Jump to content

Recommended Posts

Posted

Toshiba-მ ელექტრონიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მეხსიერების კარტა გამოუშვა. დამგროვებლის სახელია Write Once, ეს SD-კარტა პრაქტიკულად არაფრით გამოირჩევა დანარჩენებისგან — გარდა იმისა, რომ მასზე ინფორმაციის ჩაწერა მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ჩაწერილი მონაცემი მისი ვარგისიანობის ბოლომდე ინახება, ისევე, როგორც ერთჯერად ლაზერულ დისკებზე CD/DVD/Blu-ray. კარტაზე ჩაწერილი ფაილების არც წაშლა, არც რედაქტირება არ შეიძლება; ვერც მის გადაფორმატებას შესძლებთ.

write-once-sd.jpg

მიუხედავად ამისა, შესაძლებელია იგი კარდ-რიდერს მიუერთოთ ა მობილურ მოწყობილობაზე სლოტში მოათავსოთ, რათა ფაილები ჩაწეროთ. აქვს აგრეთვე გადამრთველიც, რომელიც შემთხვევითი სახით მონაცემთა ჩაწერის შესაძლებლობას არ მოგცემთ. Toshiba დარწმუნებულია, რომ ასეთი დამგროვებელი სასარგებლო იქნება სამთავრობო დაწესებულებებსა და კორპორატიულ სამყაროში. ამ მომენტისათვის კარტები Write Once გაყიდვაში მხოლოდ იაპონიაშია თავისუფალი ფასით, ისინი მხოლოდ 1 გბაიტიანი ვერსიით გამოდიან. მწარმოებელი ცდილობს გაარკვიოს, რამდენად მოთხოვნადი იქნება მსგავსი პროდუქტი. არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ასეთ კარტებზე კინო და მუსიკა გაიყიდოს.

წყარო:ubergizmo.com

  • Upvote 1
Posted

1GB რა არის, ზღვაში წვეთი იგივეა ეს. :chojinfc: თან ერთჯერადია, რამდენად წარმატებული იქნება ეს მათი წამოწყება საინტერესოა. რა ღირს ნეტავ, რამე სასწაული ფასი არ ექნება იმედია თორემ განწირული იქნება თავიდანვე :keh2:

Posted

DVD-RW-ს ჩაანაცვლებს ასეთი ერთჯერადი მეხსიერებები :yes:

Posted

კაპიკები ეღირება ალბათ , თუ არადა ჩემს ფეხებს გაამართლებს :D

Posted

კაია ჩემი აზრით

იაფი იქნება და cd/dvd დისკებს სრულად გააძევებს ბაზრიდან

ფასი 10$-მდე იქნება ალბათ

5$ ან რამე ეგეთი

Posted

მივესალმები კომპაქტურობას და არდაკაწვრას :D დიდი მომავალი აქვს ამას :D კაი იქნება თუ მალე განავითარებენ და 4 GB ზე ავლენ :)

Posted

პატარაა. ფასი ცნობილია?

არა ფასი არ ვიცი ნამდვილას.სულ ესაა რაც მოვიძიე

Posted

კაცო სად CD DVD დისკები და სად SD კარტა? სიდის ნაფხაჭნები და რაღაცეები აფუჭებს თან რამხელა უბედურებაა და საკმაოდ ნელია... ესდი კარტა კი ძალიან საკაიფო იქნება ფასი რათქმაუნდა გაცილებით მეტი ექნება თუმცა უფრო ტევადია უფრო კომპაქტურია და უფრო გამძლეა...

cd dvd დისკებს ესეთი კარტები ჩაანაცვლებს როცა გაიაფდებიან

პ.ს. 1 გიგაბაიტი სატესტო ვარიანტად იქნება თორე საჭიროების შემთხვევაში მოცულობას გაზრდიან... ისე როგორც ვიცი წელს 128 გიგაბაიტიანი მიკრო ესდი კარტის გამოშვებას აპირებს რომელიღაც კომპანია უკვე თუ არ გამოუშვა ხოდა მიკროს თუ ამხელა ზომისას უშვებენ :D ჩვოულებრივში მეტსაც ჩაატევენ

Posted

გამოშვებულია უკვე კაი ხანია :P

http://www.google.com/search?client=opera&rls=en&q=128gb+sd+card&sourceid=opera&ie=utf-8&oe=utf-8&channel=suggest

ვერ გავიგე ისე რატო წერთ დვდ-ზე მეტი ეღირებაო . ამის ფასი იქნება ცენტები თუ არადა ვის რა ჭირად უნდა 1გბ-იანი სდ ბარათი როცა 5$-ად 2გბ-იანი შეგიძლია იყიდო თანაც რევრაითერი :chojinfc:

Posted

არასწორია წყარო

http://aqualung.ge/2011/05/04/toshiba-მ-ერთჯერადი-მეხსიერების/

5$ ძვირია, ჯამბოს თქმის არ იყოს ცენტები უნდა ღირდეს ჩემი აზრით :)

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.