Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Genius-მა, მანიპულატორების და კომპიუტერული აქსესუარების ცნობილმა მწარმოებელმა, სულ ახლახანს გამოუშვა მოწყობილობა Ring Mouse-ი, რომელიც წარმოადგენს უკაბელო მაუსის ალტერნატივასა და პრეზენტაციების მართვის პულტს. მოყვანილობით, ის წააგავს მსხვილ ბეჭედს, რომელზეც განთავსებულია ორი ღილაკი და 1000 dpi-ს მქონე სენსორული ზედაპირი - კურსორის გადაადგილების უზრუნველსაყოფად. ამ დავალების ზუსტად ათვისებას კი, გარკვეული სიმარჯვეც სჭირდება.

გაჯეტს კომპლექტაციაში მოყვება მყარი ფუტლარი, მისი მოხერხებული ტრანსპორტირებისათვის და USB-გადამცემი, რომლის საშუალებითაც ხდება კომპიუტერთან დაკავშირება და ბრძანებების გადაგზავნა, 2.4 გჰზ სიხშირესა და 10 მეტრამდე მანძილზე.

5czmvWk3.jpg

EJ57c6wV.jpg

32DqHQDc.jpg

ჩაშენებული ლითიუმ-იონური აკუმულატორი კი იკვებება USB-პორტის მეშვეობით.

Ring Mouse-თან ერთად თანდართული პროგრამული უზრუნველყოფა უზრუნველყოფს მუშაობას Internet Explorer, Windows Media Player, Windows Picture, Fax Viewer და Adobe Reader-თან. მუშაობს Windows 7, Windows Vista და Windows XP ოპერაციულ სისტემებზე და მისი ღირებულება შეადგენს 70$-ს.

  • Upvote 2

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.