Jump to content

Recommended Posts

Posted

ამ პრობლემებს როგორ უმკლავდებით თამაშებში, მე პირადად ძალიან ბევრ თამაშზე მაქ ეგ პრობლემა. dlss-თავისთავად ვიყენებ, თორემ სხვაგვარად ძნელია დღესდღეისობით მაღალ გრაფიკაზე თამაში. რა პარამეტრებია რაც ამ პრობლემებს მაქსიმალურად აგვარებს, გრაფიკის რომელი სეთინგების დარეგულირება ეხმარება ამ პრობლემის გადაჭრას და რა პარამეტრებზე.

Posted

ნუ ინდივიდუალურათ იტვიკება ხშირათ თვითოეული თამაში სწორი პრესეტით, არის კიდე ცალკე DLSS დასააპდეიტებელი უტილიტებიც nvidia app გარეშე რომელიც ანახლებს DLSS დრაივერებს, ზოგ იგრებზე უფრო რთულია მაგეების დაფიქსვა, ზოგზე ნაწილობრივ სწორდება, მოქმედებს აგრეთვე კარტა-მონიტორის კომბინაციაც ხშირათ, თუმცა შენ ალბათ უფრო DLSS ფლიკერინგი,შიმერინგი და გოსტინგი იგულისხმე და არა მონიტორის მატრიცას რომ გოსტინგი აქვს თამაშებში ეგ, ისე ცალკე ფლიკერინგი იგრებში ოლედებზე ფრისინკიც თუ ჩართული გაქვს საკმაოთ რთულათ მოსარჯულებელია, ბოლომდე მგონი არც იფიქსება ეგ, თუმცა რაც მეტია ფპს მით უფრო ნაკლებათ ახურებსო

  • Upvote 1
Posted

DLSS ან AA ს სწორად შერჩევით ან resolution scaling ის გაზრდით ვასწორებდი ხოლმე თამაშებში. მარა არის თამაშები სადაც თვითონ დეველოპერებმა ჩააკუკეს და ვერ გაასწორებ მარტივად. მაგალითად ფორზა აიღე TAA ძალიან კარგად გამოიყურება ჩემთვის მარა იგივე ტექნიკა way of the hunter ში ისეთი იყო ჯობდა მართლა სვარკისთვის გეყურებინა. 

არის ასეთი არხი იუთუბზე hardware unboxed და ბევრი იყენებს მის სეთინგებს თამაშებში. ძირითადად გრაფიკას და პერფორმანსს აბალანსებს ხოლმე საკაიფოდ თავისი სეთინგებით და სხვები აკოპირებენ მარა სცადე იქნებ დაგეხმაროს.

Posted

არ მაქვს ეგ პრობლემები თამაშებში ან მე ვერ ვამჩნევ ან არ მაწუხებს. DLSS-ის ვიყენებ მეც.

Posted

უფრო სერიოზული პრობლემები თუ აქვს თამაშს რედიტზე იდება ხშირათ სწორი პრესეტები კონკრეტულ თამაშებზე, დასერჩვა უნდა უბრალოთ და იპოვი

Posted

სეთინგები დააბალანზე, dlss-ის დანიშნულება არაა რო 20 კადრიდან მოგცეს 60, დაბალ fps-ზე რო რთავ მაგას მერე ხდება განსაკუთრებით შესამჩნევი შიმერინგები და არტეფაქტები, ისე უნდა ქნა რო 50 კადრი მაინც გქონდეს ნატივში და მერე dlss-ც ნორმალურად იმუშავებს

Posted

გაიხარეთ, ვცდი გრაფიკის დარეგულირებას და იქნებ ვიპოვო კაი სეთინგები. ეს გრაფიკის არჩევაც საჩალიჩო გახადა ამ AI-მ რა :D

Posted

ეგრეა კი, თან ბოლომდე იდეალური გამოსახულება მაინც არ გექნება თუ მთლათ ჰაი ენდ კარტა არ გიყენია ან შედარებით დაბალ გაფართოვებაზე არ თამაშობ ბოლო იგრებს

Posted

ეგ კი არა ეხლა შევამჩნიე low texture problem დაემატა. საშინლად არის ბევრი ტექსტურა თამაშში. სხვადასხვა სეთინგები ვცადე თამაშის, ცალკე shader-წავშალე თამაშის და ახლიდან ჩავატვირთინე. windows-სეთინგებიდან VRAM-ლიმიტი მოვუხსენი. რავიცი ათასი რამე ვცადე და არაფერი არ შველის. სისტემა საერთოდ სხვა მაქ ეხლა RTX 5060ti 16gb I5 12600kf 32gb RAM DDR5 და SSD 1TB კვებაც ძაან კაი მაქ DEEPCOOL 800W gold+. hellblade-ზე მქონდა იგივე პრობლემა ადრე მაგრამ მაშინ 4060 8gb მქონდა და ძველი სისტემა უფრო. 4 საათი ვეჩალიჩე ამ Fidelity problem-ის გადაჭრას და საშველი არსაიდან ჩანს. რეპაკიც საკმაოდ დიდია 140გბ+, კომპრესირებული არაა როგორც გავარკვიე. HELLBLADE-ზე კიდევ ნაყიდი თამაში მქონდა მაშინ და დაკრეკილიც, ორივეზე ერთი შედეგი ქონდა, ანუ low Fidelity იყო.

აბა ეს საქმეა ეხლა? ვერაფრით ვერ ვაგვარებ. ერთ ფოტოზე დაწეული შარფნესი 0%, მეორეზე კი აწეული 100% რომ პრობლემა კარგად გამოჩნდეს.  არვიცი რამე სხვა დამატებით კიდე გზა თუ იცით ამ პრობლემის გადასაჭრელად.

sharpness 0%.png

sharpness 100%.png

აქ კიდე დავაპატარავე სურათი და იმდენად არ ჩანს როგორც მთლიანზე. მაგრამ ზემოთ მარჯვნივ რო კლდეა კი ხედავთ როგორცაა.

Posted
On 5/20/2026 at 10:01 PM, CRYPTO said:

 

აბა ეს საქმეა ეხლა? ვერაფრით ვერ ვაგვარებ. ერთ ფოტოზე დაწეული შარფნესი 0%, მეორეზე კი აწეული 100% რომ პრობლემა კარგად გამოჩნდეს.  არვიცი რამე სხვა დამატებით კიდე გზა თუ იცით ამ პრობლემის გადასაჭრელად.

sharpness 0%.png

sharpness 100%.png

აქ კიდე დავაპატარავე სურათი და იმდენად არ ჩანს როგორც მთლიანზე. მაგრამ ზემოთ მარჯვნივ რო კლდეა კი ხედავთ როგორცაა.

ეს თვითონ თამაშის პრობლემებია

On 5/20/2026 at 10:01 PM, CRYPTO said:

კვებაც ძაან კაი მაქ DEEPCOOL 800W gold+

რა იცი რო ძაან კაია, რომელი მოდელია

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.