Type-X Posted May 7, 2025 Posted May 7, 2025 გამარჯობა. ნივთი რომელიც ღირს 130 დოლარი მაძლევენ ფასდაკლების კოდს 20 პროცენტიანს. 104 დოლარად შემიძლია ვიყიდო და განბაჟება არ უწევს. მივწერე გადამზიდ კომპანიას და მომწერეს, რომ ფასდაკლების კოდით შეძენის შემთხვევაში მაინც განბაჟებას ექვემდებარება ნივთიო. მხოლოდ იმ შემთხვევაში არ მოუწევს განბაჟება თუ აღნიშნულ საიტზე იქნება ფასდაკლებული ეს ნივთიო. მართლა ესეა ყველგან ?
Power_VANO Posted May 9, 2025 Posted May 9, 2025 @Type-X 50/50-ზეა მოგედავება თუ არა საბაჟო. თუ მოგედავებიან კიდევ, აჩვენებ რეალურად რა გადაიხადე და ა.შ. ფასდაკლების კოდები სავსებით ლეგიტიმური რამეა. მე გირჩევდი დიდი ჩამომტანი კომპანიით ჩამოიტანო, მაგალითად USA2GEO-თი. არასდროს მაგათთან ეგეთ რამეზე პრობლემა არ შეუქმნიათ. პატარა კომპანიებთან უფრო ხდება ეგეთ რამეებზე გაპრობლემება. თუ ვინმეს ეგეთი რამე უთქვამს, ყოველთვის პატარა ჩამომტანი ყოფილა ჩემ შემთხვევაში. 1
david_888 Posted May 9, 2025 Posted May 9, 2025 On 5/8/2025 at 1:41 AM, Type-X said: მართლა ესეა ყველგან ? ესაა უკანონობა რომელსაც ჩადის ჩვენი საბაჟო, დაიწყო იმის გამო რო ხალხი ყიდულობდა ამაზონზე მაგალითად gift card მაგაზე რიცხავდა თანხას და ვითომ იაფად ყიდულობდა, მე მაგალითად როცა ფასდაკლებით ვყიდულობ კუპონებით იმ თანხას ვწერ ხოლმე რახც რეალურად გადავიხადე, ჯერჯერობით არ გაუჩერებიათ 1
Type-X Posted May 10, 2025 Author Posted May 10, 2025 22 hours ago, Power_VANO said: @Type-X 50/50-ზეა მოგედავება თუ არა საბაჟო. თუ მოგედავებიან კიდევ, აჩვენებ რეალურად რა გადაიხადე და ა.შ. ფასდაკლების კოდები სავსებით ლეგიტიმური რამეა. მე გირჩევდი დიდი ჩამომტანი კომპანიით ჩამოიტანო, მაგალითად USA2GEO-თი. არასდროს მაგათთან ეგეთ რამეზე პრობლემა არ შეუქმნიათ. პატარა კომპანიებთან უფრო ხდება ეგეთ რამეებზე გაპრობლემება. თუ ვინმეს ეგეთი რამე უთქვამს, ყოველთვის პატარა ჩამომტანი ყოფილა ჩემ შემთხვევაში. USA2GEO ვიყენებდი, მაგრამ გავაუქმე იუზერი იმის შემდეგ, რაც ყველაფრის დათვლა მოცულობით დაიწყეს. ისე არის რომელიმე კომპანია დარჩენილი, რომელიც წონით ითვლის მხოლოდ ? რაც ვნახე თითქმის ყველა მოცულობით ითვლის თუ რომელიმე ზომა 1.5 მეტრს აღემატება. 21 hours ago, david_888 said: ესაა უკანონობა რომელსაც ჩადის ჩვენი საბაჟო, დაიწყო იმის გამო რო ხალხი ყიდულობდა ამაზონზე მაგალითად gift card მაგაზე რიცხავდა თანხას და ვითომ იაფად ყიდულობდა, მე მაგალითად როცა ფასდაკლებით ვყიდულობ კუპონებით იმ თანხას ვწერ ხოლმე რახც რეალურად გადავიხადე, ჯერჯერობით არ გაუჩერებიათ Onex-ს მივწერე და გამიკვირდა, ესეთი პასუხი, რომ მომივიდა. 104 $ თუ გადაიხდით მაინც დეკლარირების დროს 130 $ უნდა ჩაწეროთო ძალით უნდა განაბაჟო ესე გამოდის არადა ბევრი საიტი ვიცი მინიმუმ 15% ფასდაკლების კოდს გაძლევს ნებისმიერ ნივთზე თუ პირველად რეგისტრირდები და ყიდულობ. ყიდვას თუ გადავწყვეტ რაც გადავიხადე რეალურად იმ თანხას ჩავწერ დეკლარირებაში და ინვოისსაც ავტვირთავ, სადაც ჩანს ფასდაკლებული თანხა. საიტზე თუ შევლენ ისევ 130 $ ეწერება და მერე, რომ არ დამაჯარიმონ. დანარჩენი თვითონ არკვიონ
