Jump to content

Recommended Posts

Posted

VR ჰედსეტები - სიახლეები

Posted

Valve-მა Steam Frame VR ჰედსეტის მასობრივი წარმოება დაიწყო - ანონსი წლის ბოლომდეა მოსალოდნელი 

კომპანია Valve-მა დაიწყო Valve Index 2 ვირტუალური რეალობის ჰედსეტის მასობრივი წარმოება, რომელიც ანალიტიკოსების თქმით, წელს გამოვა. გაყიდვების დაწყება სადღესასწაულო სეზონზეა დაგეგმილი, წლიური წარმოების სავარაუდო მოცულობა კი 400 000-დან 600 000 ერთეულამდე იქნება. 

image.png

ფოტოს წყარო: valvesoftware.com 

ჩინურ კვლევით ჯგუფ XR Research Institute-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით რესურსი UploadVR წერს, რომ წარმოების ეს მასშტაბი დაახლოებით Apple Vision Pro ჰედსეტის მასშტაბის მსგავსია, რაც მიუთითებს, იმას რომ Valve-ის მოწყობილობა პრემიუმ ბაზრის ნიშას დაიკავებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კვლევითი ჯგუფის მონაცემების სიზუსტის გათვალისწინებით ახალი ჰედსეტის ფასი შეიძლება საკმაოდ მაღალი იყოს და 1000 აშშ დოლარს ან მეტს მიაღწიოს. 

ხაზგასმულია, რომ Valve-ის მიერ ახალ მოწყობილობაზე მუშაობა ჭორი არ არის, რადგან კომპანიამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არაერთხელ დაადასტურა ეს გეგმები, რაც მიანიშნებს, რომ ჰედსეტი პერსონალური კომპიუტერიდან უსადენო სტრიმინგზე იქნება ორიენტირებული. ამ დროის განმავლობაში SteamVR-ის კოდში არაერთხელ იქნა ნაპოვნი Deckard-ის სახელით ცნობილი მოწყობილობის მინიშნებები, ხოლო გასული წლის ბოლოს აღმოაჩინეს Touch-ის დიზაინის მსგავსი Roy კონტროლერის მოდელები. 

მოახლოებული ანონსის კიდევ ერთი დასტური იყო Valve-ის მიერ გასულ თვეში სავაჭრო ნიშან Steam Frame“-ის განაცხადის შეტანა, რომლის მითითება მონაცემთა მაძიებლებმა SteamVR კოდში აღმოაჩინეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის შეიძლება გამოყენებულ იქნას Deckard-ის კომერციულ სახელად. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.