Jump to content

Recommended Posts

Posted

რჩევა დედა დაფა, პროცესორი, ოპერატიული

გამარჯობა. რამდენად გაიყიდება ჩემი სისტემა დაახლოებით, კორსაირის ქულერების გარეშე. 1500 ლარი ?
 

  • CPU i7 10700 2.90 GHz
  • Cooler Zalman CNPS17X
  • MoBo Z490 AORUS ELITE
  • GPU GTX 1060 ARMOR
  • RAM RGB White 32 GB
  • SSD M.2 SSD 1 TB
  • PSU FSP HYDRO G 750W
  • Case KENDOMEN RD
Posted

1500 თუ არა 1300 ლარში მაინც უნდა წავიდეს წესით მსგავსი ტიპის სბორკა, მაგაზე იაფათ მემგონი ცოდოა უკვე, ნუ ცალკე კარტა სადღაც 300 ლარის ფარგლებში ჯდება მაინც ეხლა მიუხედავათ უფრო სკრომნი VRAM აბიომის, შენი 6გბ თუ 3, სადღაც 50 ლარია მაგ ორს შორის სხვაობა ფასში მგონი მაიმარკეტზე ეხლა, 1300-1400 ლარში უნდა გაიყიდოს იდეაში სულ მცირე ალბათ თუ გაგიჭირდა 1500 ლარათ გაყიდფვა

  • Thanks 1
Posted
17 minutes ago, George said:

1500 თუ არა 1300 ლარში მაინც უნდა წავიდეს წესით მსგავსი ტიპის სბორკა, მაგაზე იაფათ მემგონი ცოდოა უკვე, ნუ ცალკე კარტა სადღაც 300 ლარის ფარგლებში ჯდება მაინც ეხლა მიუხედავათ უფრო სკრომნი VRAM აბიომის, შენი 6გბ თუ 3, სადღაც 50 ლარია მაგ ორს შორის სხვაობა ფასში მგონი მაიმარკეტზე ეხლა, 1300-1400 ლარში უნდა გაიყიდოს იდეაში სულ მცირე ალბათ თუ გაგიჭირდა 1500 ლარათ გაყიდფვა

მადლობა 🙂 ისე, რომელ სოკეტზე ჯობია ეხლა აწყობა 1700-ზე თუ 1851-ზე ? ამას, რომ გავყიდი ნაწილ-ნაწილ მომიწევს ყიდვა. წყლის გაგრილებაზეც მინდა გადასვლა. 5000-6000 ლარის ბიუჯეტში i9-ზე და 1700 სოკეტზე, ხომ ვერ მირჩევ რაიმე სისტემას ? მხოლოდ სისტემური ბლოკი. 

მე ამას ვფიქრობ და რაიმე უკეთესი ვარიანტი თუ არის განვიხილავ.

CPU - i9-14900KS
Cooler - წყლის გაგრილება RGB სასურველია
MoBo - MSI TOMAHAWK Z790 DDR5
GPU - 5070 Ti 
RAM - DDR5-ზე კორსაირი რომელიმე RGB განათებით 
SSD M.2 - 990 PRO 1TB
PSU - არ ვიცი, ალბათ 850W მეყოფა
Case - ლიანლის ვფიქრობ

