19gio71 Posted July 21 Posted July 21 საღამომშვიდობის მეგობრებო. Asus Prime Radeon RX 9070 16 GB Oc Evo თუ Asus Prime RTX 5070 12 GB Oc ამ ვიდეობარათებიდან რომელს მირჩევთ? მე ენვიდიასაკენ ვიხრები მაგრამ 12 გბ. მეხსიერება არ მომწონს...თქვენ რომელს მირჩევთ. ან სხვას რომელს მირჩევთ დაახლებით იმავე საფასო კატეგორიაში
Gogla1990 Posted July 21 Posted July 21 წარმადობით საერთო ჯამში 9070 უკეთესია + 4გბ მეხსიერებაც არაა დღეს ზედმეტი, დანარჩენი უკვე იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რა საქმისთვის/რომელი თამაშებისთვის გინდა ორივეს ერთი წარმადობა რომ ქონდეს, ან ორივეს ერთი მოცულობის მეხსიერება, მწვანეს გირჩევდი, რადგან 5070 ნაკლებად პრობლემურია საერთო ჯამში, მაგრამ 9070 წარმადობითაც უკეთესია და მეხსიერებაც მეტი აქვს, მანდ უკვე დაფიქრებაა საჭირო არჩევანისას
George Posted July 21 Posted July 21 nvidia უპირატესობა ექნება რეი ტრეისინგში,DLSS და AI ფიშკებში, ცალკე Rasterization 7-10% ჯაბნის ამდ მაგ ნვიდიას მოდელს, ასევე უკეთესი low 1% უნდა ქონდეს თამაშებში + 4GB VRAM, უბრალოთ ამდ GDDR6-ზეა ნვიდიას კარტა GDDR7
19gio71 Posted July 22 Author Posted July 22 მადლობა გამოხმაურებისათვის. ბავშვი თამაშობს ძირითადად ფორზა 6 და გტა5 რპ ნექსუსზე. 4060 1080p. კიყოფნიდა ყველანაირად მაგრამ 2კ ზე მეხსიერება 8 გბ. ალიმიტებს, ამიტომაც გადავწყვიტე ყიდვა. 5070 მირჩევნია მაგრამ ეს 12 გბ. რა უბედურებაა ახლო მომავალში ალბათ ეგეც მინიმალურია 2კ ზე. ამდ 16 უფრო მომხიბლავია თუ წარმადობაც იგივე ან მეტი აქვს მაგრამ რავი პრობლემური ან ზედმეტად ცხელი ხომ არ იქნება? რაიმე სერიოზულ პროგრამაში სამუშაოდ არ გვინდა. ამდ ში რომელიმე კონკრეტული მწარმოებლის ბარათს ხომ ვერ მირჩევთ?
George Posted July 22 Posted July 22 ASUS Prime OC არ უნდა იყოს ცუდი ვარიანტი, Sapphire NITRO+ / ASRock Taichi უფრო ელიტური მოდელებია ახალი ATX 3.1 კვებებისთვის, თუმცა ეგ უფრო XT მოდელებში, დიდი კულერი აქვს ასევე XFX Speedster MERC 310 (Mercury) მოდელზეც, ცალკე სტანდარტული 9070-ან Sapphire PULSE კარგი უნდა იყოს, XT უფრო მეტ ვატებს ჭამს, უფრო ძვირიანი მოდელებიდან Sapphire Pure და PowerColor Hellhound კიდე კარგი non xt მოდელებში
19gio71 Posted July 22 Author Posted July 22 მადლობა. ასუს ავიღებ მაშინ ისევ მაგრამ რასაც შევხედე არსი ჩვეულებრივი და EVO მოდელები ესევო 100 ლარით ძვირია. მოვიძიე ინფორმაცია და სადღაც კომენტარში წავაწყდი რომ ევო სამსუნგის ჩიპზეა და ნაკლებად ხურდება მაგრამ რამდენად რეალურია ეგ არ ვიცი..სხვა სერიოზული ინფო ევო ზე ვერსად მოვიძიე
