Magdalena Posted February 27, 2025 Posted February 27, 2025 ადამ ბეკმა განაცხადა, რომ ბირჟა Bybit-მა დაკარგა 1.4 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების Ethereum (ETH) Ethereum-ის ვირტუალური მანქანის (EVM) გამო. მისი თქმით, EVM ტრანზაქციების სირთულე იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ჰაკერებმა შეძლეს Bybit-ის ცივი Ethereum-საფულის შიგთავსის დაცლა. ექსპერტმა განაცხადა, რომ აპარატული საფულეები, როგორიცაა Ledger HWW, ვერ ამუშავებენ ყველა ტრანზაქციას ბლოკჩეინზე მისი სირთულის გამო. მისი აზრით, აპარატულ საფულეებს ძალიან მცირე სიმძლავრე აქვთ ინფორმაციის ინტერპრეტაციისა და შენახვისთვის, რომ გადაამოწმონ ზედმეტად რთული სცენარები და EVM-ის მდგომარეობა. ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ ისინი ცდილობდნენ გადაეტანათ თითქმის 100 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ETH ბირჟის ცივიდან ცხელ საფულეში, თუმცა, ეგრეთ წოდებული ბრმა ხელმოწერის მექანიზმის გამო ჰაკერებმა შეძლეს მანიპულირება ETH-ის სმარტ კონტრაქტით და გაიტანეს 1.4 მლრდ აშშ დოლარი. ადამ ბეკი დარწმუნებულია, რომ ჰაკერებმა გამოიყენეს დახვეწილი პროგრამა, რომელმაც შეძლო მთლიანად ჩაენაცვლებინა სმარტ კონტრაქტი, რის მეშვეობითაც სრული თანხის გატანა შეძლეს. შეგახსენებთ, რომ Bybit-ის დაჰაკვა სავარაუდოდ ორგანიზებული იყო ჩრდილოეთკორეელი ჰაკერების ჯგუფ Lazarus-ის მიერ, რომელიც ამ დრომდეც თავს ესხმოდა უამრავ კომპანიას მთელ მსოფლიოში. https://tinyurl.com/mpv8em92 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.