Posted

LGA 1851 სათამაშოთ ultra 200 პროცესორები ისეთ კარგ ფორმაში არ არიან მაინც, სხვა რაღაცისთვის ძლიერია, გეიმინგში ისეთი მძლავრი არაა, i9 კი გათამაშებს, მაგრამ რამე დიდი უპირატესობა 14700K არა აქვს ეგეთს დიდათ, Core Ultra 9 285K უფრო დაბალანსებულია საერთო-წარმადობა გეიმინგის მხრივ მაინც, ეგ ახალი მარტო დდრ5-ზეა, ძველი დდრ4-ზეც შეიძლება ამუშავო 1700 სოკეტზე, თუმცა უკვე დდრ5-ზე ჯობია ისიც ააწყო, ნუ სწორი ტვიკებით ახალს კიდე ემატება გეიმინგში წარმადობა და კიდე უფრო მცირე ჩამორჩენა ექნება, დეფოლტზე უფრო ნელია 6-7% 14900K თამაშებში, მაგრამ ეგ პროცესორი უფრო ცხელია და ადვილათ შეიძლება მარილზე გავიდეს, ახალს ეგ პრობლემა ნაკლებათ აქვს ნორმა გაგრილებით, საშვალოთ წარმადობით ახალი 15% მძლავრია ძველზე, გეიმინგში კი მაინც უფრო სუსტი, თუმცა 15% სხვაობა არაა რა თქმა უნდა მაგის ნახევარი იქნება მაქსიმუმ და განსაკუთრებით იმის კვალობაზე რომ 14900K უფრო მეტი ყურადღება ჭირდება რომ არ გავიდეს მარილზე შეიძლება ჯობია რომ ინტელზე თუ აწყობ უკვე Core Ultra 9 285K იფიქრო, მაგას არა აქვს ეგ პრობლემა და რაზგონიც არ ჭირდება დიდათ, ზედმეტათ რაზგონდებოდა ძველი მიკროკოდით 14700K და ეგ აძრობდა სულს, დეგრადაცია ეწყებოდა მაგის შემდეგ მაღალი ვოლტაჟით რომ მუშაობდა მაღალ ჩასტოტებზე, ბოლო მიკროკოდით თითქოს 5700MHZ უკვე სტაბილურათ გაზავსო ეგეც, მითუმეტეს რამე კარგ 360 წყლის გაგრილებაზე, ისე მე 7000MHZ მაღალ ჩასტოტიან რამებს არ ავიღებდი, სერიოზულ მაზერებზეც კი ამდ და ინტელი ხშირათ ვერ ადის მაგაზე მაღლა და არ ღირს მაგაში ძალიან ბევრის გასროლა და თუნდაც 8400 ან ეგეთი ჩასტოტიანი კიტის დათრევა, მაგას ჯობია აბიომი აიღო უფრო მეტი, ნუ მინიმუმ 64 ან შეიძლება 96 დაჟე, ჩვენთან მაღაზიაში ძვირათ ყიდიან მასეთ სბორკებს ეხლა შევიხედე და 6000 ლარიო სეილით მაგ i9-285k ultra-ში https://mymarket.ge/pr/32587327/teqnika/kompiuteruli-teqnika/desktop-kompiuteri/Intel-Core-Ultra-9-285K-Z890-RAM-32GB-RTX-5070-SSD-1TB-/?OfferType=VipPlus სხვაგან მაგაზე ძვირიც იქნება, ხელზე უფრო იაფში გამოხვალ რაც არ უნდა იყიდო მაინც მაიმარკეტზე ან ფორუმ.ჯი-ზე, ჩვენთანაც ყიდიდენ მთლიან სბორკებს, თუმცა ბოლოს არ ვიცი ვის რა აქვს გაყიდვაში ეხლა, ისე ცალკე ეგ პროცესორი სადღაც 1650 ლარში არის მაიმარკეტზე, შეიძლება უფრო იაფათაც იშოვო, კარტას მე 16გბ VRAM გირჩევდი თუ უფრო სერიოზულ გეიმინგს აპირებ, მონიტორის გაფართოვებასაც აქვს მნიშვნელობა 2k სხვა წარმარობა აქვს 1080P სხვა მაინც, 2k 16gb ნაკლები VRAM აღარ ღირს ეხლა კარტის დათრევა, ანუ თუ აღებაა 5070Ti უნდა აიღო ნვიდიას კარტებიდან და არა 5070, ან 4070Ti super და არა 4070Ti 12GB VRAM-ით, აქვს მაგას მნიშვნელობა ახალ თამაშებში და მაგიტომ, პირველი სადღაც 3000 ლარს არტყამს გააჩნია სად აიღებ და რომელ მოდელს, მეორე უფრო 2500 ლარს ალბათ ეხლა მაიმარკეტზე გაუხნსელები ეგ, ნუ 1700 სოკეტზე უფრო იშოვი მსგავს სბორკას, აგერ ყიდის ერთი 4800 ლარათ ესეთს ახალივითო უწერია https://mymarket.ge/pr/34257818/teqnika/kompiuteruli-teqnika/desktop-kompiuteri/kompiuteri-i5-14600k5070Ti32GB-RAMZ690-MB2TB-m21000W-PS/?OfferType=Basic მანდ ბანალურათ პროცესორს უფრო მძლავით ჩაანაცვლებ და ბევრის დამატება აღარ დაგჭირდება, 6000 ლარში კი ჩაეტევი თავისუფლათ, რამის გაორმაგებაც შეგიძლია, არაა აუცილებებლი ზუსტათ ეგეთი აიღო, უბრალოთ გირჩიე მაგალითის პონტში და ფასებსაც გადავხედე რა ხდება მაიმარკეტზე, მანდ ბანალურათ უფრო პროცესორი გჭირდება შედარებით უფრო მძლავრი თუ ვიდეოკარტა მაგის მიხედვით უნდა ააწყო ახალი სისტემაც, თუმცა დაბალანსებული ვარიანტი მოგივა კი 6000 ლარის ფარგლებში

  • Like 1
  • Thanks 1
Posted

თუ ახალს ყიდულობ ინტელი რად გინდა ააწყვე ამდს 8 ბირთვიანი 3დ ქეშით.