Gogla1990 Posted July 22 Posted July 22 9 hours ago, 19gio71 said: პრობლემური ან ზედმეტად ცხელი ხომ არ იქნება? ვიდეოჩიპი აქვს ცოტა უცნაური ზომა/ფორმის და gpu და hotspot ტემპერატურებს შორის სხვაობა ძალიან დიდი აქვს უმეტეს ბარათზე, დანარჩენი უკვე კონკრეტულ მოდელებს გადახედე, ნუ ჯერ მაგის გამო მგონი არავის გაფუჭებია, მარა მაინც
19gio71 Posted July 22 Author Posted July 22 10 hours ago, George said: ASUS Prime OC არ უნდა იყოს ცუდი ვარიანტი სავარაუდოდ მაგ ვერსიას ვიყიდი 1 hour ago, Gogla1990 said: დანარჩენი უკვე კონკრეტულ მოდელებს გადახედე ASUS Prime OC ამ ვერსიას ვიყიდი ...TUF ვერსია მინდოდა მაგრამ ვერ მოვიძიე ნორმალურ ფასში მაღაზიებში...მირჩევნია მაინც მაღაზიის 2 წლიანი გარანტიით. მადლობა თქვენ რჩევისათვის
Gogla1990 Posted July 22 Posted July 22 1 hour ago, 19gio71 said: ASUS Prime OC ამ ვერსიას ვიყიდი რა ფასად ყიდულობ? XT-ს ვარიანტებიც არის 2400-2500 ლარებში და 9070-ში თუ 2000-ზე მეტს იხდი, კი ღირს დაფიქრება ბარემ XT-ზე
19gio71 Posted July 22 Author Posted July 22 1 hour ago, Gogla1990 said: 9070-ში თუ 2000-ზე მეტს იხდი, ხო ახლები მაგ ფასშია თითქმის . xt ვერსია კი ვნახე 2450 ლარად ახალი ასუსის მაგრამ რავი კი მენანება გადახდა ...5070ტი რომ იყოს მაგ ფასში სიამოვნებით გადავიხდიდი მაგრამ 9070 მგონი ყველანაირად გაუქაჩავს 2-3 წელი მაინც..მე პისი რუმში ვაპირებ ვიყიდო სხვა მაღაზიები არის რაიმე სადაც შედარებით იაფად იქნება ახალი გარანტიით..მე რაც ვნახე პისი რუმი ყველაზე ნორმალურია
Gogla1990 Posted July 22 Posted July 22 ალბათ ეს ხო? ახალი 2-ზე იაფად სხვა მაღაზიას რაც გადავხედე არ აქვს, ასე რომ კარგი ფასია
19gio71 Posted July 22 Author Posted July 22 კი კი ეგ შევარჩიე მანდვეა evo ვერსიაც 100 ლარით ძვირია რაც ინფო მოვიძიე ოდნავ კომპაქტირია და დიზაინშიც რაღაც მინიმალური სხვაობაა და მგონი არ ღირს 100 ₾ მეტის გადახდა
david_888 Posted July 25 Posted July 25 On 7/22/2026 at 5:46 PM, Gogla1990 said: ვიდეოჩიპი აქვს ცოტა უცნაური ზომა/ფორმის და gpu და hotspot ტემპერატურებს შორის სხვაობა ძალიან დიდი აქვს უმეტეს ბარათზე კონკრეტულად ამ პრაიმზე არც ისე იდი რაზნიცაა, 15-16 გრადუსი, წინა რადეონებზე 20-25 მქონდა ხოლმე
Gogla1990 Posted July 25 Posted July 25 @david_888 მომილოცავს ბარემ 13700-ც მიაყენე და კაი ხანი ხელის ხლება არ უნდა მაგ სისტემას ბრენდ/ვერსიას გააჩნია, ზოგმა მოარგო ნორმალურად რადიატორი, ზოგმა დაიკიდა და 30-35 გრადუსიანი სხვაობაა გპუ და ჰოთსპოტს შორის
david_888 Posted July 25 Posted July 25 10 minutes ago, Gogla1990 said: მომილოცავს გმადლობთ 10 minutes ago, Gogla1990 said: ბრენდ/ვერსიას გააჩნია, ზოგმა მოარგო ნორმალურად რადიატორი, ზოგმა დაიკიდა და 30-35 გრადუსიანი სხვაობაა გპუ და ჰოთსპოტს შორის თან ამაზე თერმოპასტა არ უსვია phase-change pad-ზეა და ალბათ ეგეც თამაშობს როლს