david_888 Posted May 10, 2025 Posted May 10, 2025 2 hours ago, Type-X said: ისე არის რომელიმე კომპანია დარჩენილი, რომელიც წონით ითვლის მხოლოდ ? კამექსმა დაიწყო ეხლა, რეალური წონა (თუ მოცულობით არ სცება 30კგ-ს) და ფასი 8.35 2 hours ago, Type-X said: საიტზე თუ შევლენ ისევ 130 $ ეწერება და მერე, რომ არ დამაჯარიმონ ინვოისს რო მოგთხოვენ 104 ეწერება ვიცი რამდენიმე შემთხევავა რო მაინც განაბაჟებინეს ხოლმე ეგეთ ვარიანტში, მარა ჯარიმები არ დაუწერიათ, თუმცა რათქმაუნდა შენი გადასაწყვეტია რა იზავ 1
Gogla1990 Posted May 10, 2025 Posted May 10, 2025 ეჰ.... კი ვიცი რაც უნდა ლასარეში რომ სხედან იმათგან ზოგიერთს, მაგრამ ვინაა პატრონი ტიპებს როგორც აუდგებათ ისე ატრიალებენ, კანონშიც დომხალია და მაგათ კეთილ ნებაზეა, რო რამე და უჩივლებ, ან რომც უჩივლო მოიგებ თუ? 1
Power_VANO Posted May 11, 2025 Posted May 11, 2025 ყოველი შემთხვევისთვის, დაადოკუმენტირე (სქრინები და ა.შ.) როგორ მიიღე 20% ფასდაკლების კოდი, პირველადი რეგისტრაცია იქნება თუ სხვა რამ, და თუ მოგედავდნენ, აჩვენებ რომ შენ კი არ ჩაგიტარებია რაღაც ფინანსური მაქინაცია, არამედ მაღაზიამ თავისი ნებით დაგიკლო ფასი, ყველას შეუძლია ფასდაკლების მიღება და ა.შ. ერთხელ კვების ბლოკზე გამიპრობლემეს, ლასარეში დამიბარეს, ექაუნთი უნდა გვაჩვენოო ამაზონისო, რომ ეგრე იაფად იყიდეო, ძვირი ღირსო :დ და ვასწავლე მაშინ მეთქი https://camelcamelcamel.com/ შეამოწმეთ - როცა ვიყიდე წერია რა ფასიც იყო, რომ არ დაიღალოთ თავები თქვენ ან ჩვენ არ გვატაროთ ქალაქის მეორე ბოლოდან აქ 1
Type-X Posted May 11, 2025 Author Posted May 11, 2025 აზრი არ აქვს მაშინ. იმდენს მატარებენ ერთი მაგდენი დამიჯდება. შევაგროვებ თანხას და 2 ნივთს გამოვწერ ერთად, რაც მჭიდება. ერთიანად განვაბაჟებ და ეგ იქნება. მადლობა ყველას გამოხმაურებისთვის
Type-X Posted May 19, 2025 Author Posted May 19, 2025 Maleo-ს და Onex-ის გარდა არცერთი არ გამომიყენებია. საბურთალოზე არის რომელიმე კომპანიის ფილიალი სადაც არ მარბენინებენ განბაჟების საკითხებზე ოფისში და ონლაინ მოვაგვარებ საბუთების საკითხს ? სასურველია წონით ბაჟდებოდეს ნივთი და არა გაბარიტებით. USASHOP-ზე და Amanat-ზე ამბობდნენ რაც მე გამიგია, რომ წონით ბაჟდება ყოველთვის. რამდენად შეესაბამება რეალობას არ ვიცი. არადა მესამე გადამზიდი მჭირდება ვატყობ რა მაინტერესებს. კომპანიების პოლიტიკა როგორია. მაგ: გამოვიწერე ნივთი და მივიდა საზღვარგარეთ მისამართზე. გამოიგზავნა თუ არა იგივე საიტიდან გამოვიწერე მეორე ნივთი. ერთ რეისში თუ არ მოხვდა ორივე და 300 ლარს არ აღემატება ჯამი ორივეს მოუწევს განბაჟება ? ზოგი წერს ერთ რეისშიც, რომ მოხვდეს და 300 ლარზე მეტი იყოს ჯამური თანხა არ მოუწევს განბაჟებაო თუ სხვადასხვა საიტიდანაა გამოწერილიო. მთავარია ერთ რეისზე არ მოხვდეს ჩემი 2 ნივთი, რომელიც ერთიდაიგივე საიტიდანაა გამოწერილი და ჯამურად 300 ლარს არ აჭარბებდეს თუ სწორად გავიგე. მე კიდევ ველოდები ხოლმე სანამ ადგილზე არ ჩამოვა ნივთი და მერე ვიწერ მეორეს. კაი დროს ვკარგავ ამასობაში.
