Jump to content

Recommended Posts

Posted

გამარჯობა 🙂 გადავწყვიტე ნაწილ-ნაწილ ვიყიდო და ავაწყო თეთრი ფერის ბილდი. 

Lian Li O11 VISION COMPACT შევარჩიე ქეისი და რასაც ვუყურე ვიდოებში ყველაფერი ეტევა. 6 რევერსი ფანი და 2 ჩვეულებრივი ჭირდება გაგრილებისთვის თუ ზედა პანელს გამჭვირვალეს დავაყენებ.

2 ცალი 3 შეკვრიანი კომპლექტი დამჭირდება: CASE FAN LIAN LI UNI FAN SL-INF Wireless 120 REVERSE BLADE G99.12RSLIN1W3W.00 WHITE
ცალობაში - 2 ცალი ჩვეულებრივი ქულერი: CASE FAN LIAN LI UNI FAN SL-INF Wireless 120 G99.12SLIN1W1W.00 WHITE

  • Upvote 1
  • 2 weeks later...
Posted

ჩემი მაზერი არ გაწყობს ჰო ? კი აქვს თეთრი დეტალები, მაგრამ შავიც 😅

Posted
23 hours ago, majinboo said:

ჩემი მაზერი არ გაწყობს ჰო ? კი აქვს თეთრი დეტალები, მაგრამ შავიც 😅

თეთრი სლოტებით ვეძებ. Asus აპირებდა გამოშვებას და წესით დაადგამენ საშველს 2-3 თვეში. O11 ძალიან ლამაზი ქეისია და ვიდეობში ვნახე BTF ვერსიის დედა დაფებს და ვიდეო ბარათებს კაბელი უკანა მხრიდან უერთდება და წინიდან აღარც ჩანს. ეგენც კარგ ესთეთიკას იძლევა ბილდში.

Posted
8 hours ago, Type-X said:

წარმატებები 👍
რთული დრო დაგვიდგა ჰარდის ამბავში, განსაკუთრებით ოპერები + სსდ.
მე 9950x3Dზე მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე, ინტელის ახალ სოკეტს დაველოდები და მანამდე ყველა საჭირო ნაწილს შევიძენ 😅
ფულიც მჭირდება ხვალ-ზეგ და მაზერს მაგიტო ვყიდი, თან AMDც გადავიფიქრე და აღარ დაადგა საშველი 😤

  • Upvote 1
Posted

გაითვალისწინე რომ თეთრი უფრო მარტივად დაისვრება და მტვერიც უფრო მარტვივად დააჩნდება და უფრო ხშირად მოგიწევს წმენდა.

  • Upvote 1
Posted

ისე, ცუდი სისტემა არ გაქვს რაც ეხლა გაქვს. ერთი ვიდეო ბარათი მოიკოჭლებს მარტო. ვიდეო ბარათი რომ გამოცვალო, არაფერში არ დაგალიმიტებს ეგ სისტემა რაც გაქვს და ბევრად უფრო იაფადაც გამოხვალ.

  • Upvote 1
Posted
15 hours ago, majinboo said:

წარმატებები 👍
რთული დრო დაგვიდგა ჰარდის ამბავში, განსაკუთრებით ოპერები + სსდ.
მე 9950x3Dზე მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე, ინტელის ახალ სოკეტს დაველოდები და მანამდე ყველა საჭირო ნაწილს შევიძენ 😅
ფულიც მჭირდება ხვალ-ზეგ და მაზერს მაგიტო ვყიდი, თან AMDც გადავიფიქრე და აღარ დაადგა საშველი 😤

მე ეტაპობრივად ვფიქრობ აწყობას. ესე ერთიანად ფული არ არის საკმარისი. რაც დავთვალე 10-12 K მჭირდება. 7800X3D მემგონი ყველაზე კარგი ვარიანტია ფასი და პერფორმანსიდან გამომდინარე.

14 hours ago, Dean0770 said:

გაითვალისწინე რომ თეთრი უფრო მარტივად დაისვრება და მტვერიც უფრო მარტვივად დააჩნდება და უფრო ხშირად მოგიწევს წმენდა.

შავი ქეისი მაქვს ეხლა, მაგრამ 2 წელზე მეტია არ გამიწმენდია. ეხლა აღდგომის დასვენებეზე მქონდა თავისუფალი დრო და 2 დღე მოვუნდი დეტალურ წმენდას :) CPU ქულერი რაც მიწერია ეგ მეყენა და არ იხურებოდა ქეისის ცალი მხარე. ქულერი შევუცვალე და დავხურე ქეისი. იდეაში Compressed Air Duster უნდა ვიყიდო და გაწმენდის პრობლემაც მოიხსნება. 

