Magdalena Posted March 18, 2025 Posted March 18, 2025 Microsoft ემზადება გამოუშვას ხელოვნური ინტელექტის მქონე Copilot for Gaming, რომელიც ასისტენტის როლს შეასრულებს თამაშების ჩატვირთვისა და გაშვებისას და ასევე უხელმძღვანელებს გეიმერებს თამაშის დროს. პირველ ეტაპზე AI-მწვრთნელი ხელმისაწვდომი იქნება Xbox-ის მობილური აპლიკაციის საშუალებით და იმოქმედებს, როგორც კომპანიონი ან ასისტენტი, რომელიც ცალკე ეკრანზე გამოჩნდება. ფოტოს წყარო: Microsoft Microsoft წარმოდგვიდგენს Copilot for Gaming-ს, როგორც ერთგვარ ასისტენტს, რომელიც თან ახლავს მოთამაშეებს, სთავაზობს რჩევებს თამაშის შესახებ, ასევე სასარგებლო ინფორმაციას გეიმინგ სამყაროს შესახებ. პრესკონფერენციაზე Microsoft-ის პროდუქტების მენეჯერმა გეიმინგ ხელოვნური ინტელექტის სფეროში, Sonali Yadav-მა მოახდინა Copilot for Gaming-ის გამოყენების რამდენიმე სცენარის დემონსტრირება. ერთ-ერთ მათგანზე ჩანდა, თუ როგორ ეხმარება Copilot Overwatch 2-ის მოთამაშეს იმ შეცდომების ანალიზით, რომლებიც მან დაუშვა თანაგუნდელების გარეშე წინსვლისას. Overwatch 2-ში AI მწვრთნელი მზადაა დაეხმაროს მოთამაშეს აირჩიოს გმირი, რომელიც საუკეთესოდ ავსებს გუნდს. Copilot-მა იცის პერსონაჟების ძლიერი და სუსტი მხარეები და შეუძლია მომხმარებელს ურჩიოს იდეალური უნარების მქონე წყვილები. Minecraft-ში, Copilot მოთამაშეებს კონსულტაციას უწევს ნივთების და მათთვის საჭირო ინგრედიენტების დამზადების პროცესში. Copilot კითხულობს ინფორმაციას მოთამაშის ეკრანიდან, რათა მოთამაშეს მიაწოდოს საჭირო მინიშნებები რეალურ დროში. გარდა ამისა, Copilot-მა დაამტკიცა, რომ იყო გამოცდილი თაღლითი, ე.წ ჩითერი და გეიმერებს მინიშნებებს აძლევდა, სად ეპოვათ საჭირო მასალები კრაფტისთვის. Copilot for Gaming-ის ასეთი ფუნქციები არ იქნება ხელმისაწვდომი მისი თავდაპირველი გაშვებისთანავე მომავალ თვეში. აპრილში Microsoft გეგმავს Copilot-ის ადრეული ვერსიების გამოცდას Xbox Insiders-ით Xbox-ის მობილური აპლიკაციის საშუალებით. ექსპერტებს უჭირთ შეაფასონ Copilot for Gaming პროექტის რეალისტურობა, რადგან ჯერ კიდევ ძნელია იმის გაგება, თუ რას მიაწვდის კომპანია ტესტერებს აპრილში. როგორც ჩანს, Microsoft-ს სურს ხელოვნური ინტელექტის დანერგვა ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროში - კოსმოსიდან და მოწინავე ტექნოლოგიებიდან დაწყებული - ოჯახის ფსიქოლოგიით და ბავშვებზე ზრუნვით დამთავრებული. https://tinyurl.com/yz8xmuk4 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.