Gogla1990 Posted May 20, 2025 Posted May 20, 2025 16 hours ago, Type-X said: საბურთალოზე არის რომელიმე კომპანიის ფილიალი სადაც არ მარბენინებენ განბაჟების საკითხებზე ოფისში და ონლაინ მოვაგვარებ საბუთების საკითხს ? სასურველია წონით ბაჟდებოდეს ნივთი და არა გაბარიტებით usshop.ge amanati.ge 16 hours ago, Type-X said: მაგ: გამოვიწერე ნივთი და მივიდა საზღვარგარეთ მისამართზე. გამოიგზავნა თუ არა იგივე საიტიდან გამოვიწერე მეორე ნივთი. ერთ რეისში თუ არ მოხვდა ორივე და 300 ლარს არ აღემატება ჯამი ორივეს მოუწევს განბაჟება ? 16 hours ago, Type-X said: კომპანიების პოლიტიკა როგორია. კომპანია არაფერ შუაშია, საბაჟო წყვეტს მაგას შესაბამისი წესებიდან გამომდინარე ერთ რეისზე, ან ერთ დღეს თუ შემოვა 2 ამანათი ჯამური ღირებულებით 300 + ლარი, უწევს განბაჟება თუ სხვადასხვა რეისია და სხვადასხვა დღეს შემოდის, არა მარტივად; იყენებ რამოდენიმე კომპანიას და 300 ლარამდე ნივთებს არ განაბაჟებ იმის გამო რომ ერთ რეისზე შემოვა ერთი კომპანიით, ან ერთ კომპანიაზე ოჯახის წევრებზე გამოწერ და ეგაა 1
Gamer-4ever Posted October 7, 2025 Posted October 7, 2025 ერთი კითხვა მაქ რო გამიხსნან ამანათი ინვოისით შიგნით რო დევს ეგრე გაიგებენ ფასს ? თუ თვითონ შეაფასებენ ღირებულებას ? ვთქვათ ვაპირებ გამოვიწერო მეორადი ტელეფონი , რომლის ღირებულებაა 120$ , სელერს რო ვთხოვო და არ ჩადოს ინვოისი, ფასი 100$ რო დავადეკლარირო მიხვდებიან?
david_888 Posted October 7, 2025 Posted October 7, 2025 29 minutes ago, Gamer-4ever said: ერთი კითხვა მაქ რო გამიხსნან ამანათი ინვოისით შიგნით რო დევს ეგრე გაიგებენ ფასს ? თუ თვითონ შეაფასებენ ღირებულებას ? ვთქვათ ვაპირებ გამოვიწერო მეორადი ტელეფონი , რომლის ღირებულებაა 120$ , სელერს რო ვთხოვო და არ ჩადოს ინვოისი, ფასი 100$ რო დავადეკლარირო მიხვდებიან? თუ გახსნეს და ეჭვი შეეპარათ შენ მოგთხოვენ ინვოიოსს, ან ვიდეოს გადაგაღებინებენ ან ადგილზე მოგთხოვენ მისვლას და ექაუნთის გახსნას 1
Gogla1990 Posted October 7, 2025 Posted October 7, 2025 1 hour ago, Gamer-4ever said: ფასი 100$ რო დავადეკლარირო მიხვდებიან? ვერ გაიგებ ზუსტად, შეიძლება გამოძვრეს, შეიძლება გააჩერონ თუ გააჩერეს ორჯერ მეტის გადახდა მოგიწევს, რამდენად გიღირს რისკი ეგ შენ გადაწყვიტე 1 1
Gamer-4ever Posted October 7, 2025 Posted October 7, 2025 ისე მე მხოლოდ 2 შემთხვევა მქონდა ამანათის გახსნის , ორივე ვიდეო კარტა იყო , და ზუსტი ფასი მქონდა მითითებული ორივეჯერ ხოო რავიცი, ისევ ჯობია თავის ფასი დავწერო და განვაბაჟო კაი მადლობა ბიჭებო
Type-X Posted October 25, 2025 Author Posted October 25, 2025 გამარჯობა DT Swiss FR 541 29" Disc Rim ამ რკალის გამოწერა მინდა და არის რომელიმე გადამზიდი კომპანია, რომელიც მოცულობაში არ გაიყვანს ? 80x80x30 მგონია დაახლოებითი ზომა რაც იქნება შეფუთვიანად და რა გამოდის 416 ლარი უნდა გადავიხადო ჩამოტანის 1 კგ თუ არის შეფუთვიანად წონა ? ესეთი რკალია 1 ცალი
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now