12 hours ago, Dean0770 said:

ისე, ცუდი სისტემა არ გაქვს რაც ეხლა გაქვს. ერთი ვიდეო ბარათი მოიკოჭლებს მარტო. ვიდეო ბარათი რომ გამოცვალო, არაფერში არ დაგალიმიტებს ეგ სისტემა რაც გაქვს და ბევრად უფრო იაფადაც გამოხვალ.

ჩემს შემთხვევაში ყველაფერი დაძველებლია. 1200 სოკეტი აღარაა აქტუალური დიდი ხანია. მაქსიმუმ 11 თაობის პროცესორი დაყენდეს და ისედაც ბევრი სხვა ფაქტორია რის გამოც ვფიქრობ ახლის აწყობას. 5070 Ti, რომ დავაყენო ან 5060 Ti, პროცესორი მაინც დაალიმიტებს. ეგენი კიდევ ძალიან სუსტებია. ხალხი ახალ AC EVO-ს ვერ თამაშობს 100+ FPS-ით 2K-ზე მაქსიმალურ გრაფიკაზე. 

რაღაცნაირად ძალიან მომწონს ახალი ქეისების დიზაინი. ღიაა თითქმის ყველა და ლამაზი. თუ წყლის გაგრილებას პანორამული დისპლეი აქვს მშვენიერი ვიზუალით გამოვა კომპიუტერი. თბილისში ჯერ იშვიათია ეს პანორამული დისპლეები, ყოველ შემთხვევაში მე არ შემხვედრია აქაურ მაღაზიებში. ძირითადად ჩვეულებრივები აქვთ. ალბათ დრო უნდა და შემოიტანენ.

Posted
2 hours ago, Type-X said:

მე ეტაპობრივად ვფიქრობ აწყობას. ესე ერთიანად ფული არ არის საკმარისი. რაც დავთვალე 10-12 K მჭირდება. 7800X3D მემგონი ყველაზე კარგი ვარიანტია ფასი და პერფორმანსიდან გამომდინარე.

ზუსტად იგივე სიტუაციაში ვარ მეც, ნელ-ნელა მივყვები, ოპერები მაქვს მტერს და ავს 😅
ამ თვეშიც ვიხვრიტები საკაიფოდ, მარა მოვუყრი მაინც ახალ სოკეტამდე ყველაფერს თავს წესით, თავის მონიტორიანად 😅
შეიძლება ვიდეო დავიკიდო საერთოდ, მარა ისე ვარ გამწარებული ისიც შეიძლება 5090 ავიღო საერთოდ 😅

Posted

ანუ იმის თქმა მინდოდა რომ რამე ცოტა უფრო ძლიერი ვიდეო ბარათი რომ აგეღო, ეგ სისტემა კიდევ ბევრ თამაშს გათამაშებდა. სოკეტებს ნუ უყურებ. ეგრე ინტელი ძალიან მალე კლავს სოკეტებს. შეიძლება 1851 სოკეტზე ააწყო დღეს სისტემა და შემდეგ წელს ახალი თაობა გამოუშვას და შენი 1851 უკვე მკვდარი სოკეტი გახდეს. ცნობილია ინტელი მაგით. სოკეტებს ცხვირსახოცებივით ცვლის. თან როგორც ვხედავ 32გბ გაქვს ოპერატიული ეხლა. ახალ სისტემაზე ddr5 32გბ ძალიან ძვირი დაგიჯდება და თუ 5070ტი-საც იყიდი უკვე ძალიან დიდ ციფრებზე ახვალ. სისტემის აფგრეიდისთვის ეხლანდელი ერა ძალიან ცუდია. ყველაფერი გაძვირებულია კატასტროფულად. ნუ ფული თუ არაა პრობლემა, დააფგრეიდე მაშინ, მაგრამ შენი ეხლენდელი სისტემა არააა ცუდი დღევანდელი გეიმინგისთვის ვიდეო ბარათი რომ არ ჩავთვალოთ.

Posted
52 minutes ago, Dean0770 said:

ანუ იმის თქმა მინდოდა რომ რამე ცოტა უფრო ძლიერი ვიდეო ბარათი რომ აგეღო, ეგ სისტემა კიდევ ბევრ თამაშს გათამაშებდა

ბევრსაც ვერა, ჩაჯმულია უკვე პროცი ძაან ბევრ რამეს ვერ ქაჩავს

ცალკე ddr4-ა ჩაჯმულია

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.