Jump to content

Recommended Posts

Posted

ფიქრობთ, რომ თქვენი სახლის 100-მეგაბიტიანი ქსელში წვდომა სწრაფია? ორმა დამოუკიდებელმა კვლევითმა ჯგუფმა, რომლებმაც ცოტა ხნის წინათ 100-ტერაბიტიანი ზღვარი დალაშქრეს, ნამდვილად საწინააღმდეგოში არიან დარწმუნებულნი. უბრალოდ, ნათელი რომ იყოს, 100 ტერაბიტი – ეს არის სამი თვე HD-ვიდეო ან 250 ორმხრივი Blu-ray დისკი. ეს ყველაფერი კი ერთი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით.

fiber_optic1.jpg

კვლევითი ჯგუფების მეთოდები რამდენადმე განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ჯგუფმა პრისტონის ლაბორატორიებიდან NEC განაცხადა 101,7 ტერაბიტ/წმ გადაცემის შესახებ 165-კილომეტრიანი კაბელის დახმარებით. ამის მიღწევა შესაძლებელი გახდა, ერთი მიმღების მიერ დაფიქსირებული 370 ცალკეული ლაზერის სინათლის იმპულსების «შეტენით». თითოეული ლაზერი ინფრაწითელი სპექტრის საკუთარ მცირე ნაწილს სწავლობდა, ამასთან თითოეული იმპულსი სხვადასხვა პოლარობის, ფაზის და სიხშირის სინათლისგან შედგებოდა.

იაპონიის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ნაციონალური ინსტიტუტის ჯგუფმა სხვაგვარი მიდგომა გამოიყენა. მათ შექმნეს შვიდი გულარის მქონე ბოჭკო, რომლის შვიდიდან თითოეულ არხზე მონაცემები 15.6 ტერაბიტ/წმ სიჩქარით გადიან, რაც ჯამში 109.2 ტერაბიტ/წმ-ს იძლევა.

აღსანიშნავია, რომ მონაცემთა ზემაღალსიჩქარიანი გადაცემის ორივე წარმოდგენილი მეთოდი ძალიან რთულია რეალიზებისთვის, ამიტომ სავსებით სავარაუდოა, რომ პირველ ხანებში ასეთი გადაწყვეტები გამოყენებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ მსხვილ დატა-ცენტრებში. ამას გარდა, ასეთი სიჩქარეები ჯერჯერობით ზედმეტია – მაგალითისთვის, ნიუ-იორკი – ვაშინგტონი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული მაგისტრალი, სულ რამოდენიმე ტერაბიტ/წმ-ით ოპერირებს.

წყარო:newscientist.com

  • Upvote 9
Posted

საღოლ ძმაო შენ, მაგარი ტემპით მიდიხარ, თან ყველა ნიუსი საკმაოდ საინტერესო გაქვს.

+1 ჩემგან.

Posted (edited)

+1 თემას,საინტერესო რაღაცაა იმათთვის ვინც ერკვევა ამ რაღაცეებში :babu:

Edited by ჯამბო
მთლიან თემას ნუ აკოპირებ პოსტში
Posted

ვის რაში სჭირდება ამხელა გამტარი თორე კი :D ატომურ ელექტრო სადგურებს მიხედეთ ბლიად! :D

Posted

ვის რაში სჭირდება ამხელა გამტარი თორე კი :D

შენ ეგა თქვი :yes:

Posted

საღოლ ძმაო შენ, მაგარი ტემპით მიდიხარ, თან ყველა ნიუსი საკმაოდ საინტერესო გაქვს.

+1 ჩემგან.

გაიხარე ძმა ;)

Posted

საინტერესო იყო :)

ისე კი რეალურად მართლაც საჭიროა ეს სიჩქარე და კიდევ უფრო მეტიც იქნება მალე აუცილებელი. ტექნოლოგიები დროა უფრო სწრაფად განვითარდეს და ამ სიტუაციაში სიტყვა "ზედმეტია" არ გამოდგება.

Posted

მდაააააა :wow:

ძალიან მაგარია... შეიძლება ითქვას კაბელის პრობლემა მოხსნილია უახლოეს მომავალში

Posted

მდაააააა :wow:

ძალიან მაგარია... შეიძლება ითქვას კაბელის პრობლემა მოხსნილია უახლოეს მომავალში

+1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.