Jump to content

Recommended Posts

Posted

იაპონიის მაღაზიებში გაჩნდა პასიური გაგრილების მქონე Radeon HD 6770 - Gigabyte GV-R677SL-1GD, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აღნიშნული ვიდეობარათი წარმოადგენს Radeon HD 5770-ის რებრენდინგის შედეგად მიღებულ პროდუქტს, გასაკვირი აქ არაფერია, ასეთი სახის Radeon HD 5770 გაყიდვაში ჯერ კიდევ შარშანდელი ზაფხულიდან გაიშვა.

ახალი ნაწარმის ზომები შეადგენს 42 х 172 х 278 მმ-ს და უჩვეულო მოყვანილობით გამოირჩევა. ფართო რადიატორი, რომელიც სცილდება ბეჭდური სქემის ფარგლებს, შედგება სამი სექციისაგან, მათ შორის ძირითადს უკავშირდება ორი სითბური მილაკი და ამდენივე - დამატებითს.

24f863472b64.jpg

56d577284cf1.jpg

რასაკვირველია, ზემოაღნიშნულმა კონსტრუქციამ განაპირობა ვიდეობარათის სიგრძისა და სიგანის გაზრდა, ამიტომ, პირველ რიგში დარწმუნდით, რომ მის განსათავსებლად სისტემაში საკმარისი ადგილი მოგეპოვებათ.

მეხსიერების მიკროსქემები PCB-ის მეორე მხრიდან, არანაირი რადიატორებით არ არის დაფარული.

cJOWe9IV.jpg

პროდუქტი მუშაობს უცვლელ სიხშირეებზე - 850/4800 მჰზ-ზე და აღჭურვილია 1 გბ GDDR5 მეხსიერებით. გარდა ამისა, მას ასევე გააჩნია სრული ზომის მქონე HDMI, DVI და DisplayPort გასასვლელები. ღირებულება იაპონურ მაღაზიებში 186$-ს აღწევს.

  • Upvote 8
Posted

კარგი რამეა :)

ერთი ისაა, ზედმეტი "წანაზარდი" რომ აქვს რადიატორს, ვიდეო ზომაში იმატებს და საოფისედ, კომპაქტურ სისტემებში არ ივარგებს.

Posted

ძლიან მაგარია

მაგას რამე კარგი 120მმ ფენი დაუმაგრე და ჰაერზე მაქსიმუმს შეძლებ

ფასი მეძვირება ცოტა

Posted (edited)

ძლიან მაგარია

მაგას რამე კარგი 120მმ ფენი დაუმაგრე და ჰაერზე მაქსიმუმს შეძლებ

ფასი მეძვირება ცოტა

მართალი ხარ, ეგ უნდა დამეწერა :D :D :)

წინიდან 120მმ გაუშვი და უკნიდანაც ერთი პატარა და იქნება ძაან გიჟი :D :D

Edited by IkaMac
Posted

ესენი ხო ყველაფერში განსხვავებულები უნდა იყვნენ რა :SNEMOTICON13:

Posted

ესენი ხო ყველაფერში განსხვავებულები უნდა იყვნენ რა :SNEMOTICON13:

D.gif ჰო და იმედია ფუკუშიმას გაგრილების კოპიო არ არის !

  • 2 months later...
Posted

ASUS HD 6770 DirectCu Silent Graphics Card http://guru3d.com/news/asus-hd-6770-directcu-silent-graphics-card-/ კიდე ერთი 6770 პასიური გაგრილებით

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.