  • Upvote 1
Posted

მოგდის ამდ-ზეც მაგ ფასში თავისუფლათ, რამე ასეთი თუნდაც https://mymarket.ge/pr/33590028/teqnika/kompiuteruli-teqnika/desktop-kompiuteri/AMD-Ryzen-9-7900X--RTX-4070-ti-SUPER/?OfferType=Basic ისევ და ისევ მაგალითის პონტში დავაგდე ეგ ლინკიც, შენ შეგიძლია უფრო კარგი ვარიანტი იშოვო, ან კარტაც ამდ აიღო თუ ნვიდია გეძვირება, აი ეს მგონი მაგას ჯობია დაჟე https://mymarket.ge/pr/33937765/teqnika/kompiuteruli-teqnika/desktop-kompiuteri/aqcia-AMD-Ryzen-9-7900X3D-RAM-32GB-RTX-4080-16GB/?OfferType=Basic Core Ultra 9 285K უფრო რენდერებზე ამართლებს მაინც, сreativity, video editing და მსგავსი რაღაცეები, მანდ მართლა ძლიერია და არ დაიჩაგრება არცერთ ეხლანდელ პროცესორთან დიდათ, ცალკე გეიმინგში ვერაა ისეთ ჯანზე როგორც ამდ ან დაჟე 14900k ინტელი, Content Creators აქებენ მაგ პროცესორს საკმაოთ, წინა თაობას კარგათ ჯობიაო ეგ ახალი, ცალკე გეიმინგში ამდ 8 ბირთვიანიც კი ძალიან ძლიერია ryzen 7 9800X3D, ან მაგის შემდეგ მცირე მატებას დებს მაინც იგივე ryzen 9 9900X3d 12 ბირთვიანი, დაჟე ჯობია კიდეც 12 ბირთვიანს რამდენიმე %, უბრალოთ 12 ბირთვიანი ერთი 10% მძლავრია სხვა რაღაცეებში უკვე დამატებითი ბირთვების ხარჯზე, ჩისტა გეიმინგში ტოპია ryzen 7 9800X3D, მაგრამ მაინდ ისიც გასათვალისწინებელია რომ იგივე წინა სერიის ryzen 7800X3d-ან მიზერული უპირატესობა აქვს ცალკე გეიმინგში, თუმცა საერთო წარმადობა გაიზარდა ერთი 10-15% საშვალოთ ალბათ, წინა სერიაზე უფრო კარგი ლატენტურობა აქვს თან ოპერებზე, თავიდან სხვაობა ლამის 20% არტყამდა ეხლა არ ვიცი ბოლო აპდეიტებით რა ხდება უკვე, ეგ უშლის ხელს ახალს წინა პროცესორს უფრო დიდი ატრივით გაუსწროს თამაშებში მაინც

Posted
1 hour ago, George said:

ნუ ცალკე კარტა სადღაც 300 ლარის ფარგლებში ჯდება მაინც

300 ლარი 1080 ღირს

Posted

ნუ ერთს უდევს ჯერ კიდევ ასუს როგი 270 ლარათ 6გბ, 240-260 ვნახე რამდენიმე 6გბ 3 ფანიანი ვერსიები, 220 იყიდი შედარებით უბრალო 6გბ, 3გბ მაგაზე იაფათ იქნება უკვე, თუმცა ეგ სბორკა 1500 ლარი  თუ არა 1300 მაინც ჯდება, შეიძლება ცალ-ცალკეც ჯობდეს გაყიდვა თუ ერთად არავინ წაიღო

Posted

მე უფრო ცალ-ცალკე ყიდვას ვაპირებ და მერე ჩემით აწყობას. პირველ რიგში მაზერი, პროცესორი და ოპერატიული მჭირდება. აქაურ მაღაზიებში რომელ მოდელებს მირჩევთ ? Intel მხოლოდ. 

Posted

ისე მაღაზიაში თუ i9-285k იღებ პროცესორი ყველაზე იაფათ აქ ქონიათ ეხლა რომ ვათვალიერებ https://gaming-laptops.ge/product/intel-core-ultra-9-285k-2/ მაზერები,კულერები და კვების ბლოკები ბევრგანაა საკმაოთ მაინც, როგორც სსდ-ი, ადაშოპში და ივერში აქვთ ხოლმე იაფათ კულერები და კეისები, ხანდახან მაზერებიც, ოპერები გაძვირდა და სადმე თუ მიაგნებ იაფათ შედარებით უკვე კარგი იქნება, დროებით გაძვირებულია AI ბუმის გამო დდრ5 კიტები, დედა დაფა ეს ვნახე ივერსში ასუსის https://yversy.ge/collections/დედა-დაფები/products/asus-tuf-gaming-z890-plus-wifi-lga1851-4xddr5-pcie-5-0-hdmi-dp-wi-fi7-bt5-4-lan-2-5gb-90mb1iq0-m0eay0 არის რამდენიმე კულერი მანდვე, თუნდაც ესეთი https://yversy.ge/collections/ქულერები/products/ld360-deepcool-universal-cpu-cooler-4-pin-pwm-rgb-led-amd-am5-am4 კეისებიც ნაირნაირი აქვთ მანდ, რომელიმე შეარჩიე რასაც გაწვდები არის ყველა ტიპის კეისი https://yversy.ge/collections/ქეისები ოპერების აღება ხელხეც შეიძლება, აქაც ყიდიდენ ხშირათ, თუმცა ეხლა არ ვიცი რეები დარჩათ კიდე გაყიდვაში თემებს გადახედე ყიდვა-გაყიდვის განყოფილებაში, ხშირათ იყო კარგ ფასებში ძალიან ახლებიც და like new ვარიანტიც, უფრო იაფათ ვიდრე მაღაზიაში აქვთ, კვება მანდ მარტო 850 ვატიანი დიპკული აქვთ შედარებით ნორმალური ვარიანტი, თუმცა ჯობია ბარემ 1000 ვატიანი დაგეთრია ზაპასი რომ დაგრჩეს,1000 ვატიანები ადაშოპში აქვთ https://adashop.ge/product/65fd592532a752abcf57c84f ოპერები არ ვიცი რამდენათ ღირს ეხლა 8000mhz კიტების დათრევა, მემგონი 6400 საკმარისია მაღაზიაში მაინც ძვირია უფრო ადაშოპში მარტო კინგსტონები ვნახე გეიმერული 64გბ კიტები https://adashop.ge/product/66e3f464d5643628a3c7e474 სსდ-იც ბევრგანაა მანდ ესეთია შედარებით იაფათ https://adashop.ge/product/642ac0c52204ab192845185a პაჭა-პუჭა მაღაზიებში რამი და სსდ უფრო იაფათაა მაინც ვიდრე ცნობილ დიდ მაღაზიებში თბილისში

