X-treme user Posted May 11, 2011 Posted May 11, 2011 კომპანია Cooler Master-მა ახლახანს წარმოადგინა გამაგრილებელი სადები ნოუთბუქებისათვის NotePal LapAir, რომელიც გამოირჩევა აკურატული და უბრალო იერ-სახით. როგორც ხედავთ, მასზე მოთავსებული მობილური კომპიუტერი ერთგვარ დაქანებულ კუთხეს იღებს, რაც კლავიატურაზე მუშაობას კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის. გრილი ჰაერის ნაკადის მიღებას ვენტილატორი ახდენს მის უკანა ნაწილში დატანებული ხვრელების საშუალებით. პროდუქტის ზედა მხარე რეზინის საფარველით არის დაფარული, რაც გამორიცხავს ნოუთბუქის ჩამოცურების შესაძლებლობას. ხოლო, ქვედა ნაწილს კი, გააჩნია ერთგვარი 'ბალიში', რაც უზრუნველყოფს სადების კომფორტულ განთავსებას მუხლებზე. ამგვარი ხერხი გამოსადეგი იქნება ავტობუსში, ავტომობილსა თუ თვითმფრინავში. მეტალის ბადე, რომელიც ფარავს NotePal LapAir-ის 80 მმ-იან ფენს, ხსნადია და ეს რასაკვირველია, ამარტივებს მის მტვრისგან გაწმენდის პროცესს. ამ დეტალის მორგება-მოძრობისათვის, დამატებითი ინსტრუმენტების გარეშე ხდება. ფენის კვებას უზრუნველყოფს USB და ის ასრულებს 1650 ბრ/წთ-ში. მისი წარმადობის დონე შეადგენს 1,84 მ3/მ-ს, ხოლო ხმაურის მაჩვენებელი არ აღემატება 23 dBA-ს. პროდუქტის წონა 1,2 კგ-ია, გაბარიტები კი 430 x 316 x 18~56 მმ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მასზე შესაძლებელია ნოუთბუქის მოთავსება, დიაგონალის სიგრძით 17 დუიმი. IXBT
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now