Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

ადამ ბეკმა განაცხადა, რომ ბირჟა Bybit-მა დაკარგა 1.4 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების Ethereum (ETH) Ethereum-ის ვირტუალური მანქანის (EVM) გამო. მისი თქმით, EVM ტრანზაქციების სირთულე იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ჰაკერებმა შეძლეს Bybit-ის ცივი Ethereum-საფულის შიგთავსის დაცლა. 

ექსპერტმა განაცხადა, რომ აპარატული საფულეები, როგორიცაა Ledger HWW, ვერ ამუშავებენ ყველა ტრანზაქციას ბლოკჩეინზე მისი სირთულის გამო. მისი აზრით, აპარატულ საფულეებს ძალიან მცირე სიმძლავრე აქვთ ინფორმაციის ინტერპრეტაციისა და შენახვისთვის, რომ გადაამოწმონ ზედმეტად რთული სცენარები და EVM-ის მდგომარეობა. 

ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ ისინი ცდილობდნენ გადაეტანათ თითქმის 100 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ETH ბირჟის ცივიდან ცხელ საფულეში, თუმცა, ეგრეთ წოდებული ბრმა ხელმოწერის მექანიზმის გამო ჰაკერებმა შეძლეს მანიპულირება ETH-ის სმარტ კონტრაქტით და გაიტანეს 1.4 მლრდ აშშ დოლარი. 

ადამ ბეი დარწმუნებულია, რომ ჰაკერებმა გამოიყენეს დახვეწილი პროგრამა, რომელმაც შეძლო მთლიანად ჩაენაცვლებინა სმარტ კონტრაქტი, რის მეშვეობითაც სრული თანხის გატანა შეძლეს. 

შეგახსენებთ, რომ Bybit-ის დაჰაკვა სავარაუდოდ ორგანიზებული იყო ჩრდილოეთკორეელი ჰაკერების ჯგუფ Lazarus-ის მიერ, რომელიც ამ დრომდეც თავს ესხმოდა უამრავ კომპანიას მთელ მსოფლიოში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.