  • Thanks 1
Posted
32 minutes ago, George said:

ისე მაღაზიაში თუ i9-285k იღებ პროცესორი ყველაზე იაფათ აქ ქონიათ ეხლა რომ ვათვალიერებ https://gaming-laptops.ge/product/intel-core-ultra-9-285k-2/ მაზერები,კულერები და კვების ბლოკები ბევრგანაა საკმაოთ მაინც, როგორც სსდ-ი, ადაშოპში და ივერში აქვთ ხოლმე იაფათ კულერები და კეისები, ხანდახან მაზერებიც, ოპერები გაძვირდა და სადმე თუ მიაგნებ იაფათ შედარებით უკვე კარგი იქნება, დროებით გაძვირებულია AI ბუმის გამო დდრ5 კიტები, დედა დაფა ეს ვნახე ივერსში ასუსის https://yversy.ge/collections/დედა-დაფები/products/asus-tuf-gaming-z890-plus-wifi-lga1851-4xddr5-pcie-5-0-hdmi-dp-wi-fi7-bt5-4-lan-2-5gb-90mb1iq0-m0eay0 არის რამდენიმე კულერი მანდვე, თუნდაც ესეთი https://yversy.ge/collections/ქულერები/products/ld360-deepcool-universal-cpu-cooler-4-pin-pwm-rgb-led-amd-am5-am4 კეისებიც ნაირნაირი აქვთ მანდ, რომელიმე შეარჩიე რასაც გაწვდები არის ყველა ტიპის კეისი https://yversy.ge/collections/ქეისები ოპერების აღება ხელხეც შეიძლება, აქაც ყიდიდენ ხშირათ, თუმცა ეხლა არ ვიცი რეები დარჩათ კიდე გაყიდვაში თემებს გადახედე ყიდვა-გაყიდვის განყოფილებაში, ხშირათ იყო კარგ ფასებში ძალიან ახლებიც და like new ვარიანტიც, უფრო იაფათ ვიდრე მაღაზიაში აქვთ, კვება მანდ მარტო 850 ვატიანი დიპკული აქვთ შედარებით ნორმალური ვარიანტი, თუმცა ჯობია ბარემ 1000 ვატიანი დაგეთრია ზაპასი რომ დაგრჩეს,1000 ვატიანები ადაშოპში აქვთ https://adashop.ge/product/65fd592532a752abcf57c84f

მემგონი დედა დაფის სურათი ივერსს შეცდომით უდევს: ASUS TUF GAMING Z890-PLUS WIFI LGA1851 (90MB1IQ0-M0EAY0) მოდელი ესაა: asus მანდ შავი სურათი უნდა ედოთ წესით ესეთი
90mb1iq0-m0eay001-6306-49-750x1000.webp

Posted

კი ეგრეა მანდ ეს მოდელია სკრინზე: https://www.asus.com/motherboards-components/motherboards/tuf-gaming/tuf-gaming-z890-pro-wifi/ ეგენი კი ალბათ ამას ყიდიან https://www.asus.com/motherboards-components/motherboards/tuf-gaming/tuf-gaming-z890-plus-wifi/ არც ეგაა ცუდი, თუმცა ის ჯობია მაინც, ისე ეგ თეთრი ადაშოპში ქონიათ მაგრამ მაგაზე ძვირი ადევს უკვე https://adashop.ge/product/67ac3e2d1fc13f1fc04cd32f ის იაფიანიც ქონიათ მანდ ოდნავ უფრო იაფათ https://adashop.ge/product/68a87c507afa0b8172197ff0 48გბ კიტებიც არის 7000მჰზ პატრიოტები ისე ჩვენთან გაყიდვაში https://allmarket.ge/ka/product/355340-operatiuli-mekhsiereba-patriot-pvx548g70c32k-viper-xtreme-5_-48gb_-ddr5-udimm_-7000mhz

