Jump to content

Recommended Posts

Posted

https://store.steampowered.com/app/3764200/Resident_Evil_Requiem/

c6lv3gchu66g1.jpeg

თამაშის შესახებ:
გამოშვების წელი: 2026  წლის 26 თებერვალი
ჟანრი: Survival horror
შემქმნელი: Capcom
გამომცემელი: Capcom
პლატფორმა: PC
გამოცემის ტიპი: ლიცენზია
ენა: ENG-RUS
კრეკი:  (დროებით არ არის DENUVO )
ზომა: 74.04 GB

 

თამაშის შესახებ:

Resident Evil Requiem Capcom-ის ლეგენდარული Resident Evil სერიის ახალი თავია, რომელიც გადარჩენის საშინელებათა ჟანრის ახალ ერას იწყებს. თამაში მოთამაშეებს საშინელებათა ჟანრის საწყისებთან აბრუნებს, კლასიკური თამაშების ატმოსფეროს თანამედროვე ტექნოლოგიებთან და კინემატოგრაფიულ წარმოდგენასთან აერთიანებს. „Requiem for the Dead: A Nightmare for the Living“ არის ისტორია წარსულის შესახებ, რომელიც არ ივიწყება.

მოვლენები კიდევ ერთხელ გვაბრუნებს რაკუნ სიტის ტრაგიკულ მემკვიდრეობასთან — ქალაქთან, რომელიც 1998 წელს „ამბრელა კორპორეიშენთან“ დაკავშირებული ვირუსის აფეთქებით განადგურდა. ოფიციალურად, ინციდენტი „გაწმენდილია“ და ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. თუმცა, შუა დასავლეთში ახალი იდუმალი სიკვდილიანობა ძველ ჭრილობებს ხელახლა ხსნის.

წარსულის გაუკაცრიელების, დანაშაულის გრძნობისა და გაუხსნელი საიდუმლოებების ატმოსფერო ქმნის მკვრივ, დამთრგუნველ დაძაბულობას. დანგრეული ქალაქი არა მხოლოდ ფონად, არამედ კატასტროფის ცოცხალ სიმბოლოდ იქცევა, რომლის შედეგებიც მსოფლიოზე გავლენას ახდენს. სიუჟეტის ცენტრში არიან FBI-ის ანალიტიკოსი გრეის აშკროფტი და ბიოტერორიზმის ვეტერანი ლეონ ს. კენედი.


მინიმალური სისტემური მოთხოვნები:
OS: Windows 11 (64bit required)
PROCESSOR: Intel corei5-8500 / AMD Ryzen 5 3500
MEMORY: 16 GB RAM
VIDEO CARD: GeForce GTX 1660 6GB / Radeon RX 5500 XT 8GB
DirectX: Version 12


რეკომენდირებული სისტემური მოთხოვნები:
OS: Windows 11 (64bit required)
PROCESSOR: Intel Core i7-8700 / AMD Ryzen 5 5500
MEMORY: 16 GB RAM
VIDEO CARD: GeForce RTX 2060 Super 8GB / Radeon RX 6600 8GB
DirectX: Version 12

 

 

 

  • Upvote 1
Posted

ეხლა გეიმპლეის ვუყურებდი და არა ძმაო, მე ამის მთამაშებელი არა ვარ, ადვილზეც კი, ამის ნერვები სადა მაქ :D

ეს რა დასდევს ეს პატრონ........ 😆

Screenshot(1625).thumb.png.f46de25187d938ec69ada31e8d74d04a.png

ისე მაგარი რამე ჩანს, სერიოზული ნამუშევარია. მარა ნერვებს გავუფრთხილდები, გეიმპლეის ვუყურებ ღამე ფილმივით და ეგ იქნება (თან ამინდიც ისეთია) 😀

Posted

ჩავასწირე, თამაშის ლინკებს აღარ ვწერთ, მხოლოდ ოფ საიტებიდან, თორე შეიძლება ფორუმს პრობლემები შეექმნას. 

  • Upvote 1
Posted
5 hours ago, G1ORG1 said:

ჩავასწირე, თამაშის ლინკებს აღარ ვწერთ, მხოლოდ ოფ საიტებიდან, თორე შეიძლება ფორუმს პრობლემები შეექმნას. 

კარგი გიქნია გიო. ეგ საერთოდ არ მახსოვდა. ვიკიპედიის ლინკს დავდებ ხოლმე მარტო. სტიმის ლინკი ჯობია და ეგ დავლინკე

  • Upvote 1
Posted

ესე ჩანს ბნელ თემაზე. ფორმატირებაა გასასწორებელიimage.thumb.png.d92f40daea0857eaef61d4fd19646801.png

Posted

GOTY იგრააა ჯერ 1 სთ არაა რაც ვთამაშობ უეჭველი კანდიდატია კაკ მინ 

Posted

იმის მერე რაც მდედრობითი სტალკერი მოვკალი ფპს მა 60-70 დან 110-130 მდე აიწია :D

re ძრავას აშკარად მაგ მხრივ პრობლემები აქვს dragon dogma 2 საც თუ გავითვალისწინებთ გასაკვირი აარაა ეესეთი დაბალი კადრი კონკრეტულმა ან რამოდენიმე nps ს რომ გამოიწვიოს 

 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.