Magdalena Posted February 15, 2025 Posted February 15, 2025 OpenAI-ის გენერალურმა დირექტორმა სემ ოლტმენმა დეტალურად აღწერა კომპანიის გეგმები სამომავლო GPT-4.5 და GPT-5 AI მოდელებთან დაკავშირებით. ფოტოს წყარო: OpenAI სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ოლტმენმა აღიარა, რომ OpenAI-ის პროდუქციის ხაზი გართულდა და აღნიშნა, რომ კომპანიას სურს იმუშაოს თავისი შეთავაზებების გასამარტივებლად. ”ჩვენ გვძულს მოდელების ამორჩევა ისევე, როგორც თქვენ და გვინდა დავუბრუნდეთ ჯადოსნურ ერთიან [ხელოვნურ] ინტელექტს”, - დაწერა ოლტმენმა. კომპანია გეგმავს GPT-4.5-ის გამოშვებას, რომელსაც ოლტმენის თქმით, შიდა წრეში Orion-ს ეძახიან და იგი იქნება OpenAI-ის „უკანასკნელი, მსჯელობის უნარის არმქონე მოდელი“. შეგახსენებთ, რომ OpenAI-მ გასული წლის ოქტომბერში დაატრენინგა Orion მოდელი, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ კომპანიას მანქანური სწავლების დროს მაღალი ხარჯების და მონაცემთა ნაკლებობის პრობლემები შეექმნა. GPT-4.5-ის გამოშვებით „ჩვენი მთავარი მიზანია გავაერთიანოთ „o“ სერიის მოდელები და GPT სერიის მოდელები, შევქმნათ სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ გამოიყენონ ჩვენი ყველა ხელსაწყო. ეს მოდელები შეძლებენ გაიგონ, როდის უნდა იფიქრონ დიდხანს და როდის არა, და ზოგადად სასარგებლონი იყვნენ პრობლემების ძალიან ფართო სპექტრისთვის“, - განაცხად ოლტმენმა. ChatGPT ამჟამად უფასოა და გთავაზობთ სამ AI მოდელს ასარჩევად ChatGPT-ის და OpenAI API-ის მეშვეობით კომპანია გეგმავს "გამოუშვას GPT-5, როგორც სისტემა, რომელიც გააერთიანებს ჩვენს ბევრ ტექნოლოგიას, მათ შორის o3-ს (რედ. შენიშვნა: o3 არის OpenAI-ის ყველაზე მოწინავე AI მოდელი დღემდე), - აცხადებს ოლტმენი და აღნიშნავს, რომ "აღარ გამოუშვებს o3-ს, როგორც დამოუკიდებელ მოდელს". OpenAI-მ წარადგინა o3 დეკემბერში და გამოუშვა o3-mini იანვარში. ოლტმენმა აღნიშნა, რომ GPT-5-ის გაშვების შემდეგ უფასო ChatGPT-ის მომხმარებლებს ექნებათ „შეუზღუდავი წვდომა GPT-5-ის ხელოვნური ინტელექტის სტანდარტულ პარამეტრებზე“, მაგრამ წარმოდგენილი იქნება გარკვეული შეზღუდვები ბოროტად გამოყენებისგან დაცვის მიზნით. იმავდროულად, ფასიან Plus აბონენტებს შეეძლებათ გამოიყენონ GPT-5 „ინტელექტის უფრო მაღალ დონეზე“, ხოლო Pro აბონენტები მიიღებენ „ინტელექტის კიდევ უფრო მაღალ დონეს“. ოლტმენს არ დაუკონკრეტებია, როდის გამოვა GPT-4.5 და GPT-5, მაგრამ აღნიშნა, რომ ამას დასჭირდება „კვირები/თვეები“. https://tinyurl.com/rvzax8jc Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.