  • Thanks 1
Posted

თუ საიდუმლო არაა, ინტელზე აწყობა რატომ გინდა? 2025-ში ინტელის კომპიუტერს მარტო ინტელის თანამშრომელი თუ ააწყობს ალბათ ;დ 

Posted

AMD-ზე ააწყე რაღადროს intel-ა ისე ჩამორჩა ((

Posted
8 hours ago, pirali said:

თუ საიდუმლო არაა, ინტელზე აწყობა რატომ გინდა? 2025-ში ინტელის კომპიუტერს მარტო ინტელის თანამშრომელი თუ ააწყობს ალბათ ;დ 

მიჩვეული ვარ უბრალოდ ინტელს. მე, რომ ეხლა Samsung-ის მობილურიდან (ანდროიდიდან) iphone-ზე გადავიდე იგივე გამოვა :) 

7 hours ago, მათე said:

AMD-ზე ააწყე რაღადროს intel-ა ისე ჩამორჩა ((

ყველა მაგას მეუბნება, მაგრამ მე მაინც ინტელზე ავაწყობ. პურველი დედა დაფა და პროცესორი მინდა ვიყიდო. ერთადერთი 1700 სოკეტსა და 1851 შორის ჯერ ვერ გადავწყვიტე. მგონი ჯობია 1700-ზე ავიღო რამე top დედა დაფა და i7 ან i9 პროცესორი. მე ერთი 4-5 წელი მაინც მეყოფა.

Posted

იქნებ ეს დაგეხმაროს გადაწყვეტილების მიღებაში ))

1200 MHZ-თ ნელი RAM-თ ნახე რამდენად ასწრებს მაინც AMD მაგ ინტელს. X3d gaming-ში must have-ა და amd-ები ბევრად ენერგოეფექტურები არიან 220W vs 95W და მაინც 20-40%-თ სწრაფი იყო AMD, ანუ გრილიც იქნება თავისთავად ამოდენა ენერგომოხმარების სხვაობის გამო. სოფტით უკეთაა ოპტიმიზირებული იმიტომ რომ დღემდე ნორმალურად ვერ მუშაობს იმ ინტელის სუსტი ბირთვები. 24 core რომ უწერია იმ ინტელს რეალურად 8 აქვს მხოლოდ ძლიერი დანარჩენი სუსტია 16. არც avx512 აქვს, მაგ სუსტი ბირთვების გამო და პლიუს დიდი ენერგიის მოხმარების გამო რაც ინტელმა ვერ გამოასწორა და ამოიღეს თავიანთი პროცესორებიდან. სოფტში სადაც ეგ გამოიყენება კიდევ უფრო დიდია სხვაობა.

 

ერთადერთი ოთახის გათბობა თუ გინდა ინტელი ჯობია :D

  • Upvote 2
Posted

სალამი ლექსო. ეს ის გარდამტეხი მომენტია როცა amd ობიექტურად მართლა სჯობს სუფთად გეიმინგისთვის. ერთადერთი ultra სერია ინტელის უპირატესია AI მოდულის გამო შესაბამის ამოცანებში. თუ მაგით არ ხარ დაკავებული უაზრობაა 1851 სოკეტზე გადასვლა. საბოლოოდ რაციონალურობას თუ დავიკიდებთ გემოვნების ამბავია. გისწორდება და ვსო. ზოგადად ეს "მინდა" ძაან ლეგიტიმური უფლებაა :D 

p.s თუმცა მე პირიქით iphone-დან samsung-ზე გადმოვედი როცა ჩავთვალე რომ ასე იყო ოპტიმალური და უკან iphone-ზე დაბრუნებაც არ იქნება პრობლემა საწინააღმდეგო არგუმენტი თუ მექნება.

  • Upvote 1
Posted
3 hours ago, Type-X said:

მიჩვეული ვარ უბრალოდ ინტელს. მე, რომ ეხლა Samsung-ის მობილურიდან (ანდროიდიდან) iphone-ზე გადავიდე იგივე გამოვა

პროცესორს რა მიჩვევა უნდა, ანდროიდი და აიოესი განსხვავებული ოპერაციული სისტემებია თავის +- და ნიუანსებით, მეც ანდროიდის მომხმარებელი ვარ და ნაჩუქარიც არ მინდა აიფონი, მარა პროცესორი ცოტა სხვა რამეა, რომელიც ჯობია ის უნდა იყიდო, გამოყენებაში განსხვავება არაა და არც აწყობა გაგიჭირდება, ერთი ჩორტია

მე ამდ-ც ხშირად მქონია მე-2 მე-3 თაობის რაიზენები მქონდა, ბოლო 3 ზბორკა ინტელი მაქ, მარა აწი თუ შევცვალე ამდ-ს ავიღებ

