Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

ინვესტორებმა აშშ-სპოტ Bitcoin-ის ფონდებიდან გაიტანეს თანხები, რადგან ფლაგმანურკრიპტოვალუტის ფასი 90 ათას აშშ დოლარამდე შემცირდა.  

შედეგად, BTC ETF-დან მთლიანმა გადინებამ გადააჭარბა რეკორდულ 937.9 მლნ შშ დოლარს, რაც ყველაზე მაღალია 2024 წლის იანვარში Bitcoin-ზე დაფუძნებული ETF-ების ამოქმედების დროიდან. წინა რეკორდი 2024 წლის 19 დეკემბერს დაფიქსირდა და 680 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 

გადინების უმეტესი ნაწილი კვლავ Fidelity-ის FBTC-ზე მოდიოდა. ინვესტორებმა ფონდიდან გაიტანეს 344.65 მლნ აშშ დოლარი, რაც ETF-დან ყველაზე მაღალ დღიურ გადინება მისი დაარსების დღიდან. შემდეგი იყო BlackRock-ის IBIT, საიდანაც მოხდა 164.37 მლნ აშშ დოლარის გადინება.  

Bitwise-ის BITB Bitcoin ETF-დან გაიტანეს 88.3 მლნ აშშ დოლარი, ხოლო Grayscale-ის ორფონდიდან ერთობლივად გავიდა 151.9 მლნ აშშ დოლარი - 66.1 მილიონი GBTC-დან და 85.8 მლნ აშშ დოლარი - BTC ფონდიდან. 

21Shares-ის კრიპტო კვლევის სტრატეგი მე მენა BTC ETF-ის შემცირებას ინვესტორების შეშფოთებას მიაწერს, რომ Bitcoin-მა უკვე პიკს მიაღწია. ექსპერტმა აღნიშნა, რომ დაცემის მიუხედავად ფლაგმანურკრიპტოვალუტა შარშანდელთან შედარებით კვლავ 50%-ზე მეტი ღირებულებით იყიდება. მენა თვლის, რომ ეს კორექცია მხოლოდ „დროებითი გადატვირთვაა და არა ციკლის დასასრული“. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.