Jump to content

Recommended Posts

Posted

Apple Watch - სიახლეები

Posted

Apple Watch Ultra 3 მიიღებს თანამგზავრული კომუნიკაციებისა და 5G ქსელების მხარდაჭერას 

Apple- შემოდგომაზე Apple Watch Ultra 3-ის გამოშვებას გეგმავს, რომელსაც თანამგზავრული და 5G კავშირი ექნება. Bloomberg-ის ჟურნალისტ მარკ გურმანის თქმით თანამგზავრული კავშირი ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის საშუალებას Wi-Fi-ს ან მობილური ინტერნეტის გარეშე მოგცემთ და ამისთვის iPhone არ იქნება საჭირო. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: macrumors.com 

ამჟამინდელ Ultra მოდელებზე მხარდაჭერილია მონაცემთა უსადენო გადაცემის სტანდარტი Long-Term Evolution (LTE), ამიტომ 5G-ზე გადასვლა ხაზის განვითარებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ამასთან ერთად, მოსალოდნელია აპარატურული განახლება: სმარტ საათს შესაძლოა ჰქონდეს S10 ჩიპი ან უფრო ახალი, უფრო სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა და OLED დისპლეი ფართო ხედვის კუთხით, გაზრდილი სიკაშკაშით და უფრო მაღალი კადრის განახლების სიხშირით Always-on display (AOD) რეჟიმისთვის. სხვათა შორის, ეს გაუმჯობესებები უკვე გამოჩნდა გასული წლის Apple Watch Series 10-ში. 

Ultra 2-ისგან განსხვავებით, რომელაც გასულ წელს მხოლოდ ახალი ფერი - მუქი ნაცრისფერი ტიტანისფერი დაემატა, მესამე ვერსია შესაძლოა ხაზის პირველი სერიოზული აპარატული განახლება გახდეს, რაც 2023 წლიდან დაიწყ. თუმცა, ყველა დაგეგმილი ფუნქცია ანონსის დროს მზად არ იქნება. გურმანის თქმით მარტში ცნობილი გახდა, რომ Apple-ს არტერიული წნევის გაზომვის ფუნქციის შემუშავებაში სირთულეები შეექმნა და ჯერ კიდევ გაურკვეველია, დასრულდება თუ არა ის მესამე თაობის Watch Ultra-ს გამოსვლისთვის. როგორც MacRumors იტყობინება, ახალი პროდუქტის გამოშვება ორ თვეზე ნაკლებ დროშია მოსალოდნელი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.