ზოგადად ფასი/წარმადობა საითაც ჯობია ის უნდა იყიდო

  • Upvote 2
Posted

i5 14600 მგონი ყველაზე კარგი ვარიანტია, ამდ ძალიან ძვირი ჯდება, ევროპაში ცეცხლი უკიდია :xelitavi:

  • Upvote 1
Posted
4 hours ago, Type-X said:

მიჩვეული ვარ უბრალოდ ინტელს. მე, რომ ეხლა Samsung-ის მობილურიდან (ანდროიდიდან) iphone-ზე გადავიდე იგივე გამოვა :) 

ყველა მაგას მეუბნება, მაგრამ მე მაინც ინტელზე ავაწყობ. პურველი დედა დაფა და პროცესორი მინდა ვიყიდო. ერთადერთი 1700 სოკეტსა და 1851 შორის ჯერ ვერ გადავწყვიტე. მგონი ჯობია 1700-ზე ავიღო რამე top დედა დაფა და i7 ან i9 პროცესორი. მე ერთი 4-5 წელი მაინც მეყოფა.

რავი, შენი საქმის შენ იცი, მაგრამ 2025-ში ინტელის აწყობა არის ფულის გადაყრა ჩვეულებრივად. ამაზონზე შედი ტოპ გაყიდვად პროცესორებში, პირველი 12 ადგილი აემდეს პროცესორებს უკავია :)

  • Upvote 1
Posted
5 hours ago, MaKaSaRa said:

სალამი ლექსო. ეს ის გარდამტეხი მომენტია როცა amd ობიექტურად მართლა სჯობს სუფთად გეიმინგისთვის. ერთადერთი ultra სერია ინტელის უპირატესია AI მოდულის გამო შესაბამის ამოცანებში. თუ მაგით არ ხარ დაკავებული უაზრობაა 1851 სოკეტზე გადასვლა. საბოლოოდ რაციონალურობას თუ დავიკიდებთ გემოვნების ამბავია. გისწორდება და ვსო. ზოგადად ეს "მინდა" ძაან ლეგიტიმური უფლებაა :D 

p.s თუმცა მე პირიქით iphone-დან samsung-ზე გადმოვედი როცა ჩავთვალე რომ ასე იყო ოპტიმალური და უკან iphone-ზე დაბრუნებაც არ იქნება პრობლემა საწინააღმდეგო არგუმენტი თუ მექნება.

გამარჯობა ვანო. BMW და Mercedes-ის ამბავია ჩემთვის, უკეთესად ვერ ავხსნი 😀 მინიმუმ I5 14700KF ან I9-14900KS, I9-14900KF. აქედან რომელიმე პროცესორია მაქვს იდეაში. 1851 სოკეტი ჯერ ძვირია და მემგონი 1700 მე კაი ხანი მეყოფა 🙂 

რამე ვერსიები თუ გაქვთ ამ სამი ნაწილის დამიწერეთ კიდევ და გავითვალისწინებ. ყოველ თვე თითო თითოს ვიყიდი და მერე ამასაც მივაყიდი.

 

