Jump to content

Recommended Posts

Posted

OpenAI-ის გენერალურმა დირექტორმა სემ ოლტმენმა დეტალურად აღწერა კომპანიის გეგმები სამომავლო GPT-4.5 და GPT-5 AI მოდელებთან დაკავშირებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: OpenAI 

სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ოლტმენმა აღიარა, რომ OpenAI-ის პროდუქციის ხაზი გართულდა და აღნიშნა, რომ კომპანიას სურს იმუშაოს თავისი შეთავაზებების გასამარტივებლად. ჩვენ გვძულს მოდელების ამორჩევა ისევე, როგორც თქვენ და გვინდა დავუბრუნდეთ ჯადოსნურ ერთიან [ხელოვნურ] ინტელექტს”, - დაწერა ოლტმენმა. 

კომპანია გეგმავს GPT-4.5-ის გამოშვებას, რომელსაც ოლტმენის თქმით, შიდა წრეში Orion-ს ეძახიან და იგი იქნება OpenAI-ის „უკანასკნელი, მსჯელობის უნარის არმქონე მოდელი“. შეგახსენებთ, რომ OpenAI-მ გასული წლის ოქტომბერში დაატრენინგა Orion მოდელი, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ კომპანიას მანქანური სწავლების დროს მაღალი ხარჯები და მონაცემთა ნაკლებობის პრობლემები შეექმნა. 

GPT-4.5-ის გამოშვებით „ჩვენი მთავარი მიზანია გავაერთიანოთ „o“ სერიის მოდელები და GPT სერიის მოდელები, შევქმნათ სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ გამოიყენონ ჩვენი ყველა ხელსაწყო. ეს მოდელები შეძლებენ გაიგონ, როდის უნდა იფიქრონ დიდხანს და როდის არა, და ზოგადად სასარგებლონი იყვნენ პრობლემების ძალიან ფართო სპექტრისთვის“, - განაცხად ოლტმენმა. 

image.jpeg 

ChatGPT ამჟამად უფასოა და გთავაზობთ სამ AI მოდელს ასარჩევად 

ChatGPT-ი და OpenAI API-ის მეშვეობით კომპანია გეგმავს "გამოუშვას GPT-5, როგორც სისტემა, რომელიც გააერთიანებს ჩვენს ბევრ ტექნოლოგიას, მათ შორის o3-ს (რედ. შენიშვნა: o3 არის OpenAI-ის ყველაზე მოწინავე AI მოდელი დღემდე), - აცხადებს ოლტმენი და აღნიშნავს, რომ "აღარ გამოუშვებს o3-ს, როგორც დამოუკიდებელ მოდელს". OpenAI-მ წარადგინა o3 დეკემბერში და გამოუშვა o3-mini იანვარში. 

ოლტმენმა აღნიშნა, რომ GPT-5-ის გაშვების შემდეგ უფასო ChatGPT-ის მომხმარებლებს ექნებათ „შეუზღუდავი წვდომა GPT-5-ის ხელოვნური ინტელექტის სტანდარტულ პარამეტრებზე“, მაგრამ წარმოდგენილი იქნება გარკვეული შეზღუდვები ბოროტად გამოყენებისგან დაცვის მიზნით. იმავდროულად, ფასიან Plus აბონენტებს შეეძლებათ გამოიყენონ GPT-5 „ინტელექტის უფრო მაღალ დონეზე“, ხოლო Pro აბონენტები მიიღებენ „ინტელექტის კიდევ უფრო მაღალ დონეს“. 

ოლტმენარ დაუკონკრეტებია, როდის გამოვა GPT-4.5 და GPT-5, მაგრამ აღნიშნა, რომ ამას დასჭირდება „კვირები/თვეები“. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.