ენვიდიასაკენ ვიხრები მაგრამ 12 გბ. მეხსიერება არ მომწონს...თქვენ რომელს მირჩევთ. ან სხვას რომელს მირჩევთ დაახლებით იმავე საფასო კატეგორიაში
Gogla1990 Posted Tuesday at 08:13 PM Posted Tuesday at 08:13 PM წარმადობით საერთო ჯამში 9070 უკეთესია + 4გბ მეხსიერებაც არაა დღეს ზედმეტი, დანარჩენი უკვე იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რა საქმისთვის/რომელი თამაშებისთვის გინდა ორივეს ერთი წარმადობა რომ ქონდეს, ან ორივეს ერთი მოცულობის მეხსიერება, მწვანეს გირჩევდი, რადგან 5070 ნაკლებად პრობლემურია საერთო ჯამში, მაგრამ 9070 წარმადობითაც უკეთესია და მეხსიერებაც მეტი აქვს, მანდ უკვე დაფიქრებაა საჭირო არჩევანისას
George Posted Tuesday at 09:10 PM Posted Tuesday at 09:10 PM nvidia უპირატესობა ექნება რეი ტრეისინგში,DLSS და AI ფიშკებში, ცალკე Rasterization 7-10% ჯაბნის ამდ მაგ ნვიდიას მოდელს, ასევე უკეთესი low 1% უნდა ქონდეს თამაშებში + 4GB VRAM, უბრალოთ ამდ GDDR6-ზეა ნვიდიას კარტა GDDR7
19gio71 Posted Wednesday at 03:48 AM Author Posted Wednesday at 03:48 AM მადლობა გამოხმაურებისათვის. ბავშვი თამაშობს ძირითადად ფორზა 6 და გტა5 რპ ნექსუსზე. 4060 1080p. კიყოფნიდა ყველანაირად მაგრამ 2კ ზე მეხსიერება 8 გბ. ალიმიტებს, ამიტომაც გადავწყვიტე ყიდვა. 5070 მირჩევნია მაგრამ ეს 12 გბ. რა უბედურებაა ახლო მომავალში ალბათ ეგეც მინიმალურია 2კ ზე. ამდ 16 უფრო მომხიბლავია თუ წარმადობაც იგივე ან მეტი აქვს მაგრამ რავი პრობლემური ან ზედმეტად ცხელი ხომ არ იქნება? რაიმე სერიოზულ პროგრამაში სამუშაოდ არ გვინდა. ამდ ში რომელიმე კონკრეტული მწარმოებლის ბარათს ხომ ვერ მირჩევთ?
George Posted Wednesday at 04:47 AM Posted Wednesday at 04:47 AM ASUS Prime OC არ უნდა იყოს ცუდი ვარიანტი, Sapphire NITRO+ / ASRock Taichi უფრო ელიტური მოდელებია ახალი ATX 3.1 კვებებისთვის, თუმცა ეგ უფრო XT მოდელებში, დიდი კულერი აქვს ასევე XFX Speedster MERC 310 (Mercury) მოდელზეც, ცალკე სტანდარტული 9070-ან Sapphire PULSE კარგი უნდა იყოს, XT უფრო მეტ ვატებს ჭამს, უფრო ძვირიანი მოდელებიდან Sapphire Pure და PowerColor Hellhound კიდე კარგი non xt მოდელებში
19gio71 Posted Wednesday at 05:19 AM Author Posted Wednesday at 05:19 AM მადლობა. ასუს ავიღებ მაშინ ისევ მაგრამ რასაც შევხედე არსი ჩვეულებრივი და EVO მოდელები ესევო 100 ლარით ძვირია. მოვიძიე ინფორმაცია და სადღაც კომენტარში წავაწყდი რომ ევო სამსუნგის ჩიპზეა და ნაკლებად ხურდება მაგრამ რამდენად რეალურია ეგ არ ვიცი..სხვა სერიოზული ინფო ევო ზე ვერსად მოვიძიე
Gogla1990 Posted Wednesday at 01:46 PM Posted Wednesday at 01:46 PM 9 hours ago, 19gio71 said: პრობლემური ან ზედმეტად ცხელი ხომ არ იქნება? ვიდეოჩიპი აქვს ცოტა უცნაური ზომა/ფორმის და gpu და hotspot ტემპერატურებს შორის სხვაობა ძალიან დიდი აქვს უმეტეს ბარათზე, დანარჩენი უკვე კონკრეტულ მოდელებს გადახედე, ნუ ჯერ მაგის გამო მგონი არავის გაფუჭებია, მარა მაინც