Posted

ნუ 14600 ბევრათ იაფში გამოხვალ ვიდრე i9-285K თუ დაითრიე მართლა, ლამის 1000+ ლარიანი სხვაობაა მეტი თუ არა მგონი 5000 ლარშიც ჩაეტევი თავისუფლათ ალბათ, კარტაც რომ შედარებით ნორმალური დაითრიო ჰაი ენდის გარდა რაც მოგივა ეხლა, თუ უფრო ძლიერს დაითრევ მაგ სერიიდან, ეგრევე მიკროკოდის განახლება აჯახე და ბიოსის, მანდ დაფიქსეს გადახურების პრობლემა, 360მმ წყალიც არ აწყენს ეგეთს მაგის შემდეგ, ჰაერის გაგრილება ეგეთს ნამდვილათ არ ეყოფა უკვე ყველაზე ძლიერიც კი, მიკროკოდის განახლების შემდეგ 14900K 5.7GHZ გაზავსო წყალზე ხალხი წერს ვისაც აქვს ეგ პროვესორები, მაგრამ არაერთი განახლება გამოვიდა რასაც ქვია და ძლივს რაღაცა გააუმჯობესეს მგონი რასაც ვუყურებ, ანუ ეგრევე თუ გაანახლებ იდეაში აღარაფერი მოუვა უკვე, თუ აცლი შეიძლება სანამ დააპდეიტებ მანამდე დაგისტუკოს უკვე, აი ეგრე უჭირს მაღალ აბაროტებზე მუშაობა მაგ პროცესორს, 14600 ეგ პრობლემა ნაკლებათ აქვს, ცხელია კი მაქსიმალურ აბაროტებზეც ეგ, მაგრამ იგრებში ძალიან გრილათ მუშაობს მაინც ეგეთი, ისე 200 სერიის ან იგივე 15 პაკალენიის ინტელის დესკტოპ სერია ძვირი იმიტომ არაა რომ გეიმინგში იწყვიტავს, უბრალოთ სხვა საქმისთვის საკმაოთ კარგი წარმადობა აქვს და მაგას ნაკლებათ აქვს გადახურების პრობლემა, რაც 13900K და 14700K-14900K გვხდება, ანუ მულტიშია ძლიერი საკმაოთ ეგეთი, თუმცა ფასი ჯერ იკბინება მაგ ახლებზე, AI არაა ცუდ ფორმაში, მაგრამ მეეჭვება მაგ საქმისთვის ეგ შენ დაგჭირდეს, ისე non-k ვერსიებზე 14 სერიის შედარებით უკეთესი სიტუაციაა მაინც დაბუსტვითაც უფრო დაბალზე ბუსტავს, წარმადობა კი მაღალი აქვს მაინც მაგაზე, მასეთი აიღო ჯობია მემგონი მაინც, იგივე 14700 თუნდაც, ან მაინდამაინც 14900KS თუ გინდოდა 14900 ნონ-კ მაშინ, ჩისტა იგრებისთვის მემგონი 14700 საკმარისია, მითუმეტეს განსაკუთრებით 2კ თუ აპირებ გეიმინგს და არა ჰაი-ენდ კარტაზე, მეტი არცაა საჭირო და დიდხანსაც გეყოფა, უბრალოთ როგორც დაწერეს ზევით 7800X3D უფრო ძლიერია ეხლა და ბევრათ ცალკე იგრებში არც უფრო ძვირიან 9800X3D ჩამორჩება ეგეთი, თუმცა საერთო წარმადობით ალბათ ასე 15% უკანაა მინიმუმ უკვე მაგ ახალთან, ლატენტურობის უპირატესობა აქვს ძველს ახალთან, მაგიტომ ვერ ჩაგრავს ისე ძალიან უფრო ახალი და ძვირიანი უფრო იაფიან წინა სერიის 8 ბირთვიანს, ეგენია ამდ-ში საუკეთესო გეიმინგისთვის ცალკე, ეგეც გაითვალისწინე მაგის აღებას თუ დააპირებ და პირველ რიგში მაგ საქმისთვის გჭირდებოდა 12 ბირთვიანს თუ დაითრევ რამე დიდი სხვაობა არ გექნება ცალკე თამაშებში და მაგიტომ, სხვა საქმეში კი, მანდ არა აქვს დიდი მატება, პირიქით ცოტათი თუ არ ჩამორჩება კიდეც 8 ბირთვიანს ეგეთი ზოგიერთ თამასში, თუმცა ეგ განსხვავები იგრებში ყველაზე მეტათ მაგ ახალ პროცესორებს ეტყობა სულ ბოლო ჰაი-ენდ ვიდეოკარტებზე და 1080p გაფართოვებაზე, სხვა კარტებზე და 2კ უფრო ნაკლებია განსხვავება ფპს-ში უკვე, ზოგან კი მთლათ მიზერული, თამაშს გააჩნია რამდენ ფპს დებს ესა თუ ის კარტა 2კ გაფართოვებაზე თუნდაც, ოპერებზეც აქვს შეილება 6000-6400MHZ vs 8000-8400mhz მატება იგრებში მაგრამ ისეთი დიდი არა როგორიც ფასშია სხვაობა უკვე, ანუ 6400 საკმაოთ კარგი ვარიანტია ან მაქსიმუმ 7000 ეხლა, თუ 64მბ კიტები გეძვირება 48გბ ვარიანტიც არაა ცუდი აშკარათ და 32გბ მეტი რამიც გაქვს თან თუ დაგჭირდა და მაღალი ჩასტოტაც უფრო შედარებით იაფათ და არა 900+ ლარებში უკვე, ჩვენ ფორუმზე გოგლას და კიდე ერთ უზერს ქონდა კარგი სბორკები ადრე, ეხლა არ ვიცი უნდა გადახედო თემებს ვინ რას ყიდის, შეიძლება დროებით გაუთავდათ საშენო სბორკები ამ მომენტისთვის, კვების ყიდვაც არ იქნება პრობლემა მაგის გამოცვლასაც თუ აპირებ, ისევ 1000 ვატიანის აღება ჯობია მემგონი მოგვიანებით უფრო ძლიერი ვიდეოკარტა თუ ჩადგი მასეთით არ დაგისტუკებს დიდათ უკვე, 850 შეიძლება გაუჭირდეს უკვე, ხელზე უბრალოთ განსაკუთრებით Like new თუ იქნება მაგ კვება,ოპერებს,მაზერს და პროცესორს გაცილებით უფრო იაფათ იშოვი ვიდრე მაღაზიაში, დაჟე პაჭა-პუჭა მაღაზიებშიც რომ იყიდო სადაც უფრო იაფათ აქვთ ჰარდი მაინც ვიდრე ალტაში და მსგავსი დონის სხვა ქსელებში თბილისში, სსდ-ზეც იგივე სიტუაციაა, მაღაზიაში უფრო ძვირია ვიდრე ხელზე ნაყიდი, მითუმეტეს ეგ თავიდან თუ ხოდზეა მერე მცირე შანსებია რომ დაგისტუკოს, ანუ გარანტია დიდი ალბათობით აღარც დაგჭირდება მაგაზე, შედარებით ნაკლებათ პრობლემურ მოდელს თუ აიღებ არ იქნება ნამდვილათ პრობლემა, მასეთ სბორკებზე ყველა ვარიანტში m2 PCi-E 4.0+ მოდელის აღება ჯობია უკვე მინიმუმ ეგეც, რახან 5+ უფრო ცხელებია მაინც და ფასიც უფრო იკბინება ეგეთ მოდელებზე, ისე ჩისტა იგრებისთვის 64გბ ვს 48გბ კიტებს შორის რამე დიდ უპირატესობას მე ჯერ ვერ ვხედავ, განსაკუთრებით ერთ 200-250 ლარს თუ დაგაზოგინებს და ჩასტოტაც მაღალი ექნება 48გბ-ზე, რამე ისეთს თუ არ ხმარობ სადაც აუცილებლათ 45გბ+ რამია საჭირო 48გბ კარგი ვარიანტია აშკარათ მემგონი და ფასშიც არის საკმაო სხვაობა რომ გადავხედე ეხლა ფასებს, 32გბ რაღაც მეცოტავება უკვე, 48 სვიპ პოტი ჩანს მემგონი გაძვირებული ფასების ფონზე 7000მჰზ თუნდაც