19gio71 Posted July 27 Author Posted July 27 მოკლდ ვიყიდე ეს ვიდეობარათი asus prime amd rx 9070 evo oc edition, ტემპერატურები როგორიც მეგონა არ ისე ცუდია, ეხლა გტა5 გაშვებული რპ სერვერზე და მშვენივრად გამოიყურება ტემპერატურის თემაში ბირთვის ტემპერატურა 65 ზემოთ არ ასულა და ჰოთსპოტიც სადღაც ეგრეა 5-8 გრადუსია ბირთვთან სხვაობა მეხსიერებაც 75 მაღლა არ ასულა არც ფორზა 6 და არც გტა 5 ში ძალიან მაღალ და ულტრა გრაფიკაზე 144ჰერცზე მაგრამ 1080p გაფართოებაზე . მგონი თან გამიმართლა სამსუნგის მეხსიერების ჩიპებზეა და ალბათ უფრო გრილია
david_888 Posted July 28 Posted July 28 9 hours ago, 19gio71 said: მოკლდ ვიყიდე ეს ვიდეობარათი asus prime amd rx 9070 evo oc edition, ტემპერატურები როგორიც მეგონა არ ისე ცუდია არც ისე ცუდი კი არა შეიძლება ითქვას რო იდეალური ტემპერატურები აქ ამ ბარათებს + ჩუმია შენ კიდე ეტყობა ნამეტანი სიცხეში გყავს (ან Q ბიოსზე)თორე ჩემი 100% ნაგრუზკაზე 57-ს ვერ აცდა პ.ს gpu z განაახლე თორე არაფერს არ გიჩვენებს მანდ
G1ORG1 Posted July 28 Posted July 28 გილოცავთ ბიჭებო, უკეთესების შეძენაში. ეხლა ვიდეოკარტები პროცესორებზე გრილებია, უკიღმაა ყველაფერი 1
19gio71 Posted July 28 Author Posted July 28 10 hours ago, david_888 said: პ.ს gpu z განაახლე თორე არაფერს არ გიჩვენებს მანდ ხო აბა არც დავკვირებივარ უბრალოდ მეხსიერების ჩიპის მწარმოებელი მაინტერესებდა....
david_888 Posted August 1 Posted August 1 On 7/25/2026 at 12:06 PM, Gogla1990 said: ბარემ 13700-ც მიაყენე და კაი ხანი ხელის ხლება არ უნდა მაგ სისტემას იტოგში ვიდეო ინდუსტრია ვერ ეწევა დროს ასკარად, აფსკეილერების გარეშე ფინთადაა საქმე ჩემი კარტა 1080-ზეც კი ვერ ქაჩავს ულტრას ნატივში, 2კ-ში ყველა თამაშე fsr იქნება საჭირო განა რა პრობლემაა მარა რატო?
Gogla1990 Posted August 1 Posted August 1 5 minutes ago, david_888 said: იტოგში ვიდეო ინდუსტრია ვერ ეწევა დროს ასკარად დაეწია დიდი ხანია და წინაცაა რეალურად, მაგრამ ვის აწყობს ეგ? იყიდო კარტა და ყველგან ყველაფერს ქაჩავდეს? არ გამოვა ეგ საქმე, ყოველთვის უკეთესის საჭიროება და სურვილი უნდა ქონდეს მომხმარებელს, თუ საჭიროა ძალით უნდა ქნა ისე რომ 5090-მაც კი დაიჩოქოს რათა 6090-ს დაელოდოს მომხმარებელი ცუდი ოპტიმიზაცია + 1-2 ისეთი პარამეტრი რომელიც არაფერს აკეთებს რეალურად, მაგრამ რესურსს ყლაპავს, ჩართავ, კადრში არაფერი ჩანს, მაგრამ ჰოპ და ვერ ქაჩავს, უკეთესი კარტა გინდა
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now