Jump to content

Recommended Posts

Posted

Microsoft-ის დეველოპერების ყოველწლიური კონფერენცია Build ჩატარდება სიეტლში 19-დან 22 მაისამდე პერიოდში, განაცხადა კომპანიამ სოციალურ მედია X-ზე: „ჩვენ ვაშენებთ ახალ გზას. შემოგვიერთდით #MSBuild-ზე." მიუხედავად იმისა, რომ Microsoft-ს ჯერ არ დაუკონკრეტებია დეტალები ამ ღონისძიების პროგრამის შესახებ, ეჭვგარეშეა, რომ ის, სავარაუდოდ, გადააჭაბებს Build 2024-ს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული პროდუქტებისა და სერვისების წარდგენის თვალსაზრისით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Microsoft 

Microsoft Build არის კონფერენცია, რომელიც გამიზნულია პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებისა და ვებ დეველოპერებისთვის. საბოლოო ჯამში, Build-ში განხილული ინსტრუმენტები გამოიყენება, რათა ტექნოლოგიები უფრო ფართო აუდიტორიისთვის იყოს ხელმისაწვდომი. „გამოიკვლიეთ უახლესი ინოვაციები კოდისა და აპლიკაციების შემუშავებაში და მიიღეთ იდეები კოლეგებისა და ექსპერტებისგან მთელ მსოფლიოში, ნათქვამია Build 2025-ის მისასალმებელ გვერდზე. 

ხელოვნური ინტელექტი იყო მთავარი თემა გასული წლის კონფერენციაზე, რომელიც მოიცავდა ყველაფერს Windows ძიებიდან - Copilot+-ითა და Microsoft Paint-ით დასრულებული. Build 2024-მდე ერთი დღით ადრე Microsoft-მა წარმოადგინა ახალი Surface Pro კომპიუტერი, რომელიც დაფუძნებული იყო Qualcomm Snapdragon X Elite-სა და X Plus ჩიპებზე NPU 45 Tops-მდე წარმადობით. 

იგივე შეიძლება მოხდეს წელსაც. თამამად შეიძლება ითქვას, რომ Windows 11, Microsoft 365-ის კომპლექტთან ერთად, მიიღებს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ხელოვნური ინტელექტის სფეროში - იგი წარმოდგენილი იქნება Build 2025-ზე. კომპანია ასევე გეგმავს ახალი Surface მოდელების გამოშვებას Qualcomm-ის უახლესი ჩიპებით - ესენია X Elite-ის მემკვიდრეები ნეიროქსელის გამოთვლის გაფართოებული მხარდაჭერით. 

აღსანიშნავია, რომ Microsoft-მა საგრძნობლად შეცვალა მიდგომა ხელოვნური ინტელექტის მიმართ გასული წლის განმავლობაში და განახორციელა ინვესტიციების დივერსიფიკაცია. ახლა, გარდა OpenAI-ის მხარდაჭერისა, Microsoft-მა თავის ინტერესთა წრეში შეიყვანა პოპულარული ჩინური მოდელი DeepSeek, რომლის გამოყენებასაც კომპანია გეგმავს Copilot+ კომპიუტერებსა და Azure ქლაუდში. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.