Jump to content

Recommended Posts

Posted

GeForce RTX 5070 Ti ვიდეო ბარათების გაყიდვების დაწყებამდე Nvidia-მ დაადასტურა, რომ ახალი პროდუქტი ხელმისაწვდომი გახდება 20 თებერვალს. ამ ფონზე, ევროპელმა საცალო მოვაჭრეებმა დაიწყეს თავიანთი მაღაზიების შევსეა ახალი ამაჩქარებლის მარაგები. შეთავაზებების ღირებულება სარეკომენდაციო საცალო ფასიდან იწყება, ყველაზე ძვირადღირებული ვერსიები კი წარმოდგენილია თითქმის ორჯერ უფრო ძვირად. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

RTX 5070 Ti- სარეკომენდაციო საცალო ფასი 749 აშშ დოლარია, თუმცა, ფორმალურად ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ბარათი არ გამოვა ეტალონურ Founders Edition ვერსიაში. როგორც პორტალ VideoCardz-ის ბაზრის ანალიზი აჩვენებს, მსგავსი ფასის მქონე ახალი პროდუქტის პოვნა თითქმის შეუძლებელი იქნება, განსაკუთრებით ევროპაში, სადაც პროდუქტის ღირებულებას ემატება დღგ, რომელიც ქვეყნიდან გამომდინარე მერყეობს 19%-დან (გერმანიაში) 25.5%-მდე (ფინეთში). 

image.jpeg 

გერმანიის ბაზრისთვის GeForce RTX 5070 Ti-ს რეკომენდებული ფასი 879 ევროა. VideoCardz-მა შეაგროვა მონაცემები ადგილობრივ მსხვილ საცალო რითეილერ Caseking-ისგან. მაღაზიას არ აქვს შეთავაზებები Nvidia-ს რეკომენდებულ ფასად. ამაჩქარებლის ღირებულება მწარმოებლის მიხედვით მერყეობს 1149 ევროდან 1399 ევრომდე. 

image.png 

ბარათის რეკომენდებული ფასი ფინეთში 924 ევროა. პოპულარულ ფინურ საცალო მოვაჭრე Proshop-ს მარაგში აქვს Inno3D-ს ერთი ბარათის მხოლოდ ორი ვერსია. ერთი ბარათი GPU-ი დამატებითი აჩქარებით, მეორე - მის გარეშე. აჩქარების არმქონე ვერსიის ფასიშემოთავაზებული საცალო ფასი 924 ევრო, ხოლო აცქარებული ვერსიის ფასი 999 ევროა. 

image.jpeg 

დანიაში RTX 5070 Ti-ს რეკომენდებული საცალო ფასი 6.879 დანიური კრონა. ამ ფასად მაღაზია შემოგთავაზებთ Inno3D RTX 5070 Ti X3 მოდელს დამატებითი აჩქარების გარეშე. 

image.png 

ბარათის საცალო ფასი საფრანგეთში 884 ევრო. ასორტიმენტში ნაპოვნი იქნა PNY-ის ორი ვერსია. ორივეს ფასი რეკომენდებულზე მაღალია. ერთ მათგანს არ აქვს ARGB განათება. დამატებითი განათება დამატებით 361 ევრო ჯდება, რაც აბსურდულად გამოიყურება. 

image.jpeg 

აშშ-ში ბარათის სარეკომენდაციო საცალო ფასია 749 აშშ დოლარი. Newegg-ს, B&H Photo-ს და BestBuy-ს წარმოდგენილი აქვთ ბარათები, მაგრამ ფასის გარეშე. VideoCardz-მა შეძლო RTX 5070 Ti-ს ერთი ვერსიის პოვნა რეკომენდებულ ფასად მხოლოდ რითეილერ MicroCenter-ში. და ეს, როგორც ჩანს, ერთადერთი მოდელია დამატებითი აჩქარებით რეკომენდებული ფასით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.