  • Thanks 1
Posted

მე ეხლა მაქვს 14600კ და თამაშებში მყოფნის, ზედმეტიც არის, იაფია და მუშა :D, გრილი, რამე კარგი მაზერი დაითრიე z 790 და 48გბ ან 64გბ ოპერა, 32იც საკმარისია ისე. კაი ხანი მე ამ სისტემას არ გამოვცვლი.

  • Upvote 1
Posted

ხო მე რომ შევხედე ფასები 48გბ მაქსიმუმია მემგონი თუ მაინდამაინც 64გბ გინდოდა, ძალიანაა ფასები გაზრდილი დროებით და მაგიტომ, 32გბ თუ გეცოტავება მაქსიმუმ 48გბ აიღო ჯობია მაგ შემთხვევაში, 64გბ ლამის 800 ლარს არტყამს, ხელზეც არაა მთლათ იაფი თუმცა 600 ლარში უნდა ჩაეტიო იდეაში 6000მჰზ, 650 ლარათ მაღაზიაშიც არის შედარებით უბრალო გეიმერული პატრიოტები 48გბ 7000მჰზ, ხელზე 500 ლარში მაგაზე კარგი რამეც მოგივა წესით და ეგ მინიმუმ, რამე სერიოზულს თუ არ უბერავ ძალიან ბევრი რამი რასაც მიაქვს, ჩისტა გეიმინგისთვის კარგ ხოდზეა ძალიან 48გბ რაც არ უნდა გაუშვა ალბათ და ბრაუზერ-სხვა საქმისთვისაც გეყოფა ეგ აბიომი, 14600k თუ არა და 14700 ნონ-კ აიღე მაშინ, ეგეც არაა ისეთი დუხოვკა და მაინც ძლიერია და უფრო მეტი ბირთვებით, მე მაგალითათ ფულიც რომ მქონდეს ეხლა ინტელზე რომ ვაწყობდე მაგ სერიაზე არ ავიღებდი იმენა 14900K-14700K ვერსიებს მაგ ყველაფრის გამო, მიკროკოდის და ბიოსის აპდეიტების შემდეგაც კი, მაქსიმუმ ისევ 14700 დავჯერდებოდი ნონ-კ ან 14600K უკვე, ისე i9-285K ultra რომ დაგეთრია საშვალო წარმადობა თამაშებში დატვიკის შემდეგაც და დაჟე 8000MHZ კიტებიც რომ ჩაგედგა მაქსიმუმ ალბათ 14700 ნონ-კ დონეზე გექნებოდა თამაშებში, მეტი არა მგონია, ფასი კი ბევრათ მეტი ჯდება ეგეთი უკვე, მაგიტომ ერიდება ბევრი ცალკე გეიმინგისთვის ეგეთის დათრევას, კრეატივშიკები და გრაფიკოსები უფრო იღებენ ეგეთებს და AI ვინც მუშაობს, მაგ საქმისთვის კარგია და მაგიტომ, ეგ მაინდამაინც თუ ინტელის დათრევა გინდა რა თქმა უნდა

  • Upvote 1
Posted

ამ მაზერზე რას იტყვით ? MSI TOMAHAWK Z790 DDR5 თუ Asus-ებიდან რომელიმეს აღება ჯობია ? Asus

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.