Jump to content

Recommended Posts

Posted

Arm - სიახლეები

Posted

Arm-მა Intel-ისა და AMD-ისგან პროცესორების ბაზრის წილის აგრესიულად წართმევა დაიწყო 

Barron's-ი Citi-სა და Mercury Research-ზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ კვარტალში Arm Holdings-მა ცენტრალური პროცესორების ბაზარზე თავისი პოზიცია გააძლიერა Advanced Micro Devices-სა (AMD) და Intel-თან შედარებით. 

 

image.jpeg

 ფოტოს წყარო: arm.com 

2025 წლის პირველ კვარტალში Arm-ის წილი პროცესორების გადაზიდვებში 13.6% იყო - ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 10.8%-ს შეადგენდა. Intel-ის წილი იმავე პერიოდში 1.82 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 65.3%-ს მიაღწია, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც Citi-მ 2022 წელს ინდუსტრიის მონიტორინგი დაიწყო. AMD-ის წილი კვარტალში 22.1%-დან 21.1%-მდე შემცირდა. ამ მაჩვენებლების გათვალისწინებით Citi-ს ანალიტიკოსებმა AMD-სა და Intel-თან მიმართებაში ნეიტრალური რეიტინგი შეინარჩუნეს, Arm-ის აქციების სამიზნე ფასი 200 აშშ დოლარიდან 170 აშშ დოლარამდე შეამცირეს, თუმცა აქციისყიდვისრეიტინგი შეინარჩუნეს. 

ჩიპების მწარმოებლების აქციების ფასმა წელი ცვალებადობით დაიწყო, თუმცა მაისში მკვეთრად გაიზარდა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აშშ და ჩინეთშეთანხმდნენ, რომ შეამცირებდნენ ტარიფების უმეტესობას, სანამ ურთიერთობის გრძელვადიან პერსპექტივაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. AMD-ის აქციების ღირებულება მაისში 19%-ით, Arm-ისა და Intel-ის აქციები კი, შესაბამისად, 13%-ით და 12%-ით გაიზარდა. 

ჩიპების მწარმოებლების აქციების ღირებულება 13 მაისს გაიზარდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე კომპანიამ, მათ შორის AMD-მ და Nvidia-მ, საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილ სტარტაპ Humain-თან ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ გამოაცხადეს. ოთხშაბათს Arm-ის აქციების ფასი 3.8%-ით გაიზარდა, Intel-ის აქციები 3.6%-ით შემცირდა, ხოლო AMD-ის აქციების ღირებულება 5.8%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელის საბჭომ 6 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების აქციების უკან გამოსყიდვის ახალი პროგრამის შესახებ გამოაცხადა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.