19gio71 Posted Wednesday at 03:49 PM Author Posted Wednesday at 03:49 PM 10 hours ago, George said: ASUS Prime OC არ უნდა იყოს ცუდი ვარიანტი სავარაუდოდ მაგ ვერსიას ვიყიდი 1 hour ago, Gogla1990 said: დანარჩენი უკვე კონკრეტულ მოდელებს გადახედე ASUS Prime OC ამ ვერსიას ვიყიდი ...TUF ვერსია მინდოდა მაგრამ ვერ მოვიძიე ნორმალურ ფასში მაღაზიებში...მირჩევნია მაინც მაღაზიის 2 წლიანი გარანტიით. მადლობა თქვენ რჩევისათვის
Gogla1990 Posted Wednesday at 04:59 PM Posted Wednesday at 04:59 PM 1 hour ago, 19gio71 said: ASUS Prime OC ამ ვერსიას ვიყიდი რა ფასად ყიდულობ? XT-ს ვარიანტებიც არის 2400-2500 ლარებში და 9070-ში თუ 2000-ზე მეტს იხდი, კი ღირს დაფიქრება ბარემ XT-ზე
19gio71 Posted Wednesday at 06:52 PM Author Posted Wednesday at 06:52 PM 1 hour ago, Gogla1990 said: 9070-ში თუ 2000-ზე მეტს იხდი, ხო ახლები მაგ ფასშია თითქმის . xt ვერსია კი ვნახე 2450 ლარად ახალი ასუსის მაგრამ რავი კი მენანება გადახდა ...5070ტი რომ იყოს მაგ ფასში სიამოვნებით გადავიხდიდი მაგრამ 9070 მგონი ყველანაირად გაუქაჩავს 2-3 წელი მაინც..მე პისი რუმში ვაპირებ ვიყიდო სხვა მაღაზიები არის რაიმე სადაც შედარებით იაფად იქნება ახალი გარანტიით..მე რაც ვნახე პისი რუმი ყველაზე ნორმალურია
Gogla1990 Posted Wednesday at 07:00 PM Posted Wednesday at 07:00 PM ალბათ ეს ხო? ახალი 2-ზე იაფად სხვა მაღაზიას რაც გადავხედე არ აქვს, ასე რომ კარგი ფასია
19gio71 Posted Wednesday at 07:42 PM Author Posted Wednesday at 07:42 PM კი კი ეგ შევარჩიე მანდვეა evo ვერსიაც 100 ლარით ძვირია რაც ინფო მოვიძიე ოდნავ კომპაქტირია და დიზაინშიც რაღაც მინიმალური სხვაობაა და მგონი არ ღირს 100 ₾ მეტის გადახდა
david_888 Posted Saturday at 08:00 AM Posted Saturday at 08:00 AM On 7/22/2026 at 5:46 PM, Gogla1990 said: ვიდეოჩიპი აქვს ცოტა უცნაური ზომა/ფორმის და gpu და hotspot ტემპერატურებს შორის სხვაობა ძალიან დიდი აქვს უმეტეს ბარათზე კონკრეტულად ამ პრაიმზე არც ისე იდი რაზნიცაა, 15-16 გრადუსი, წინა რადეონებზე 20-25 მქონდა ხოლმე
Gogla1990 Posted Saturday at 08:06 AM Posted Saturday at 08:06 AM @david_888 მომილოცავს ბარემ 13700-ც მიაყენე და კაი ხანი ხელის ხლება არ უნდა მაგ სისტემას ბრენდ/ვერსიას გააჩნია, ზოგმა მოარგო ნორმალურად რადიატორი, ზოგმა დაიკიდა და 30-35 გრადუსიანი სხვაობაა გპუ და ჰოთსპოტს შორის
david_888 Posted Saturday at 08:20 AM Posted Saturday at 08:20 AM 10 minutes ago, Gogla1990 said: მომილოცავს გმადლობთ 10 minutes ago, Gogla1990 said: ბრენდ/ვერსიას გააჩნია, ზოგმა მოარგო ნორმალურად რადიატორი, ზოგმა დაიკიდა და 30-35 გრადუსიანი სხვაობაა გპუ და ჰოთსპოტს შორის თან ამაზე თერმოპასტა არ უსვია phase-change pad-ზეა და ალბათ ეგეც თამაშობს როლს
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now