Magdalena Posted May 21, 2025 Posted May 21, 2025 Arm-მა Intel-ისა და AMD-ისგან პროცესორების ბაზრის წილის აგრესიულად წართმევა დაიწყო Barron's-ი Citi-სა და Mercury Research-ზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ კვარტალში Arm Holdings-მა ცენტრალური პროცესორების ბაზარზე თავისი პოზიცია გააძლიერა Advanced Micro Devices-სა (AMD) და Intel-თან შედარებით. ფოტოს წყარო: arm.com 2025 წლის პირველ კვარტალში Arm-ის წილი პროცესორების გადაზიდვებში 13.6% იყო - ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 10.8%-ს შეადგენდა. Intel-ის წილი იმავე პერიოდში 1.82 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 65.3%-ს მიაღწია, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც Citi-მ 2022 წელს ინდუსტრიის მონიტორინგი დაიწყო. AMD-ის წილი კვარტალში 22.1%-დან 21.1%-მდე შემცირდა. ამ მაჩვენებლების გათვალისწინებით Citi-ს ანალიტიკოსებმა AMD-სა და Intel-თან მიმართებაში ნეიტრალური რეიტინგი შეინარჩუნეს, Arm-ის აქციების სამიზნე ფასი 200 აშშ დოლარიდან 170 აშშ დოლარამდე შეამცირეს, თუმცა აქციის „ყიდვის“ რეიტინგი შეინარჩუნეს. ჩიპების მწარმოებლების აქციების ფასმა წელი ცვალებადობით დაიწყო, თუმცა მაისში მკვეთრად გაიზარდა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აშშ და ჩინეთი შეთანხმდნენ, რომ შეამცირებდნენ ტარიფების უმეტესობას, სანამ ურთიერთობის გრძელვადიან პერსპექტივაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. AMD-ის აქციების ღირებულება მაისში 19%-ით, Arm-ისა და Intel-ის აქციები კი, შესაბამისად, 13%-ით და 12%-ით გაიზარდა. ჩიპების მწარმოებლების აქციების ღირებულება 13 მაისს გაიზარდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე კომპანიამ, მათ შორის AMD-მ და Nvidia-მ, საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილ სტარტაპ Humain-თან ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ გამოაცხადეს. ოთხშაბათს Arm-ის აქციების ფასი 3.8%-ით გაიზარდა, Intel-ის აქციები 3.6%-ით შემცირდა, ხოლო AMD-ის აქციების ღირებულება 5.8%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელის საბჭომ 6 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების აქციების უკან გამოსყიდვის ახალი პროგრამის შესახებ გამოაცხადა. https://tinyurl.com/8378fzt7 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.